აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი მიჯრით სამი კვირა ითამაშებს და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევს.
საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე, რუმინულ "ვულვზს" მასპინძლობს, ხოლო 22-ში "ჰითს" ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "შავ ლომს" ორკვირიანი ტურნე ელის. პირველი ქართული ფრენჩაიზი 16-ში ისრაელში, 15 საათზე, "ჰითს" ერკინება, 23-ში კი "ვულვზს" ბუქარესტში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "შავი ლომი" "ბათუმს" 29 ოქტომბერს უმასპინძლებს.
"შავი
„წვრილ-წვრილი ტრავმები მოგვიმრავლდა. იყო ტვინის შერყევებიც და მოთამაშეებს დასვენება პროტოკოლითაც ეკუთვნოდათ. დასვენების პერიოდში მორაგბეთა გარკვეულმა ჯგუფმა დიდ 10-ში ითამაშა და მზადება 6 ოქტომბრიდან გავაგრძელეთ. 3 დღე მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვქონდა, კვირას ბიჭებმა დაისვენეს, ორშაბათიდან კი ვარჯიში განვაახლეთ. პირველი თამაში "ჰითთან" გვაქვს, მზადებას ისრაელში გავაგრძელებთ და რუმინეთში პირდაპირ იქიდან ჩავალთ“.
„სპორტს იღბალიც სჭირდება. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშში მეორეხაზელები – მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი კერვალიშვილი დაშავდნენ. მერაბ შარიქაძეს გახურებისას კუნთი დაეჭიმა და მისი თამაში აღარ გავრისკეთ. დაშავდა ლაშა ლომიძე და თორნიკე კახოიძეც და სამივე ცენტრი მწყობრიდან გამოვიდა. კახოიძეს, მირიან მოდებაძეს, თენგიზ ზამთარაძეს, თემო ჭიჭინაძეს და გრიგორ ქერდიყოშვილს გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. თორნიკე აქუბარდია და სოსო მათიაშვილი ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადიან. მოთამაშეთა ნაწილი ისრაელის, ნაწილი კი ბუქარესტის თამაშისთვის დაგვიბრუნდება და წესით, საკადრო პრობლემები არ უნდა შგვექმნას“ – აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
სამი თამაშის შემდეგ "შავ ლომს" 12 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ "ჰითს" 6 ქულა აქვს. ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც პირველ წრეში "შავმა ლომმა" ვერ მოუგო, ქუთაისში ფრე – 25:25 დაფიქსირდა.
„ეს არის გამოცდილი, კარგი ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ირგებს საჩუქრებს. ქუთაისში მათ ყველა ქულა ჩვენი შეცდომების შედეგად აიღეს. ველოდებით პროვოკაციებს, როგორც დისციპლინის, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. "ჰითს" აწყობს არეული თამაში და ჩვენ მათ სისტემური, დაგეგმილი თამაში უნდა დავუპირისპიროთ. ვეცდებით, იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ“ – თქვა მაისაშვილმა.
შავი ლომი ისრაელსა და რუმინეთში
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი კერვალიშვილი;
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, პაატა გალდავა, მიხეილ გაჩეჩილაძე, თორნიკე აქუბარდია;
9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე;
11-14: აკა ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი;
15: ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი.
რაგბი ევროპის სუპერ თასი. აღმოსავლეთ კონფერენცია
ჰითი – შავი ლომი (16 ოქტომბერი, 15:00)
ჰითი – ბათუმი (22 ოქტომბერი, 12:30)
ვულვზი – შავი ლომი (23 ოქტომბერი, 19:00)
შავი ლომი – ბათუმი (29 ოქტომბერი, 16:30)
ჰითი – ვულვზი (30 ოქტომბერი, 14:00)
Rugby.ge