საქართველოს 7-კაცა - მე-9 ადგილი ლისაბონში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის პირველ, ლისაბონის ეტაპზე მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და მე-9 ადგილი დაიკავა.

წელს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. 10 გუნდი ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულ მონაწილეს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშის გამართვა უწევდა, დაკავებული ადგილის მიხედვით კი, ერთის პლეი-ოფში.

პირველ ორ შეხვედრაში ჩვენი 7-კაცა პორტუგალიას და ბელგიას თანაბრად შეებრძოლა, მაგრამ მეტოქეებმა შეცდომები უკეთ გამოიყენეს და თითო გარდასახული ლელოს სხვაობით მოიგეს – პორტუგალიამ 19:12 და ბელგიამ 14:7. დღის ბოლო მატჩში ესპანეთი დომინირებდა და 38:7 გაიმარჯვა.

მეორე დღე ჩეხებთან მატჩით
დაიწყო და 12:0 დავწინაურდით, მაგრამ მერე ელემენტარული შეცდომები დავუშვით და 4 ლელო მივიღეთ – 12:24. მე-9 ადგილისთვის საქართველოს 7-კაცა პოლონეთს შეხვდა, ხუთი ლელო გაუტანა და 27:12 მოგებით მე-9 ადგილი დაიკავა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 1-3 ივლისს მასპინძლობს, 16-17 ივლისს კი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ლისაბონის ეტაპზე

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა), ლევან ნარიმანიძე (ხარები).

მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესპანეთთან და პორტუგალიასთან დიდი ხანია მიგვაჩვიეთ 7-კაცაში მარცხს, მაგრამ ბელგია და ჩეხეთი უკვე მართლა ფსკერია. მწვრთნელებს გადადგომაზე არაფერი უთქვამთ? საქართველო ერთადერთი შვიდკაცაა, რომელიც 15-კაცას ტაქტიკით თამაშობს. არ იციან ამ მწვრთნელებმა შვიდკაცა და იქნებ ერთი საშუალო დონის აფრიკელი ან კუნძულელი მწვრთნელი მაინც ჩამოიყვანოთ, რომელიც ნაკრებს ტაქტიკასაც ასწავლის და არც "ქართულ ჯიგრულ" პონტში დააკომპლექტებს!
თორნიკე
09:15 27-06-2022
2
რა უნდა ვთქვათ? სირრცხვილია....
გიორგი-50
20:03 27-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული