"შავმა ლომმა" "ჰითს" სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის სუპერთასი

AutoSharing Option
რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალში „შავმა ლომმა“ „ავჭალაზე“ „თელავ-ივ ჰითი“ 29:17 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

დებიუტში ქართული ფრენჩაიზი საჯარიმოთი მატკავამ დააწინაურა, ამას ჩვენი გუნდის შეტევა და საჯარიმო ლელო მოჰყვა. შემდეგ აფციაურის წამოწყებული იერიში თაფლაძემ დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 15:0 გახდა. „ჰითმა“ ჩვენს ნახევარზე მხოლოდ მე-15 წუთზე მოახერხა გადასვლა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. „შავი ლომი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით შერკინებაში სჯაბნიდა მეტოქეს, ხანგრძლივი შეტევა ხმალაძემ ლელოთი დაასრულა, მატკავამ მახვილი კუთხიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 22:3
დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისაშვილის გუნდმა მატკავას ძალისხმევით ანგარიში გაზარდა, თუმცა აქედან მოყოლებული არეულ თამაშში მოწინააღმდეგე გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა12 ქულამდე შეამცირა. 72-ე წუთზე აქუბარდია გაასინბინეს, თუმცა "შავმა ლომმა" მშვიდად შეძლო მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ფინალი
17 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) 29:17 (22:3)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

4 ლელო: საჯარიმო, თაფლაძე, ხმალაძე, მატკავა

2 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ვულოცავ წარმატებას ქართულ რაგბს.კითხვა მაქვს,რადგანაც კარგად ვერ ვერკვევი საკლუბო რაგბში.ეს ტურნირი რა დონისაა? მაგალითად როგორც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა პიტველია,შემდეგ ევროპა ლიგა და კონფერენსიის ლიგა.რანგით რომელია რაგბის სუპერთასი?
qomagi
18 დეკემბერი 2022 11:02
0
ეს ტურნირი არის დაახლოებით ინტერტოტოს თასის დონის ალბათ,(ადრე იყო ასეთი ტურნირი ევროთასებზე ფეხბურთში)იქ გამარჯვებული უეფას თასზე გადიოდა,აქ კი უბრალოდ გამარჯვებულია....წარმატებები ქართულ რაგბს....
დავითი
19 დეკემბერი 2022 19:47
0
კონფერენს ლიგაზე უფრო დაბლა, რო წარმოიდგინო მოწინავე ჩემპიონატის კლუბები არ მონაწილეობდნენ ისეთი კონფერენს ლიგაა
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:38
2
გენაცვალეთ ბიჭებო მადლობა თავდადებისთვის. გილოცავთ და გვეამაყებით მთელს საქართველოს.
გიორგი
18 დეკემბერი 2022 08:46
0
ჯიგარო რამდენი ხანია ემიგრანტი ხარ? მეც არვარ ბებერი მაგრამ ვარ აქ და ვმუშაობ,საქურდლად და საჩხერაოდ წასვლას აქ ყოფნა ჯობს,თუ ზარმაცი არ ხარ ყველგან იმუსავებ და რაც მაქაა იმის ერთი მესამედი იყოს და სამშობლოში ვიყო ნაღდად მირცევნია
კახაბერს
18 დეკემბერი 2022 02:25
1
ვინც არ მოვიდა, ერთი ლამაზი დღე და სიხარული გამოტოვა.
Რაგბის ფანი
17 დეკემბერი 2022 23:43
0


თქვენ გენაცვალეთ ბიჭები- ლომები, ზოგადად სპორტსმენებო,გაიხარეთ ქართული სპორტული სამყარო-ვ... ემიგრანტები მასიურად გიყურებთ,თქვენით ვამაყობთ,როცა ვმუშაიბთ, მაშინაც ჩართული გვაქვს ინტერმეტი და გიყურებთ... მაგრად გგომაქობთ(!).

ეე,სამწუხაროთ ჯერ კიდევ როდის ვწერდი- მაყურებელი კი არა-ზოგად ახალგაზდობა ვერ გაჩერდება საქართველოში(?!),უსამართლობა, მით უპერსპექტივობა,მით აუტანელი ყოფით- დეპრრსიული განწყობა იქმნება, რასაც მოყვება კატასტროფული ემიგრაცია,უკვე ახალგაზრდობა-ც მასიურად ტოვებს საქართველოს და...
-თუ პოლიტიკური ცვლილებები არ დადგა-
ემიგრაცია კიდევ უფრო მასშტაბების შეიქმნება, თან ამ დროს ,,ჩანაცვლების,, პროცესიც რომ მიყავთ- უკვე 300 000 ღრუსი ჩამოასალეს და რეგბის,ზოგადად სპორტული ღონისძიებების საყურებლათ- ურუსი მოვა და გულშსტკივრობას დაიწყებს(?!),თუ როგორ (?!)
კახაბერი
17 დეკემბერი 2022 22:42
15
შენ ვივა- მედის პალატიდან წერ,მგონი!((((
კახაბერ-ს
18 დეკემბერი 2022 06:43
3
როგორი პოლიტიკური ცვლილებები გსურს, გაგვანათლე.
ვინც არ არის კახაბერი
18 დეკემბერი 2022 01:00
3
დარწმუნებული ვიყავი,რომ ზედიზედ სამჯერ,შავ ლომს ვერც ერთი ამ ტურნირში მოთამაშე კლუბი ვერ წაართმევდა მოგებას და ასეც მოხდა.ბიჭებს ვულოცავ ზედიზედ მეორე გამარჯვებას,თუმცა მეორე ტაიმში მოდუნებას და კუნძულელი მორაგბეებისათვის არეულ თამაშში აყოლას,მაინც ვერ მოვუწონებ.იყო შანსი,კიდევ უფრო გართულებულიყო მდგომარეობა.სირცხვილია ასეთ თამაშში,თბილისმა ასე პატარა სტადიონი ვერ გაავსოს.იმ ჭიჭიკიასი არ იყოს,აღარ გამოჩნდა თქვენი მოსაწონი გუნდი?
სოსო
17 დეკემბერი 2022 22:35
0
თბილისი უბრალოდ არ იმსახურებს არც შავ ლომს, არც ნაკრებს. 4500 კაცი რო არ იკრიბება ნაკრების ბიჭების სანახქვად სირცხვილიც აღარაა უკვე. გაიტანეთ რაგბი რეგიონებში!!!
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:08
0
იტალიის საფრანგეთის და ბრიტანულუ კლუბები რომ ჩამოვა მერე მივა ნეიტრალური, არასარაგბო ქვეყნის კლუბები დიდი საინტერესო არაა ბევრისთვის
???
17 დეკემბერი 2022 22:02
1
უელსმა მათი მასშტაბებით მეორეხარისხოვან საქართველოსთან 90 პროცენტით გაავსო პრინციპალითი. 70000 მაყურებელს იტევს ის. ვინმეს თუ ჰგონია საქართველოს სანახავად, ძალიან ცდებით. სტადიონზე სხვების გრანდების საყურებლად კი არა საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ დადიან!!! ასე რომ უბრალოდ ვთქვათ თბილისს სპორტი არ უყვარს. წყალბურთში სულ გრანდები ჩამოდიან დინამოსთან სათამაშოდ და 2000 მაყურებელი არ მიდის, ნეტა იქ ვისი ბრალია?
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:13
0
არეული კი არა, მეორე ტაიმში ისინი დომინირებენ. შეცდომები დაუშვეს, თორემ გვარიანი ნერვიულობა მოგვიწევდა. ეს უდისციპლინობა ნაკრებზეც აისახება
: )))))))
17 დეკემბერი 2022 21:50
3
ასეთ თამაშზე კი არა, ჩემპიონთა თასის მატჩებზეა ნულოვანი დასწრება!!! რეფორმებია საჭირო ყველგან, ევროტურნირებზეც და აქაც. ეს რა ტურნირია საერთოდ? რა ნამუსით ითხოვთ ამ ტურნირზე დასწრებას, თან ავჭალაში? ახლა კიდევ ახალი გაუგებრობა სადღაც ლათინურ ამერიკაში.
რეზო
17 დეკემბერი 2022 21:49
6
ეს ავჭალა რო აგიჩემებიათ, ევროპაში სტადიონები გინახავთ სადაა? ალიანც არენა მეტროს გაჩერებიდან 20 წუთის სავალზეა ისე როგორხ ავჭალა. ფრანკფურტის სტადიონი საერთოდ ტყეშია, მეტრო არა და შიდა მატარებელი და კიდევ ფეხით 30 წუთი სჭირდება მისვლას. ასეთი მიუდგომელია ავჭალის სტადიონი? ხალხი სოფლებიდან დადის თამაშის სანახავად
თორნიკე
18 დეკემბერი 2022 11:21
0
მე ვიყავი, ძალიან კარგი იყო, მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს!!
Zviads
17 დეკემბერი 2022 21:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული