32 წლის მორაგბე 2010-2022 წლებში ტოპ 14-ის "მონპელიეში" თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა ტრავმებმა მისი კარიერა შეაფერხა. სექტემბერში მან კოჭსა და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი პირველ პროფესიულ ქართულ ფრენჩაიზს შეუერთდა.
„საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ვუბრუნდები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც "შავ ლომში" თამაშის შესაძლებლობა მომცა. სარეაბილიტაციო პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. საკუთარი ფორმით კმაყოფილი ვარ და მაქვს იმედი, რომ
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპიც წარმატებით ჩაივლის და მალე შევძლებ გუნდთან ერთად თამაშს“ – ამბობს ნარიაშვილი, რომლის ანგარიშზე 71 სანაკრებო კეპი და ორი ლელოა.