დიდი 10 | ხვამლი 37:28 არესი

AutoSharing Option
თბილისის "ხვამლმა" მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის "არესს" 37:28 სძლია და საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა.

მუხიანელებს 30 ქულა აქვთ, მე-8 ადგილზე არიან და 5 ქულა აშორებთ მეექვსეზე მყოფ "ბათუმთან", ხოლო "არესს" 36 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა. გარდა ამისა, "ხვამლი" 4 ქულით უსწრებს "აკადემიას", რომელიც გადათამაშების ზონაში, მე-9 ადგილზეა.

„ხვამლი არენაზე“ თამაში მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და 23 წუთში ზურა ქობელაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა. "არესმა" საპასუხოდ მეტოქის 22-ში მოლი ააგორა, რომელმაც დიდი მანძილი დაფარა და ნიკა ძნელაძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, გიორგი
თევდორაძემ კი გარდასახვით სტუმრები 25-ე წუთზე დააწინაურა.

ქობელაშვილს მორიგი ჯარიმის გასატანად სულ 3 წუთი დასჭირდა, ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. 30-ე წუთზე ლაშა კაკაურიძისა და საბა კურტანიძის კარგი გარღვევების შემდეგ, წითელ ზონაში ბურთი ხაზზე გავიდა და საბა კურტანიძემ ლელო ძელებშუა გაიტანა, შესვენების წინ კი ნიკო აფციაურმა ცენტრის სიახლოვეს, მარცხენა ფრთაზე გაჭრა ხაზი და 22-ის სიღმეში შევიდა, რაქიდან გამოსული ბურთი ზურა ლუტიძეს მიუვიდა და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მექულე ქობელაშვილმა ორივე გარდასახა – 23:7.

Sportall.Ge

მეორე ტაიმიც მუხიანელთა შეტევებით დაიწყო. 44-ე წუთზე მოლს კურტანიძე მოწყდა და ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, თუმცა სამი ფაზის შემდეგ მან ძალისმიერი ლელო ძელებშუა შეიტანა და ქობელაშვილმა გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. "არესმა" მალე გიგა კობახიძის ძალისმიერი ლელოთი უპასუხა, 64-ე წუთზე კი მოლის შემდეგ დუბლი შეასრულა და თევდორაძემ ორივე გარდასახა, რითაც ჩამორჩენა 9 ქულამდე დავიდა.

"ხვამლმა" გარდატეხის შეტანა ცენტრიდან, ჯარიმით სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 70-ე წუთზე კარგად იბურთავა და მარცხენა ფრთაზე თავისი მესამე ლელო გუნდის კაპიტანმა კურტანიძემ მიითვალა, ხოლო ქობელაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. შეხვედრა რომ განახლდა, "ხვამლი" მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ყვითელი ბარათი ქობელაშვილმა მიიღო. "არესმა" რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლა, ირაკლი თევზაძემ ლელო გაიტანა და თევდორაძემ გარდასახა, თუმცა სტუმრებმა დარჩენილ დროში ქულის აღება ვეღარ შეძლეს და "ხვამლმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 37:28.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კვაბზირიძე გახდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული