"შავი ლომი"-"ჰითი" 29:17 - მატჩისშემდგომი კომენტარები

AutoSharing Option
ევროპის სუპერთასის ფინალში "შავმა ლომმა" "თელავ-ივ ჰითი" 29:17 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ Rugby.ge-სთან კომენტარი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა კევინ მუსიკანტმა და ქართული ფრენჩაიზის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთეს.

კევინ მუსიკანტი: "პირველ ტაიმში თამაში არ წაგვივიდა. შესვენების შემდეგ დაბრუნება მოვახერხეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო ამ სეზონში".

მერაბ შარიქაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმი დიდი სხვაობით მოვიგეთ და მართალია მეორე ტაიმში მეტოქე თამაშში დაბრუნდა, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ".

ლევან მაისაშვილი: "პირველი ტაიმი კარგად
ჩავატარეთ და მეორეც კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე რატომღაც მოვეშვით და მეტოქეს სხვაობის შემცირების შესაძლებლობა მივეცით. ეს "ჰითის" დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო ფინალი გამოვიდა. ვულოცავ ჩემს გუნდს და მთელს ქვეყანას ამ გამარჯვებას“

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი მწრთვნელი, კარგი დაგეგმილი და დონე შესრულება. ჯამრთელობას, იღბალს და წარმატებას გისურვებთ ქომაგებთან ერთად!
ქომაგი
22:51 17-12-2022
4
მსაჯს შეეშალა, მოდი ვაღიაროთ რომ წითელი ბარათით გასაგდები იყო ჩვენი მოთამაშე.
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული