ნაახალწლევს რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი7 ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია.
ევროპული თამაშები 2015 წლიდან იმართება და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მესამე თამაშებს პოლონეთი, კრაკოვი მასპინძლობს და მასში ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება.
წლევანდელი ევროპული თამაშები რაგბისთვის სადებიუტოა. მასში 12 კაცთა და ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის შედეგების მიხედვით შეირჩნენ და ოქროსმედალოსნები, როგორც კაცთა, ასევე
კაცთა ტურნირში საქართველოს 7-კაცასთან ერთად ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
ქალთა ტურნირში ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, შვედეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ.
კრაკოვი ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისამდე მასპინძლობს, 7-კაცა რაგბის თამაშები კი 25-27 ივლისს გაიმართება.
Rugby.ge