"შავი ლომი" სამხრეთამერიკულ ტურნეზე ბოლო თამაშს 6 მაისს, საქართველოს დროით 22 საათზე ურუგვაულ "პენიაროლთან" მონტევიდეოში, სტადიონ "ჩარუაზე" გამართავს. ეს თამაში ევროპის და ამერიკის ჩემპიონთა დუელია, რადგან "შავი ლომი" “ზე თასის” გამარჯვებულია (ზედიზედ 2-ჯერ), ხოლო "პენიაროლი" სამხრეთამერიკული “ზე რაგბის” ფალავანი. "პენიაროლი", ისევე როგორც "შავი ლომი", ქვეყნის ნაკრების საბაზისო გუნდია და მათი მოთამაშეების უმეტესობა ეროვნული გუნდის წევრია.

ჩვენი მომავალი მეტოქე, პირველი პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზია ურუგვაიში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. რაგბის გუნდი "პენიაროლის" სპორტულ კლუბში შედის (Club Atlético Peñarol), თავად კლუბი 1891 წელს დაარსდა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს გარეუბან პენიაროლში, ინგლისურ სარკინიგზო კომპანია – “Central Uruguay Railway Ltd”-ში, სადაც ურუგვაული მუშახელი იყრიდა თავს. მას აქეთ კლუბი ყველა სპორტისათვის იღწვის და უამრავ სხვა სახეობასაც აერთიანებს: ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, ბალახის ჰოკეის, ფრენბურთს და სხვას.

რაგბის გუნდმა პირველი თამაში “სამხრეთ ამერიკის ზე რაგბში” (SRA) 2020 წელს გამართა, ჩვენთვის ნაცნობ მეტოქე "სელკნამთან" (რომელთანაც ტურნეს მეორე მატჩში 33:30 ვიმარჯვეთ), მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო, სეზონი შეწყდა. 2021 წლის სეზონზე, კლუბმა იქაური “ზე რაგბის” ფინალამდე მიაღწია, სადაც დამარცხა "ხაგუარესთან" 36:28, ჩვენთვის ასევე ნაცნობ ფრენჩაიზთან, რომელმაც წელს სახელი იცვალა და "პამპასი" ჰქვია. 2022 წელს კი ფინალში, საკუთარ მოედანზე ჩილეური ფრენჩაიზი "სელკნამი" 23:14 დაამარცხა და ისტორიაში პირველი თასი მოიგო.

"პენიაროლ “სამხრეთამერიკულ ზე რაგბში” წელსაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, 9 თამაშის შემდეგ, 8 მოგებითა და 1 მარცხით, პირველ ადგილს იკავებენ. ისინი ტურნირს ასევე ლიდერობენ დადებული ლელოებით (9 თამაშში – 42 ლელო), შერკინების მოგებით (71-2, თავიანთი შერკინების 97%-ს იგებენ) და ოფლოუდებით (29). მათი კარში დამრტყმელი, ფელიპე ეჩევერი ტურნირის საუკეთესო მექულეა (96 ქულა: 2 ლელო, 28 გარდასახვა, 10 ჯარიმა), ხოლო ტურნირის საუკეთესო მელელოვეც "პენიაროლელი" – მანუელ ოლასოა (12 ლელო).

შემოდგომის ტესტებზე ურუგვაის ნაკრებს რომ ვერაგბეთ, იმათ 23-კაციანი განაცხადიდან 16 მოთამაშე "პენიაროლიდან" იყო. ასევე, ურუგვაი მსოფლიო თასზე “ა” ჯგუფში მე-4 ნომრით, პირდაპირ ამერიკა I-ით მოხვდა. აქედან გამომდინარე, "პენიაროლისთვის" და ჩვენთვისაც ეს თამაში სანაკრებო დონის იქნება, თანაც საკუთარ მოედანზე, საკუთარი ქომაგების წინაშე ითამაშებენ, ჩვენ კი ტურნეს დასრულება გამარჯვებულ ნოტაზე გვსურს.

"შავი ლომი" 2021 წელს შექმნილი ფრენჩაიზია, რომელმაც თავისი პირველივე ტურნირი ევროპის “ზე თასი” ტრიუმფით დაასრულა. კოვიდ-პანდემიით არეული სეზონის გამო, 2021 წლის ფინალი 2022-ში ვითამაშეთ, ამას დაემთხვა ჩვენი ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში, სადაც ქარის თასს პირველ დივიზიონს ვესტუმრეთ. იქაც ვიყოჩაღეთ და ნახევარფინალში გავედით, მაგრამ ამ ტურნირზე ასპარეზობის მიზანი არ იყო გამარჯვება, არამედ ის, რაც ზაფხულის ტესტებზე შევძელით – პირველად დავამარცხეთ 6-ერის ნაკრები: იტალია. 2022 წელსვე გაიმართა და ისევ "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა ევროპის “ზე თასი”-ს მეორე ტურნირიც.

2023 მსოფლიო თასის წელის გამო, საქართველოს რაგბის კავშირმა "შავი ლომის" და შესაბამისად ნაკრების მოთამაშეების ფორმაში ყოფნის ხელშეწყობისთვის, გუნდი სამხრეთ ამერიკაში მიავლინა და ჩინებული 5 ტესტი დაუგეგმა. გუნდი ურუგვაიში დაბანაკდა და თამაშებსაც, ყოველ კვირას, იქვე ახლოს, მონტევიდეოს სტადიონ "ჩარუაზე" მართავდა. ჯერ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ არგენტინული “დოგოს XV”, შემდეგ კვირას დაძაბულ ბრძოლაში ვძლიეთ “სელკნამი”. შემდეგ გავილაშქრეთ არხენტინაში, დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სადაც იქაური "პამპასი" (ძველად ხაგუარეს) დაგვიხვდა. სტუმრად მატჩი დავთმეთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, არც ამ მატჩების მოგებაა ჩვენი მიზანი, რის გამოც ყველა ჯარიმას კიდისკენ ვუმიზნებთ, ცოტა მსაჯებიც იმათ ემხრობიან და ჩვენ ხშირ როტაციას მივმართავთ. შემდეგ ბაზეზე, ურუგვაიში დავბრუნდით და სამხრეთ ამერიკის ნაკრებს ვერაგბეთ. თვალსასეირო მატჩში მეტოქემ გვაჯობა, თუმცა აქ ის უნდა აღინიშნოს, მსაჯმა ტელე-რეფის დახმარებით 5 ლელო გაგვიუქმა.

ტურნეს დასკვნითი მატჩისთვის, ლევან მაისაშვილმა ოპტიმალური შემადგენლობა დაასახელა. წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ეულიდან 7 კაცი შევცვალეთ. მარქაფაში პირველად გამოჩნდა ნაკრების კვაჭი გიორგი ჭყოიძე, სოსო მათიაშვილი კი ამ ტურნეზე პირველად დაიწყებს. ტრავმების გამო 24-კაციანი რაზმი გვეყოლება, წინა თამაშებში დაგვიშავდა ოთარ ლაშხი, თორნიკე აქუბარდია, ლაშა ხმალაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და ნიკო აფციაური.

სამხრეთ ამერიკული ტურნე

6 მაისი. მონტევიდეო. ჩარუა 22:00 (საქ. დრო)

შავი ლომი (საქართველო) – პენიაროლი (ურუგვაი)

შავი ლომი

15 სოსო მათიაშვილი 14 აკაკი ტაბუცაძე 13 დემურ თაფლაძე 12 მერაბ შარიქაძე (კაპ) 11 მირიან მოდებაძე 10 ლუკა მატკავა 9 თენგიზ პერანიძე;

1 მიხეილ ნარიაშვილი 2 შალვა მამუკაშვილი 3 ნიკა პატარაია 4 ნოდარ ჭეიშვილი 5 გიგა ჯულუხაძე 6 მიხეილ გაჩეჩილაძე 7 სანდრო მამამთავრიშვილი 8 ლუკა ივანიშვილი;

16 გიორგი ჭყოიძე 17 დავით აბდუშელიშვილი 18 გიორგი ჩხარტიშვილი 19 მიხეილ ბაბუნაშვილი 20 თენგიზ ზამთარაძე 21 გიორგი მარგალიტაძე 22 გიორგი ბაბუნაშვილი 23 თორნიკე კახოიძე 25 საბა კურტანიძე;

Rugby.ge

სოსო
ბოლო 10 წუთში მსაჯი,ნებისმიერ ვარსკვლავზე მაგრად "ათამაშდა"!მატჩის გმირი,ისევე როგორც წინა თამაშებში,აშკარად მსაჯი იყო.წაგებაა უსიამოვნო,თორემ ასე ჩვენთვის უკეთესიც კი იყო.ამაზე უარესი მსაჯობა,მსოფლიოს თასზე,არა მგონია იყოს.მეორე მხრივ,თვითონ ჩვენებიც სცოდავენ, სათამაშო დისციპლინაში და ბევრ უაზრო ჯარიმას იკიდებენ.ხშირად აზარტი სძალავთ და მაგის ბრალი მგონია.
Mr.kostaia
ბოდიშს ვიხდი,თამაშის გადმოცემა ყოფილა რაგბი.ტვ-ზე.ბოლოს ჩავრთე. სამწუხაროდ ისევ წავაგეთ. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი.
სოსო
მართლაც კარგი თამაშები გამოვიდა და ისე ჩანს,ეს ყველაზე დაძაბული შეიძლება გამოვიდეს.ისინიც გამარჯვებას შეეცდებიან და არც ჩვენ გვინდა,უარყოფითი ბალანსით დაბრუნება.თანაც ფსიქოლოგიური უპირატესობა სანაკრებო შეხვედრებში,აქ გამარჯვებულ მხარეს ექნება.იმედი მაქვს,რომ აქაც მაღალტემპიანი თამაშის მოწმეები გავხდებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
სოსო
რაგბი ტვ უჩვენებს ხოლმე,რეპორტაჟებს.
Mr.kostaia
21-ე საუკუნეში ერთი სთრიმი(ქართულად არ ვიცი სამწუხაროდ რა ჰქვია) ცოცხლად ყურების მემგონი შესაძლებელი იყო მოგეძიათ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ყოველთვის. გილოცავთ გიორგობას, მისი მადლი შეგვეწიოს მრავალჟამიერ.
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს