საქართველოს 7-კაცა - მე-6 კრაკოვში, მე-8 ევროპაში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, კრაკოვის ეტაპზე, მე-6 ადგილი დაიკავა, ორი ეტაპის ჯამში კი მე-8 ადგილზე გავიდა.

პოლონეთში გამართული ტურნირის პირველ დღეს პირველი ეტაპის გამარჯვებულმა გერმანიამ 22:12, ხოლო ბელგიამ 19:10 გვაჯობა. მეორე დღეს საფრანგეთმა 28:12 მოიგო, ჩეხეთთან კი ფრედ 19:19 ვითამაშეთ და რადგან გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსი გვქონდა, ჯგუფში მე-4 ადგილი დავიკავეთ.

დასკვნით დღეს, მე-5 ადგილის ნახევარფინალში, იტალიას პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გავუტანეთ, მეორე ნახევარში მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, თუმცა გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ – 19:12. მე-6 ადგილისთვის კვლავ
ბელგიას შევხვდით და გამარჯვება ისევ მეტოქეს დარჩა – 7:24.

ორი ეტაპის ჯამში ჩვენმა გუნდმა, ლიეტუვის მსგავსად, 14 ქულა დააგროვა და მასთან მე-7-მე-8 ადგილები გაიყო. ჩემპიონი ესპანეთი გახდა, მეორე ადგილი გერმანიას, ხოლო მესამე საფრანგეთს ერგო.

16-17 ივლისს ჩვენს 7-კაცას კიდევ ერთი ტურნირი ელის – 2022 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ლიეტუვა, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელგია, ირლანდია, უელსი და კიდევ ერთი გუნდი „ალაფიდან“.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის კრაკოვის ეტაპზე

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლევან ნარიმანიძე (ხარები).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული