ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) თავმჯდომარე დომინიკ მაკეი, ქართული ფრენჩაიზის – "შავი ლომის" EPCR-ის ტურნირში, ჩელენჯ თასში მიღებას მიესალმება და იმ ფაქტორებზე საუბრობს, რასაც ეს გადაწყვეტილება ერთის მხრივ თავად ტურნირს, მეორეს მხრივ კი ქართულ რაგბის და ჩვენს ქვეყანას მოუტანს.

სიხარულით მივესალმებით ქართულ "შავ ლომს" EPCR-ის ოჯახში. საყოველთაო შეფასებით ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო საკლუბო ტურნირი – ჩემპიონთა თასი და, მასთან ერთად, ჩელენჯ თასი გვაქვს. ვფიქრობ, "შავი ლომი" მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩელენჯ თასში, შემატებს მას დამატებით ნაპერწკალს. ჩვენს ოჯახში შედიან ევროპისა და სამხრეთ აფრიკის ტოპ-კლუბები, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო რაგბის თამაშობენ; ქართველ მორაგბეებთან, მწვრთნელებთან და ქომაგებთან ერთად, ჩვენც აღტაცებული ვართ იმით, რომ საქართველო ჩელენეჯ თასს შეუერთდება.

ვფიქრობ, ქართველები სიხარულით უმასპინძლებენ ევროპის საუკეთესო გუნდებს თბილისში. მე ზუსტად ვიცი როგორი საუკეთესო მასპინძლობა იციან საქართველოში, იმ პერიოდიდან, როდესაც შოტლანდიის ვიზიტს ვუწევდი ორგანიზებას. ახლა ფრანგულ, ინგლისურ, ირლანდიურ, იტალიურ კლუბებსაც მიეცემათ ამ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ჩვეულებრივ, ჩელენჯ თასის ფინალზე 120 ათასამდე საერთაშორისო გულშემატკივარი ჩადის მასპინძელ ქალაქში, – ასე რომ საქართველოს და ქართველ გულშემატკივარს მართლაც მასშტაბური მატჩები ელის – უკვე სულ რამდენიმე თვეში.

- როგორ შეარჩიეთ ‘შავი ლომი’ თქვენი ტურნირისთვის?

- ჩელენჯ თასში ჩართვლის მსურველი კლუბების რაოდენობა არცთუ მცირე იყო, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის განაცხადი, რომელიც პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ წარადგინა, ხარისხობრივად ყველასგან გამორჩეული იყო. ის შეიცავდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს – გუნდის მაღალ მზადყოფნას, მაღალი ხარისხის სარაგბო ინფრასტრუქტურას თბილისში, და, ასევე EPCR-სა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის კომერციული თანამშრომლობის მიმზიდველ პერსპექტივას. მოგვხიბლა საქართველოს რაგბის კავშირის მაღალმა ამბიციამ, რომელიც იყო სრულიად გულწრფელი და დასაბუთებული, – ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ხანგრძლივი საუბრები ქართული რაგბის პრეზიდენტთან და მის კოლეგებთან დუბლინში, ჩვენ ვიმსჯელეთ ქართული რაგბის მომავალ გეგმებსა და სტრატეგიაზე. მოტივირებული ვართ მხარი დაგიჭიროთ ამ გეგმებში, რათა საქართველო ჭეშმარიტ სარაგბო ქვეყანად იქცეს. თქვენ უკვე სწორ გზას ადგახართ, რაგბის კავშირის სტრატეგია ძალიან მკაფიოა. აშკარაა, რომ რაგბის აქვს პოტენციალი თქვენს ქვეყანაში გამაერთიანებელი ძალა გახდეს ისე, როგორც ეს შოტლანდიაში, ირლანდიასა ან უელსშია. სოსო ტყემალაძეს აქვს სრულიად რეალისტური ხედვა ქართული რაგბის განვითარებისთვის, რომელიც სამ დონეს მოიცავს – საერთაშორისო განზომილებას, პროფესიულ დონეს და საბავშვო რაგბის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ მეტი მოტივაცია მიიღოს რაგბის მხარდასაჭერად ჩელენჯ თასში ჩართულობის შედეგად.

- რას მისცემს საქართველოს და ქართულ რაგბის EPCR-ის ტურნირებში ჩართვა?

- ჩელენჯ თასი საქართველოს საკუთარი თავის საერთაშორისო არენაზე წარმოდგენის უდიდეს შესაძლებლობას აძლევს. ჩვენს თამაშებს ყოველკვირეულად მილიონობით ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში, – ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აფრიკაში, ამერიკაში, მთელი მსოფლიო მედია აშუქებს EPCR-ის მატჩებს. ასე რომ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა "შავი ლომისთვის", ქართული გუნდისთვის ამდენი ადამიანის სახლში შევიდეს. დარწმუნებული ვარ ქართული რაგბის ქარიზმატული ლიდერი, სოსო ტყემალაძე, ყველაფერს ეცდება რომ რაგბის კავშირმაც და კლუბმაც, ეს საკომუნიკაციო საშუალება მაქსიმალურად გამოიყენოს.

- თუ ადევნებთ თვალს სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს და იქ ქართველი 20-წლამდელების გამოსვლას?

- ქართველ 20-წლამდელ მორაგბეთა თამაშის ხარისხი ძალიან მაღალია, ძლიერ რაგბის თამაშობენ, და ამით მსოფლიო სარაგბო ოჯახს ქართული რაგბის მომავალზე მკაფიო, დადებით სიგნალს გვიგზავნიან. სწორედ ამ დღეებში მქონდა მათთან დაკავშირებით საუბარი მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციასთან ლონდონში, ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და გვაჩვენეს, რომ ქართული რაგბი ჯანსაღ ფორმაშია.

Rugby.ge

რეზო
რა საყოველთაო შეფასებაე ბაზარი? საყოველთაო შეფასებით სარაგბო საკლუბო ტურნირებია ნული და კატასტროფაა. მათ შორის ჰეინეკენი და ჩელენჯიც. ეგ ფორმატია ფორმატია? მერე რას გვამადლით და რა აღფრთოვანებაზეა ლაპარაკი? ბანძი რუსული და რუმინული გუნდები თამაშობდნენ მანდ და იგებდნენ კიდეც. დაგვდეს დიდი პატივი! ეგ კი არა და ნამდვილ ტურნირში შეგვიშვით, ყოფილ კელტურ ლიგაში. ეგ იქნება მართლა რამის გაკეთება ჩვენთვის. კუნძულელები სუპერრაგბიში შეიყვანეს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თამაშობენ. მიიღეს წესი, რომლის მიხედვითაც ყველა წარმოშობით კუნძულელი, ყოფილი ალბლექი და ოზი თუ სხვა მათთან ითამაშებს. ჩვენ გვერჩით მარტო? თქვენ დაგეცათ გუბაზი და ნატო-ევროკავშირი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა