"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ანტონ გვიყვარხარ ძმაო! ყველაფერი კარგად იქნება. უფალი შეგეწიოს!
a a
17 იანვარი 2023 17:56
0
Sabudarashi cadi gagivlis
Lasha
17 იანვარი 2023 17:49
7
ანტონ მე რაგბის გულშემატკივარი ვარ უფრო სწორად ქართული რაგბის რადგან ეს სპორტი ქართული რაგბით გავიცანი და უკვე 22 წელია რაც ვრჩები მის რიგით გულშემატკივრად. ძალიან ბევრი სიხარული და სიამაყე განმიცდია ქართველი რაგბისტების გამო და ეს სპორტი ჩემთვის მარტო სპორტად არასდროს დარჩება. თქვენ ძალიან დიდი ძალას გვაძლევთ ყიველდღიურ ცხოვრებაში თქვენი წარმატებები ჩვენზეც გადმოდის. ძალიან დიდი საქმეს აკეთებთ და შეიძლება ბოლომდე ვერ აცნობიერებდეთ ამას. ანტონ თქვენ თქვენი მოღვაწეობით დამარცხებულ საქართველოს გამარჯვებულის სული შთაბერეთ. დიდი მადლობა ამისათვის. თქვენ თქვენი კაცობით და ვაჟკაცობით კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეგიძლიათ. მომავალ თაობებს და არამარტო სარაგბო თემს თქვენი გამოცდილება და დარიგება და გამარჯვებულის მენტალიტეტი სჭირდება. ძლიერად იყავი ვაჟკაცო კაცო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი რომ თითქოს ჩიხში ხარ, მაგრამ გამოსავალი ყიველთვის არის და ის სიცოცხლეშია, სიყვარულშია, რწმენასა და ოჯახშია. ჩემთვის ყველა ქართველი რაგბისტი გამარჯვებულ და წარმატებულ ადამიანთან ასოცირდება რომლებიც არ მარცხდებიან. არც შენ არ უნდა დამარცხდე ანტონ პირველ რიგში შენი ოჯახის მეგობრებისა და მერე ჩემნაირი გულშემატკივრისათვის.
იბერია
17 იანვარი 2023 17:06
0
უნდა იაქტიუროს, იმუშაოს, ან მწვრთნელის ლიცენზია აიღოს, ან რაღაცა ქნას. ახალგაზრდა კაცია. რას წუწუნებს.
ვაჟა
17 იანვარი 2023 16:59
13
დარეკე დაგეხმარებით 595362900 კრიზისული ინტერვენციის სამსახური
ვახტანგი
17 იანვარი 2023 16:44
0
დარეკე დაგეხმარებით 595362900 კრიზისული ინტერვენციის სამსახური
ვახტანგი
17 იანვარი 2023 16:42
0
სარაგბო საძმო გვერდში უნდა დაუდგეს. არ მიატოვო. ეს ხდება ამერიკულ ფეხბურთშიც ბოქსშიც და გამოწვეულია ზედმეტი ტვინის შერყევებით რასაც რაგბში ხშირად ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგმა არც იცის რამდენი ტვინის შერყევა ჰქონდათ რადგან პირველ ხაზში განსაკუთრებით ბევრჯერი შეჯახებებია. არც ლაპარაკობენ საფრანგეთში და ინგლისში და საერთოდ დიდ ლიგებში რამდენ სტეროიდებს ხმარობენ, რაც ასევე იწვევს შეწყვეტის შემდგომ ფსიქიკური ბალანსის დარღვევას. იმედია ანტონს აღმოუჩნდება გვერდში მდგომნი ფედერაციიდან აქაც და საფრანგეთშიც.
NB
17 იანვარი 2023 16:23
1
ვაჟკაცი ბიჭი ხარ ანტონ, მე ყოველთვის მახსოვს შენი თავგანწირული თამაში როგორც ნაკრებში ასევე კლუბში. დეპრესას რაც შეეხება მაგრად შველის ეკლესია, მადლობა ღმერთს ქართველებს გვაქვს საშუალება მივიდეთ ტაძარში და ნელ ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება!
გულშემატკივარი
17 იანვარი 2023 16:13
0
ანტონ გვიყვარხარ, ბევრი ოცნებობს იმაზე რაც შენ შეძელი. ეგეთი ხმა ყველა ასამიანს ჩაესმის არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. კარიერის დასასრული ახალი შესაძლებლობაა რომელიც უნდა გამოიყენო
123
17 იანვარი 2023 15:50
0
აუცილებლად, არ გაჩერდე ეძებე გზები!!!! გაჩერება ნიშნავს რომ აღარ გააკეტებ იმას რაც შენთვის კარგია!!!! მიდი ფსიქოლოგთან!!! მერე თუ საჭიროა ფსიქიატრთან!!! როგროც კი მოიხოდები იმოგზაურე, საქმე დაიწყე ფიზიკური რამე !! რომელიც მოგწონს გასაგებია??? იმიტომ რომ ასეთი დატვირთული ორგანიზმი ვერ უძლბეს გაჩრებას, თან რასაც აკეთებდი ის გაძლიერებდა უფრო და გაჩერდი!!! გაიხსენე მარადონა და შეგეშინდეს!! მას დამერთა იგივე არ მიმრთ ექიმს , მარტივი გზა აირჩია!! ამიტომ მიმართე ექიმს!! ფსიქოლოგი და ფსიქიათრი დროზე!!! დაგვიანება არ უყვარს!!!!ჩაერთეს საქმეში!! ვისაც შეგიძლიათ დაეხამრეთ!!! საქმით !!!! დააკავეთ!!!! სადაც ტავს საჭიროდ იგრძნობს!!!!!
---------------
17 იანვარი 2023 15:13
0

სიახლეები პოპულარული