ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"შავი ლომი" | სასარგებლო არგენტინული ვოიაჟი

"შავი ლომი" | სასარგებლო არგენტინული ვოიაჟი

"შავმა ლომმა" სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში, მონტევიდეოს გარეთ დაგეგმილი ერთადერთი მატჩი არგენტინაში, "პამპასთან" გამართა, რომელიც არგენტინის მეორე-მესამე ნაკრების ნაზავს წარმოადგენს.

ბუენოს აირესში გამართული შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. "შავი ლომი" პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ლამაზი შეტევა განახორციელა. ლამაზი, სწრაფი შეტევები მეორე ტაიმშიც იყო, თუმცა შესვენების შემდეგ მსაჯი ხშირად გვაჯარიმებდა და დიდი ხნის განმავლობაში უბურთოდ დავრჩით.

სწრაფი, მებრძოლი და შემტევი გუნდი იყო მეტოქეც და მთლიანობაში, "შავ ლომს" კარგი ტესტი გამოუვიდა. მისი მსვლელობიდან გამომდინარე, გამარჯვებას სტუმრები იმსახურებდნენ, მაგრამ რამდენიმე სალელოვე შეტევა ტექნიკური წუნის თუ უდისციპლინობის გამო გამოუყენებელი დარჩა.

მოგება თვითმიზანი რომ არ იყო, "შავმა ლომმა" ხელსაყრელი პოზიციებიდან 3 ქულის აღებას, კომბინაციებით თამაში არჩია და ხარისხიანადაც ივარჯიშა. თავის მხრივ, "პამპასს" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება სურდა და გადამწყვეტი ქულებიც კარში დარტყმებით მოიხვეჭა.

სამწუხაროდ, მატჩის დებიუტშივე დაშავდნენ და შესაცვლელი შეიქმნენ ლაშა ხმალაძე და ნიკო აფციაური, რამაც ჩვენი თამაში არია. დაზიანებები "შავი ლომის" მორაგბეებმა მერეც მიიღეს და მათი სიმძიმისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და "შავ ლომში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა "ბორჯღალოსანმა" მიხეილ ნარიაშვილმა. ტრავმის შემდეგ გუნდის ძირითადში პირველად იყო გრიგორ ქერდიყოშვილი.

ჩვენი შერკინება მეტოქისას უმეტეს შემთხვევებში ჯაბნიდა. უპირატესობა გვქონდა მოლშიც. თენგიზ პერანიძეს რაქიდან ბურთი სწრაფად გაჰქონდა და ხაზი სისწრაფეზე თამაშობდა. ლამაზი კომბინაციებით, რომელშიც ფაქტობრივად მთელი ხაზი იყო ჩართული, უპირატესობის მოპოვება ბევრჯერ მოხერხდა და ბურთით ხელში მეტოქეზე ბევრად მეტი მეტრიც მოვიგეთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში იყო ხარვეზებიც.

ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და აქ უპირატესობას "პამპასი" ფლობდა. მათ ასევე რამდენჯერმე მოახერხეს საწყისი ბურთის აღება და რაქებშიც შეგვიქმნეს პრობლემები.

მორკინალებითაც და ხაზითაც

პირველ ტაიმში "შავი ლომი" მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ის მორკინალებითა და ხაზით დაბალანსებულად თამაშობდა და სრულად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას.

ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გახსნეს. ხოაკინ ლამასმა ლელოდან 10 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ლელო გაიტანა. სტუმრებმა ტემპს უმატეს, რასაც მირიან მოდებაძის გარღვევა და ჯარიმა მოჰყვა, მოლის შემდეგ კი, ნიკო აფციაურს ლელოში ბურთი ჩაუხურეს. მე-17 წუთზე ძალისმიერი ლელო მაინც ვიხილეთ. 10-მეტრიანი მოლი 5 ქულით შალვა მამუკაშვილმა დაასრულა და ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახვით დაგვაწინაურა.

მომდევნო 15 წუთში "შავმა ლომმა" არაერთხელ შეძლო ხიფათის შექმნა. ოთარ ლაშხის გარღვევის შემდეგ მეტოქემ ბოლო პასი ჩაჭრა და ნაღდ ლელოს გადაურჩა. დერეფნიდან ნარიაშვილისა და მამუკაშვილის გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, შალვა აუტში ალამთან გადაიყვანეს. ასეთ სიტუაციაში, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, "პამპასმა" დაახლოებით 35 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და კვლავ წინ გაიჭრა.

განახლდა თუ არა შეხვედრა აქტიურმა ოთარ ლაშხმა პირველი ბურთი მოიგო და მეტოქის 22-ში შეუტია, საპირისპირო ფრთაზე თორნიკე კახოიძემ ინტერვალში დემე თაფლაძე შეიყვანა. რამდენიმე ფაზის შემდეგ მატკავამ ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და თავისივე გატანილი ლელო გარდასახა – 14:8.

უდისციპლინობა თუ შეცდომები

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. მსაჯმა "შავი ლომის" დაჯარიმებებს მოუხშირა და ფაქტობრივად უბურთოდ დატოვა. დებიუტში "პამპასმა" ორჯერ მიიღო 3-3 ქულის აღების კარგი შესაძლებლობა და წონასწორობა აღადგინა. სტუმრებმა მოუმატეს, ინიციატივა დაიბრუნეს, 54-ე წუთზე ფაზები აკინძეს, მატკავამ ცენტრში გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა მიხეილ გაჩეჩილაძე და შებოჭილი თანაგუნდელისგან ოფლოუდი შეირგო, მერე კი შებოჭილმაც იარა. პერანიძემ რაქიდან ბურთი ფრთაზე, თორნიკე კახოიძეს გაუტანა, რომელმაც ბოლო მცველი მოძრაობაზე დაიჭირა და ლელო მიითვალა, მატკავამ კი გარდასახა.

"პამპასი" არ გატყდა. რამდენიმე წუთი მეტოქის იერიშებს წარმატებით ვიგერიებდით, მაგრამ 62-ე წუთზე გაჩეჩილაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ, 72-ე წუთზე "პამპასმა" ჯარიმაც გაიტანა და 24:21 დაწინაურდა. დასკვნით წუთებში მასპინძლები ორჯერ დაჯარიმდნენ, მაგრამ "შავ ლომს" კარში დარტყმაზე არც უფიქრია და 5-მეტრიან დერეფანში ბურთი დაკარგა. დასკვნით წუთებში ლუკა ივანიშვილმა შეძლო ბურთის მოპოვება და შეუტია, მაგრამ გაგრძელება ვერ იპოვა, მიყოლამაც დაიგვიანა და "პამპასმა" 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

"შავი ლომი" ურუგვაიში, მონტევიდეოში დაბრუნდება და ჩვენი დროით 29 აპრილს, 1 საათზე, წვეულ გუნდს "SUDAMERICA XV"-ს ეთამაშება.

სამხრეთ ამერიკული ტურნე

21 აპრილი. ბუენოს აირესი. დეპორტივა ფრანცესა

შავი ლომი (საქართველო) – პამპასი (არგენტინა) 21:24 (14:8)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19.მიხეილ ბაბუნაშვილი 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. თორნიკე აქუბარდია, 25. გიგა ჯულუხაძე.

Rugby.ge

• დათა

თამაშს უნდა ყურება.

• ჟორა

სტატიის ავტორს თუ დაუჯერებთ, თამაში წავაგეთ და მაგრად ვივარჯიშეთ, საინტერესოა მოგებით ვარჯიშს როდის დავიწყებთ?

"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა

20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე

"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"

"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა

სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია

„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო

20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე

აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს

კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში

[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი

"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"

მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ

კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება

ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება

კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს

თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას

შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ

"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება

"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა

"შავმა ლომმა"  "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო

"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში

"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"

"შავი ლომი" | „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეირჩა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ