მაისაშვილი: "ჰითთან" პირადი ანგარიშები გვაქვს

AutoSharing Option
"შავმა ლომმა", რომელიც 17 დეკემბერს "ავჭალაზე" გასამართი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრისთვის ემზადება, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ჩვენი გუნდი ტიტულს ისრაელის "თელავ-ივ ჰითთან" დაიცავს, რომელიც ძირითადად სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა მომავალი თამაშის და მეტოქის შესახებ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე შევედით. გავიარეთ ის კომპონენტები, რომლებიც
ფინალური შეხვედრისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ.

გვაქვს ტრავმები, გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. დაშავებულია სოსო მათიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმებიც.

Sportall.Ge

წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა – ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი დავთმეთ. ამიტომ "ჰითთან" პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქომაგი "ავჭალას" გაავსებს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

ლაშა ხმალაძე: "მეტოქე კარგი გუნდია, აქტიურობს შეჯგუფებებში და ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ფინალია და დაძაბული შეხვედრა იქნება. ვეცდებით, ინტერვალებში მეტი შევუტიოთ და "ჰითი" წნეხში ვამყოფოთ. კონცენტრირებული ვართ სათამაშო სიტუაციებზე და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ".

ოთარ ლაშხი: "ვეცდებით სისტემური, გუნდური თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად. მნიშვნელოვანი იქნება ქომაგის მხარდაჭერა, რადგან მათგან დიდ მუხტს და ენერგიას ვიღებთ. ჩვენი მხრივ, ბოლომდე დავიხარჯებით და მაყურებელს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ".

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
უკეთესი ჩემპიონატი ყველას გვინდა ფრანჩაიზისთვის, თუმცა იქ სადაც ვთამაშობდით ძალიან ადვილი თამაშები არ გვქონდა. ყველაზე მარტივად (აფრიკის ტურნეს ჩათვლით) ფაქტია რომ ბათუმის ბათუმი დავამარცხეთ. აქამდე ქართული კლუბების (თბილისის ლოკომოტივი და ბათუმის ბათუმი) წარუმატებელი მცდელობებიც ნუ დაგვავიწყდება. ფრანჩაიზმა ჯერჯერობით თავისი საქმე გააკეთა რაც ნაკრების თამაშის დონეზე აისახა - მადლობა ყველა ბორჯღალოსანს (მწვრთნელები + ბიჭები + ფედერაცია). ძალიან კარგია რომ ფედერაცია სწორედ აფასებს ფრანჩაიზის მნიშვნელობას და ცდილობენ უფრო ძლიერი ტურნირის მოძიებას.
რამაზ
14:26 16-12-2022
1
როდესაც ხალხი არ დადის, პრობლემა თავში უნდა ეძებოთ. ეს აქსიომაა და ყველა სპორტში ასეა. მოტივაცია ჭირდება მოთამაშესაც და მაყურებელსაც. არა აქვს მნიშვნელობა, ყველას უგებ თუ ყველა გიგებს, ორივე უინტერესოა. ამიტომაა რაგბი ევროპაც უინტერესო დიდი ხანია. გარდა ამისა, არც რეკლამა უვარგა ფედერაციას და პიარი- ნული. საერთოდ არ ხდება თქვენგან გულშემატკივართან კომინიკაცია. მაშით უნდა ამოგაძროთ კაცმა პირიდან ინფორმაცია. ეგრე სად არის? დამტავრდა სამოყვარულო რაგბის ეპოქა დიდი ხანია. ახლა არ გამოდის " განსაკუტრებულობა". უნდა გველაპარაკებოდეთ, გვიხსნიდეთ. მაგალითად, რატომ არ გამოიძახეთ ესა ტუ ის ვარსკვლალი. თუ ის ტავად ამბობს უარს, ეგეც უნდა ითქვას და არც ის არის გასალანძღი. პროფესიულ ურთიერთობებს ასევე უნდა მივუდგეთ. ბოდისი, მაგრამ ტურნირზე, რომელიც საერთოდ არ შუქდება( ტოტალიზატორშიც კი არ არის, სადაც ყველაფერია) ნუ გვთხოვთ სიარულს, თანაც ავჭალაში. ერთი წესიეტი სტადიონის აშენება შეიძლება ქალაქში. ახლა კიდევ ლაყინური ამერიკის თასში ჩართვას რა პლუსი აქვს, იქნებ ვინმემ დეტალურად აგვიხსნას? რატომ არ ხერხდება თუნდაც ჩელენჯში ცართვა, რომელიც დიდ ქვეყნებს თიტქმის საერთოდ არ აინტერრსებთ და მეორე შემადგენლობით თამაშობებ? შეუტანა ვონმემ კარგი პროექტი ბიძინას და უარი თქვა დაფინანსებაზე? ეწვი მეპარება
რეზო
23:57 15-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული