რაგბი ევროპის ორგზის ჩემპიონი "შავი ლომი", EPCR-ის ჩელენჯ თასში ჩართვამდე ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება.

სუპერთასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და განახლებული ფორმატით ჩატარდება. შარშანდელისგან განსხვავებით, დიდი 10-ის ჩემპიონის ნაცვლად მასში ჩეხეთის ფრენჩაიზი "ბოჰემია უორიორზი" მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ფორმატს, რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან. ა ჯგუფში "შავ ლომთან" ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის "თელ-ავივ ჰითი", პორტუგალიური "ლუზიტანუში" და ესპანური "იბერიანსი" გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული "ვულვზი", ბელგიური "დევილსი", ნიდერლანდური "დელტა" და ჩეხური "ბოჰემია" გაერთიანდნენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხეადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

ა ჯგუფი ერთწრიან ჯგუფურ ეტაპზე 4-5 ნოემბერს "იბერიანსს" მასპინძლობს, 11-12 ნოემბერს "ლუზიტანუშს" ეწვევა, 18-19 ნოემბერს კი "ჰითს" თელ-ავივში ეწვევა. ნახევარფინალები და ფინალები შესაბამისად 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს "შავ ლომს" ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერთასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

Rugby.ge

სოსო
მორაგბეებმა,სეზონის განმავლობაში უნდა ჩაატარონ საკმარისი რაოდენობის თამაშები,რათა ფორმა შეინარჩუნონ და განვითარდნენ.ჩელენჯქაფი,საკმარისი არ იქნება,თან იქ ასპარეზობამდე ფორმის ასაკრეფად,უფრო სუსტ გუნდებთან თამაშიც სჭირდებათ.
Irakli Apkhaidze
არ ჯობდა სუპერთასზე საქართველოს ჩემპიონს ეასპარეზა და ,,შავი ლომი" მთლიანად ჩელენჯ ქაფზე გადართულიყო?
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა