"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
როდესაც მთელ ცხოვრებას უძღვნი საყვარელ საქმეს და მის გარეშე რჩები, ასე ხშირად ხდება. რაგბისტებისგან განსხვავებით სხვა სპორტის წარმომადგენლებისთვის (სადაც ფულია) უფრო ადვილია. ანებებ თავს მილიონერი და ბევრ რამეზე შეგიძლია გადაერთო. ანტონის დონის რაგბისტი კი გამოდის, რომ ხელფასზე იყო და რჩება საერთოდ ისე. ეს დაახლოებით ის დონეა, ფეხბურთში რეალში ან ბარსელონაში რომ გქონდეს ნათამაშები და პრიმერა მოგებული. ამ კალიბრისაა ანტონი და მისი კასტრი და ტოპ 14. ადვილია რჩევების მოცემა, როდესაც შენ არ გჭირს და არ გიჭის. ანტონ, დეპრესია მძიმე დაავადებაა და მკურნალობა შჭირდება. აუცილებლად მიმართე ექიმს. მიზეზები ამის გარადც უამრავი შეიძლებაიყოს. რაღაც პერიოდი მედიკამენტების მიღებაც მოგიწევს, მაგრამ არც ეგაა ტრაგედია. მე გავიარე ეს გზა და მაგიტომ ვაძლევ თავს უფლებას ეს გითხრა. არ გიცნობ, ძმაო, მაგრამ მეც იგივე განცდა მეუფლება, რაც შენ ალო ემილეზე. გეხუტები და მესმის შენი ტკვილის. ღმერთი არ მიგატოვებს, ყველა ტკვილი კი გაივლის. ხვალ უკეთესი დღე გათენდება და იცოდე, რომ ხალხს უყვარხარ, არ ავიწყდები და სულ მადლიერია შენი. ჩვენც გვჭირრდები, ძმაო! გარდა იმისა, რომ, პირველ რიგში შენ ოჯახს ჭირდები! გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება!
ზურა
18 იანვარი 2023 00:04
0
ანტონ,
ეგეთი რამე არ თქვა მეორედ! შენ ეხლა უბრალოდ რთული პერიოდი გაქვს, ყველაფერს დაძლევ, და ძალინ მალე ყველაფერი იქნება ძალიან, ძალიამ კარგად! არ დანებდე!
ვახო
17 იანვარი 2023 23:43
0
ანტონ მე მესმის შენი, მე არ ვიყავი პროფესიონალი სპორცმენი, მაგრამ მე რაც ჩემს სამსახურს თავი დავანებე მეც იგივე ფიქრები მაქვს თავს არ ვიქებ მაგრამ როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხარ შემდეგ ძნელია სხვაგან ყოფნა. გამძლეობა და ერთ რამეზე იფიქრე ყველაფერი დროებითია და ადრე თუ გვიან სამწუხაროდ კარგსაც აქვს დასასრული.
juve
17 იანვარი 2023 22:41
1
Chemo dzmao meti fizikuri aqtivoba, bunebastan siaxlove, axali saqme gamoichine rac gdiamovnebs da saghamoobit mxolod indika. Warmatebebi
Ttt
17 იანვარი 2023 22:28
1
იცით რა გითხრათ ანტონ ადამიანი ყოველთვის ერთ სიმაღლეზე ვერ იქნება-უნდა შეეგუოთ ამას,ამაში არაფერია დასაძრახი,ეს ერთგვარ პენსიაზე გასვლას გავს-ჩემს კოლეგებს ვურჩევ თავი შეამზადონ ამისთვის,რომ არ ჩავარდნენ დეპრესიაში-მოვამზადე გული ჩემი და არა შემეშინდა
სენაკელი
17 იანვარი 2023 21:49
2
ექიმთან მიდი, ანტიდეპრესანტებს დავინიშნავენ და დამშვიდდები
@
17 იანვარი 2023 21:06
6
ექიმი არ ვარ, მაგრამ კუნთების მუშაობის დროს ჰორმონი გამოიყოფა, რომელსაც აქტიური სპორტსმენი უხვად გამოყოფს , ეს ჰორმონი სიმშვიდისაა, ფსიქოთერაპევტები ნევროზიანებს კუნთების ვარჯიშით გამოაყოფინებენ მაგ ჰორმონ, სითბოს ღვრის სხეულში და ის სითბო მკვეთრად აუმჯობესებს ნევროზიანის ემოციურ მდგომარეობას, რადგან აფართოვებს კაპილარებამდე სისხლძარღვებს, რომელიც ვიწროვდება სიბრაზის, შფოთვის, წუხილის, გაურკვეველი შიშის, გაურკვეველი მომავლის შიში, სინდისის ქეჯნა ვთქვავათ სულაც წარსულში დაშვებულ ცხოვრებისეულ, თუნდაც თამაშის დროს დაშვებულ შცდომას, დამნაშავეობის შეგრძნებას, როცა აღარ თამაშობს და მწვრთნელობაზე გადადის ეს ჰორმონი იმდენი აღარ გამოიყოფა და ემოციური ფონი იცვლება, მას ის ჰორმონი არეგულირებდა, რაღაცით ჩანაცვლდეს უნდა , არავითარი მედიკამენტი, არც ალკოჰოლი , ძილი, ჯანსაღი ღრმა ძილი , აუტოტრენინგი-ანუ თვითდარწმუნება , ფიზიკური აქტიურობა, ოღონდ რაგბი კი არა, ტყესა და მთაში სეირნობა, ბუნება, წყლის პროცედურა და "მე ბებია ილიკო და ილარიონი" , საუკეთესო წიგნი თერაპევტია !
ალექს
17 იანვარი 2023 21:04
0
არც არსოდეს მიმაჩნდა რაგბი სპორტად, ამდენი ჯაჯგუნის მერე გალაყდება ტვინი მა რა იქნება,
ეეე
17 იანვარი 2023 20:49
40
ანტონ, პირველ რიგში გილოცავ შობა ახალ წელს და უპირველეს ყოვლისა გისურვებ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას! პირველ რიგში მინდა გითხრა რომ შენს უკან გულშემატკივრების უზარმაზარი არმია დგას რომლებსაც გვჯერა რომ ღმერთის შემწეობით და ერთიანი ძალისხმევით მოვერევით ამ პრობლემას. როგორც კი შენი წერილი წავიკითხე იმ წუთას გამახსენდა ამერიკელი(წარმოშობით ნიგერიელი) ექიმი ბენეტ იფეაკანდუ ომალუ(Bennet Ifeakandu Omalu), სასამართლო პათოლოგი და ნეიროპათოლოგი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა და გამოაქვეყნა დასკვნები ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის (CTE) შესახებ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებში.ამაზე სხვათაშორის ფილმიც გადაიღო ჰოლივუდმა 2015 წელს Concussion (ტვინის შერყევა) ასე ქვია ფილმს(უილ სმიტი თამაშობს მთავარ როლს). იქნებ მოვახერხოთ ერთად და როგორმე ხმა მივაწვდინოთ ამ ექიმს როგორც ვიცი ახლა კალიფორნიის შტატში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ გისურვებ ჯანმრთელობას.
გულშემატკივარი
17 იანვარი 2023 20:46
0
ვფიქრობ 3 რამე გჭირდება ერთდროულად პირველი იარე ტაძარში და ეზიარე ხოლმე და მეორე კარგი ნევროლოგი შეარჩიე და გაესაუბრე, სავარაუდოდ დაგინიშნავს მედიკამენტურ მკურნალობასაც, დეპრესია ჩვეულებრივი დაავადებაა რომელსაც პროფესიონალური მკურნალობა სჭირდება და განკურნებადია ნამდვილად უბრალოდ თვითმკურნალობა ანტიდეპრესანტებით დაუშვებელია თორემ უარეს შედეგს მიიღებთ, უარეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი მინახავს საწოლიდან რომ არ დგებოდნენ თვეობით მაგრამ დღეს ხალისიანი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ, და მესამე დაკავდი იმ საქმიანობით რაგბი იქნება თუ სხვა რამე რაც გსიამოვნებს და გიხარია, სამივე აუცილებელია დეპრესიის შემთხვევაში, პირველი ორი განსაკუთრებით
მერაბი
17 იანვარი 2023 20:35
2

სიახლეები პოპულარული