"შავი ლომმა" სამხრეთამერიკული ტურნე შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩში "შავმა ლომმა" სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, არგენტინულ "დოგოს XV-ს" 75:19  სძლია.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 56:0 მოიგო.

შემდეგ შეხვედრას "შავი ლომი" ურუგვაის დედაქალაქში 14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს "სელკნემთან" გამართავს.

მონტევიდეო. "ჩარუა"
შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა) 75:19

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე,
3. ნიკა პატარაია, 4. თორნიკე აქუბარდია, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიგა ჯულუხაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. დემე თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. სოსო მათიაშვილი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
დიდებული ბიჭები. გავანადგურეთ არგენტინის საუკეთესო კლუბი. თან ექვსი ერში არ გვიღებს, ეს დამპალი ევროპა.(ვინ უნდა აგოს პასუხი ამ უაზრო ხარჯზე რაც ჩვენი გუნდის ვიზიტის გამო გავიღეთ, ამ უსუსტეს გუნდთან თამაშით).
დინს
10 აპრილი 2023 00:21
2
შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, საერთოდ არ უნდა გასულიყვნენ სათამაშოდ.
შეურაცხყოფა იყო რაც არგენტინელებმა იკადრეს.
ბავშვები ათამაშეს.
პ.ს. დროის და ფულის კარგვაა ეს ტურნირი.
დრო ჯანდაბას, ისედაც ვფანტავთ ყველაფერში და ყველა მიმართულეით, მარა რაგბის სად აქვს წყალში საყრელი ფული?
ვაცლავ ჰაველი
09 აპრილი 2023 13:21
0
ტრანსლაცია იყო რაგბი ტვ-ზე.
სოსოს
09 აპრილი 2023 11:10
0
გმადლობ,მეგობარო!ტრანსლაციის თხოვნით,ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამოვედი შავი ლომის შესახებ საინფორმაციო სტატიებში. უკვე მატჩის შემდეგ,ჩემს ერთ ასეთ პოსტზე,ვიღაცის დისლაიქი ვნახე.მივხვდი,ეტყობა იყო მეთქი რეპორტაჟი და ჩანაწერიც წუხელვე ვნახე.საწყენი ის არის,რომ დალოცვილო,ვინც ის დისლაიქი გამომიგზავნე,რომ მოგეწერა,რეპორტაჟიაო,ხომ მისიც ისეთივე მადლიერი დავრჩებოდი,როგორიც ახლა შენს მიმართ ვარ?გულისხმიერება იყო მხოლოდ საჭირო,მან კი,ბრაზი შემომანთხია!
წუხელ,8-9 აპრილის ღამე იყო!ღამე,რომელმაც 1989 წელს,მთელი საქართველო გააერთიანა,როდესაც ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით.ღამე,რომელმაც მთელი საქართველო,სულიერად გაათავისუფლა საბჭოთა კავშირისაგან.დღეს კი,თითქოს უკვალოდ არის გამქრალი,ეს ყველაფერი.დაგვყვეს,დაგვაცალკევეს,ერთმანეთი შეგვაძულეს და სხვაზე დამოკიდებული გაგვხადეს.მხოლოდ ერთად ყოფნა,ერთმანეთის სიყვარული და გაფრთხილება გადაგვარჩენს და გადაგვირჩენს სამშობლოს,ყველა მხრიდან შემოხვეული, ვითომ მოყვარეების ძალადობისაგან.
ჩვენ ბიჭებს ყოჩაღ!თუმცა თუ ყველა ასე გვეთამაშა,ტყუილად გადაყრილი ყოფილა ფული და ვერც ბიჭები მიიღებენ საჭირო გამოცდილებას.იმედი ვიქონიოთ,რომ სხვა მეტოქეები,უფრო სერიოზულად შეაფასებენ ამ თამაშების მნიშვნელობას და კარგ სპარინგს გაგვიწევენ.
ბზობის დღესასწაულს გილოცავთ,ჩემო ძვირფასებო!
სოსო
09 აპრილი 2023 15:00
2
პირდაპირი ტრანსილაცია იყო რაგბიტივიზე და საკმაოდ კარგი ხარისხით. ვიდეორეფერიც იყო და მსაჯობაც ობიექტური. გუნდი ტურნირში თამაშობს და ამხანაგური თამაშისთვის არ დაიხარჯა. თავიდანვე ვთქვი უკეთესი იქნებოდა ტურნირში ოფიციალურად ჩავრთულიყავით, თუნდაც გაცდენილი მატჩებში წაგება რომ ჩაგვთვლოდა, მაშინ თამაშებს სხვა დაძაბულობა ექნებოდა. იმედი მაქვს ჩილესა და ურუგვაის ფრანჩაიზები (იმდენად რამდენადაც თავიანთი ნაკრების საბაზისო გუნდებია) ჩვენთან სპარინგს პასუხისმგებლიანად მიუდგებიან. ყოველი შემთხვევაში შავმა ლომმა ბოლომდე უნდა "მიჯირყნოს" მეტოქეები თუნდაც სამომავლოდ მსოფლიო რაგბისთვის პრეტენზიის წასაყენებლად(ეს ტურნირი ხომ მათი მხარდაჭერა/რეკომენდაციითაა), ჩელენჯკაპში იქნებადა ადგილი გამოვაძებნინოთ...
რამაზ
09 აპრილი 2023 07:34
0
მადლობა რამაზ!წინა სტატიაშიც ვნახე,შენი ინფორმაცია.იმისთვისაც და ამისთვისაც მადლობას გიხდი!მე მგონი ჩვენებს ოფიციალურად მონაწილეობა სურდათ,მაგრამ რაკი არ გამოვიდა,სულ არაფერს,ისევ ეს არჩიეს.მაინც მგონია,რომ ესენი გამარჯვებისათვის იბრძვიან ტურნირზე და ჯანი,საიქაოდ შეინახეს.სხვა პრეტენდენტებმაც შეიძლება ასე გააკეთონ,მაგრამ თავმოყვარეობის საკითხიც არის და რაკი ამათი განადგურება ნახეს,უფრო სერიოზულად მოემზადებიან, ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ.არავის მოუნდება, საკუთარ მოედანზე განადგურდეს.
სოსო
11 აპრილი 2023 17:02
0
ასე არ შეიძლებ! ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ! არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაც უნდა ჩაიდოს თავიდანვე, რომ ასეთი უპატივცემლობა არ გამოიჩინონ ჩვენდამი. მეორე გუნდით თუ უნდა გვეთამაშონ და მესამეთი და ეზოს ბავშვებით, ამხელა გზაზე რისთვის ვიფრინეთ? ეს რა იყო საერთოდ? დიდი 10 ს ნებისმიერი გუნდი მოუგებდა ამათ 40=50 ქულით. იმედია შემდეგ შეხვედრებამდე დააყენებს ჩვენი ფედერაცია საკითხს, რომ ასე მასხრად აღარ აგვიგდონ. ასეთი თამაშები რაში უნდა გამოგვადგეს? ხარჯი ხარჯად კიდევ
zura
09 აპრილი 2023 01:47
0
ძალიან კარგია და ვულოცავ ბიჭებს,მაგრამ ტრანსლაცია არ ხერხდება?ისე კი,ეტყობა მეტოქეს,თავი არ მოუკლავს უკონკურსოდ მოთამაშე ლომებთან.
სოსო
09 აპრილი 2023 01:04
2

სიახლეები პოპულარული