რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე ტურში "შავი ლომი" ისრაელის "თელავივ ჰითს" 25:25 დაუზავდა. ეს პირველი თამაშია, რომელიც ქართულმა ფრენჩაიზმა აღნიშნულ ტურნირში ფრედ დაასრულა.

ბათუმში ბონუსით, 29:3 მოგების შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში 6 მოთამაშე შეცვალეს – სამი ხაზში და სამი შერკინებაში, მარქაფაში კი ასევე სამი დებიუტანტი იყო. ეს იყო თამაში, რომლის მოგება როგორც "შავ ლომს", ასევე "ჰითს" შეეძლო, მაგრამ ორივე გუნდმა იმდენი შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ საყაიმო ანგარიში ლოგიკურად გამოიყურება.

შეცდომებთან ერთად, ხშირი იყო ჯარიმებიც, რის გამოც თამაში ხშირად ჩერდებოდა და ამან თავისი კვალი ხარისხსაც დაატყო. სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ გუნდს კარგად წაუვიდა ფეხით თამაში და ორჯერ 50/22-ის წესით ისარგებლა. ორთაბრძოლებსა და მიწაზე თამაშში "შავმა ლომმა" მეტოქე დაჯაბნა, მაგრამ "ჰითმა" კარგად ისარგებლა მასპინძელთა შეცდომებით და დიდი ხნის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა.

„აია არენაზე“ შეხვედრა თავიდანვე დაბალ ტემპში დაიწყო. მეტოქემ საწყის 10 წუთში ორი ჯარიმა გამოიმუშავა და პირველი გამოიყენა, მეორე კი ძელმა აისხლიტა. საპასუხოდ "შავმა ლომმა" ხელდახელ შეუტია, კარის წინ ჯარიმა გამოიმუშავა და ლუკა მატკავამ წონასწორობა აღადგინა. თავი გამოიჩინა ფულბეკმა მირიან მოდებაძემ, რომელმაც ხელით არაერთხელ წამოიწყო შეტევა და დიდი მანძილი მოიგო.

მე-17 წუთზე პირველი ლელო გავიდა, როდესაც ფორვარდების დარტყმების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, სადაც აკა ტაბუცაძემ მცველს აჯობა და ოვალი ალამთან დაამიწა. მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა. "შავი ლომი" ინიციატივას დაეუფლა და "ჰითი" ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების გამო სინბინით დაისაჯა. კიდევ რამდენიმე ჯარიმის შემდეგ მატკავამ კარის წინიდან გაიტანა და 29-ე წუთზე ანგარიში 13:3 გახდა.

ისე ჩანდა, მასპინძლები უპირატესობას განავრცობდნენ, თუმცა მეტოქემ 30-ე წუთზე 50/22-ის წესით ჩვენს 5-მეტრიანთან დერეფანის მოწოდების უფლება მოიპოვა, მოლით ლელო გაიტანა და გარდასახვით 3 ქულამდე დაიყვანა. საპასუხო, ხელდახელ შეტევის მცდელობისას ბურთი დაიკარგა და სტუმრებმა კონტრშეტევაზე მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახეს და 17:13 დაწინაურდნენ. რადგან შეტევაში თამაში ვერ დალაგდა, ტაიმის მიწურულს მატკავამ 40 მეტრიდან სცადა ჯარიმის გატანა, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა.

50-ე წუთზე "ჰითმა" ხაზზე გაიტანა ბურთი, ოფლოუდებით დაცვა გაიარა და მესამე ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო. საპასუხო, ხელდახელ შეტევის შემდეგ, სტუმართა მორაგბე უხეში ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. ამას ფორვარდების მიძალების შემდეგ ბურთის ხაზზე გასვლა მოყვა, ლაშა ლომიძე ორ მცველს შორის შევიდა და ლელო სწრაფად გაქვითა. რადგან დრო ცოტა რჩებოდა, მასპინძლებს ნერვიულობა დაეტყოთ და შეცდომები დაუშვეს. დაკარგული ბურთების გარდა, ერთხელ სალელოვე კონტრშეტევაც მივიღეთ, თუმცა მატკავა მეტოქეს ბოლომდე მიყვა მიზნამდე არ მიუშვა.

74-ე წუთზე კარის წინ 25 მეტრში შერკინებაში დავჯარიმდით და "ჰითი" 7 ქულით დაწინაურდა. თამაში რომ განახლდა, ფეხით ორ-ორი გადაკიდების შემდეგ მირიან მოდებაძემ ხელით შეუტია, თორნიკე კახოიძემ კარგად შეუტია და ოფლოუდით მიშა გაჩეჩილაძე მოძებნა, რომელსაც დავით აბდუშელიშვილი მიყვა და თანაგუდელის დახმარებით ორი მბოჭავი გადათელა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და "შავ ლომს" მოსაგებად ბოლო შეტევა დარჩა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ჯარიმა "ჰითმა" მოიპოვა. პოზიცია გასატანი იყო, თუმცა დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და თამაში 25:25 დასრულდა.

ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "შავი ლომი" სატურნირო ცხრილში 7 ქულით პირველ ადგილზე რჩება და 25 სექტემბერს, 16 საათზე, რუმინულ "ვულვზს" „აია არენაზე“ მასპინძლობს, რომელიც 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა "ჰითი", რომელიც საქართველოში რჩება და 25 სექტემბერს 15, საათზე, ბათუმში "ბათუმს" ეთამაშება.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური

18 სექტემბერი. ქუთაისი. „აია არენა“.

შავი ლომი (საქართველო) – ჰითი (ისრაელი) 25:25

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე (კაპ.), 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი კერვალიშვილი, 20. პაატა გალდავა; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. დემე თაფლაძე.

3 ლელო: ტაბუცაძე, ლომიძე, აბდუშელიშვილი

2 გარდასახვა: მატკავა, გ. ბაბუნაშვილი

2 ჯარიმა: მატკავა

Rugby.ge

რამაზ
ფრანჩაიზი ყველა ოფიციალურ თამაშში ოპტიმალური შემადგენლობით და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებული ათამაშეთ, ხოლო საექსპერიმენტოდ რამე სხვა ფორმატი გამოიყენეთ, თუნდაც ამხანაგური ტესტმატჩები დიდი10-ის გუნდებთან, საბედისწერო შეცდომებს ნუ დაუშვებთ. რაც შეეხება მერაბ შარიქაძეს, სოსოს 100% ვეთანხმები, უბრალოდ ნომინალური კაპიტანი კი არა გუნდის შემკვრელია და უმისობა ძალიან შეგვეტყო.
სოსო
არ შეიძლება ამდენი უხეში შეცდომა.რამდენჯერ დავაჯარიმეთ მეტოქე და ვერაფერს გამოვრჩით,სულ ბოლოს კი,სულმთლად გვაპატიეს თორემ ჯარიმა რომ გაეტანათ,თამაში უკვე დამთავრებული იყო.მერაბ შარიქაძეზე რატომ არაფერს ამბობთ?ბოლოს და ბოლოს კაპიტანია,ლიდერი და შემადგენლობაში არ არის,არც სხვა რაიმე ინფორმაციას დებენ.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"