სუპერთასი | წინასაფინალო პრესკონფერენცია - საკუთარ მოედანზე თამაშის ეშხი

AutoSharing Option
"საკუთარ მოედანზე თამაშის მთელი ეშხი სწორედ ისაა, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი მოდის. ეს გაძლევს ენერგიას, ხალისს, მოტივაციას, ატმოსფეროს ქმნის… მოედანზე რომ გადიხარ, მზად ხარ თავი გაწირო და როდესაც ხედავ ხალხი არ მოდის, საწყენია", - განაცხადა რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "შავი ლომის" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

"შავი ლომი" მაისში, პორტუგალიაში მოპოვებულ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, "ავჭალაზე" დაიცავს. მისი მეტოქე ისრაელის "თელავ-ივ ჰითი" იქნება, თამაში კი 16 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ "ჰითი" ერთადერთი გუნდია, რომელთანაც წელს "შავ ლომს" არ მოუგია.

"შარშანდელ და წლევანდელ "ჰითს" შორის განსხვავება ცა და დედამიწაა. მათ დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც ფაქტობრივად ბარბაროსებს წარმოადგენს. გუნდი ფიჯელი და სამხრეთაფრიკელი, მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის არიან ფიჯელი ოლიმპიური ჩემპიონები. დაძაბული, ურთულესი მატჩი გველოდება და იმედია ამოცანას წარმატებით გავართმევთ თავს", - აღნიშნა შარიქაძემ.

Sportall.Ge

ტრავმების გამო "შავ ლომს" ფინალურ შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე დააკლდება, თუმცა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული:

"მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, ვთვლი, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებული. ეს იმის შედეგია, რომ გუნდი მთელი წლის განმავლობაში ერთად ვარჯიშობს და მეორე და მესამე ნომრები პირველებს ბევრად აღარ ჩამოუვარდებიან. ფინალი განსაკუთრებული თამაშია. მას ის გუნდი მოიგებს, რომელიც ერთის მხრივ მეტ ენერგიას და ემოციას დადებს მოედანზე და მეორეს მხრივ, ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. ჩვენის მხრივ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ტიტული დავიცვათ".

Sportall.Ge

ფინალში თამაშით ბედნიერია "ჰითის" მთავარი მწვრთნელი კევინ მუსიკანტი:

"ფანტასტიური შეგრძნებაა, რადგან მოვიგებთ თუ წავაგებთ, საფინალო სასტვენის ბოლომდე ტურნირში დავრჩებით. ჩვენ მრავლად გვყავს გამოცდილი მოთამაშეები და მწვრთნელები, რომელთაც ფინალში უთამაშიათ და იქ გამარჯვებაც მოუპოვებიათ. მეც მაქვს მოგებული და წაგებული რამდენიმე ფინალი. ასეთ შეხვედრებს ის გუნდი იგებს, რომელიც წნეხს უკეთ უმკლავდება.

წნეხი ორივე მონაწილეს თანაბრად ექნება. "შავი ლომი" წარმატებული გუნდია, რომლის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ბირთვს წარმოადგენს და რომლებმაც წელს იტალია და უელსი დაამარცხეს, მანამდე კი სუპერთასი მოიგეს. გასულ სეზონში მათთან ორივე თამაში დავთმეთ, თუმცა ბევრი რამ ვისწავლეთ და არ გაგვიმართლა წლევანდელი ტურნირის პირველ მატჩში რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა განმეორებით შეხვედრაში "შავი ლომი" პირველად დავამარცხეთ.

ფინალში ყველა გუნდი თანაბარ სიტუაციაშია, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ რას გვიმზადებს სარაგბო ღმერთი. დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს".

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
"დავამარცხებთ" და არა "დაამარცხებთ". "მოგვიგოს" და არა "მოგიგოთ".
სოსოს და 123-ს
12:15 17-12-2022
0
შარშან მომზადებული არ იყვნენ ტურნირისთვის, იოლად იმიტომ დავამარცხეთ!
....
05:27 17-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული