7-კაცა | მსოფლიომდე ერთ ნაბიჯში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

რუმინეთში, ბუქარესტში გამართული შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსოფლიო თასის მომავალ მონაწილეებთან – გერმანიასთან და უელსთან მოუწია შეხვედრა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად, 26:7 და 33:14.

მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, ჩვენმა გუნდმა მასპინძელ რუმინეთს 15:7 მოუგო და 8 საუკეთესოს შორის მოხვდა. რჩებოდა ბოლო, გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც საქართველო ირლანდიასთან გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ვერც გაწითლებულ დროზე გატანილმა მეორე ლელომ მოგვიტანა გამარჯვება –
12:17.

სამხრეთ აფრიკის საგზური ირლანდიამ, პორტუგალიამ, გერმანიამ და უელსმა მოიპოვეს.

საქართველოს 7-კაცა 2022 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე:

იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), გურამ ქანდაურაშვილი (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლადო მიმინოშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ ერთხელ ვიტყვი მთელი მსოფლიო რაგბის თამაშს შვიდკაციდან იწყებს ბავშვობის ასაკიდან. ეს ანვითარებს ბურთის უბადლო ფლობას, რაქში სწორად თამაშს, მოედნის ხედვას, გამძლეობას, ოფლოუდებს. ჩვენთან შეყარეს მოთამაშეები გუნდში და ჭიჭინაძის გარდა არა მგონია რომელიმეს ჰქონოდა ბევრი შეხება 7 კაცასთან. ამ დროს თბილისში მთელი ზაფხული ამერიკის კოლეჯების წლევანდელი ჩემპიონი და ბევრი ტურნირის გამარჯვებული და საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული უკანახაზელი არის ჩასული იმის იმედით რომ 20 წლიანებში აიყვანდნენ. 20 წლიანებიდან ბოლო დღეს მოატოვეს მიზეზის აუხსნელად, თან უთხრეს ყველაზე საუკეთესო ხარ მაგრამ ვერ წაგიყვანთო და ამათ მაინც გამოეყენებინათ. ეეჰ, მაგრად მუშაობს ფედერაცია, თავისი ცხვირის იქეთ ვერ იხედება
სიმართლე
15:13 18-07-2022
0
საჭიროა სათანადო ყურადღება, გამართული ჩემპიონატი, სრულყოფილი მიდგომა და აქაც მივაღწევთ წარმატებას. ჩვენთან შვიდკაცა დიდი რაგბის გერადაა მიჩნეული. სანამ ასეთი მიდგომა გვექნება, წარმატებას ვერ მივაღწევთ. შვიდკაცა და დიდი რაგბი ავსებენ ერთმანეთს. თუ სწრაფად სირბილი, მოძრაობაში აზროვნება და დროული პასი ვერ ვისწავლეთ, დიდ რაგბშიც გავიყინებით ერთ ადგილას, თუ უკვე დიდი ხანია ერთ ადგილს არ ვტკეპნით.
თენგაბი
14:23 18-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული