უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ, 13 ივლისს, ქუთაისის „აია არენაზე“ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში ტრადიციულ მეტოქეს, იტალიას შეერკინება.

აქამდე ამ გუნდებს ერთმანეთში 6-ჯერ უთამაშიათ, თუმცა მეტოქეს არასდროს შევხვედრილვართ საქართველოში. მიუხედავად ამისა, „ჯუნიორ აძურისთან“ დიდი უპირატესობა გვაქვს - 4 მოგება და 1 ფრე. ფრე შარშან იტალიაში დაფიქსირდა (19:19), თუმცა უმცროს ბორჯღალოსნებს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად მაშინ ბონუს-ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, ბოლო წუთამდე მეოთხე ლელოზე ითამაშეს და კონტრშეტევისას ლელო მიიღეს, რის გამოც მეხუთე მოგება ვერ გავიფორმეთ.

ჯგუფური ეტაპი ორივე გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველო ა ჯგუფში თბილისში, „ავჭალაზე“ თამაშობდა და უელსს ერთი ქულით ჩამორჩა (24:25), მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ვერაფერს გახდა (5:33), ურუგვაის კი ბონუსით (56:3) აჯობა.

იტალია ბ ჯგუფში ქუთაისში, „აია არენაზე“ თამაშობდა. პირველ ტურში ის შოტლანდიასთან ნუგეშ-ქულას დასჯერდა (32:38), იაპონიას ბონუსით მოუგო (41:25), ახალ ზელანდიასთან კი საცხრილო ქულის გარეშე დარჩა (15:45).

ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, ვიტო კოლელიშვილის დამწყებ რაზმში სამი ცვლილებაა. ხაზში ფრთის პოზიციაზე თამაშს ავთანდილ ზვიადაძე იწყებს, ბურჯად გიორგი ტურაშვილი ბრუნდება, მეორე ხაზში კი დავით ბარამიას ვიხილავთ.

დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს ნიკოლოზ ხალვაშმა, ლუკა ტაბატაძემ, დათა ახვლედიანმა, დავით ბარბაქაძემ, მათე მახარაძემ, თემურ ძოძუაშვილმა,დავით არჩვაძემ, გაბრიელ რაზმაძემ, გიორგი მეფარიშვილმა, ირაკლი ყოლბაიამ, ლუკა ნარსიამ და მიხეილ შიოშვილმა.

ორი ცვლილებაა მარქაფაში, სადაც ბურჯი ლუკა იასეშვილი და მესამეხაზელი გიორგი ზაზაძე გამოჩნდნენ. წინა მატჩის მსგავსად შეცვლაზე არიან გიორგი აღნიაშვილი, საბა ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, გიორგი ხონელიძე და დემეტრე დევდარიანი.

ვიტო კოლელიშვილი (უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): „კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 48 საათი დასვენებისა და აღდგენისთვის გამოვიყენეთ. იტალიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და დიდი მოლოდინები გვაქვს. თუ ჩვენს სათამაშო პროცესს სათანადოდ წარვმართავთ, დარწმუნებული ვარ გულშემატკივარსაც გავახარებთ. ქართული რაგბისთვის იტალია ბოლო წლებში მთავარი კონკურენტია და ასეა 20-წლამდელებშიც. ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ“.

ლუკა ნარსია (უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი): “იტალიასთან შარშან ფრე ვითამაშეთ, რის გამოც ჯგუფიდან სასურველი პოზიციით ვერ გავედით. წელსაც რთულ თამაშს ველით. მზადებისას აქცენტი ხარისხზე და დისციპლინაზე გავაკეთეთ. მოედანზე მხოლოდ მოსაგებად და ლამაზი თამაშის საჩვენებლად გავდივართ. ქუთაისში სპორტი და რაგბი უყვართ, ამიტომ, “აია არენაზეა” გულშემატკივარს მრავლად ველოდებით. იმედი მაქვს სტადიონი გაივსება და კარგი გულშემატკივრობა გვექნება”.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მე-9 ადგილის ნახევარფინალი

13 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო - იტალია

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე; 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.

Rugby.ge

უფროსებში იტალიამ ჩვენ კი არა,6 ერის ორიოდე გუნდსაც გაუსწრეს და მეშინია,ეს უპირატესობა ასაკობრივ ნაკრებებშიც არ გავრცელდეს.თუ ასე მოხდა,გამოვა რომ მათი განვითარების გზა,ჩვენზე უკეთესად ყოფილა დაგეგმილი და შესრულებული.უკვე ვხედავთ,რომ ესპანეთი და პორტუგალიაც ჩვენზე უკეთესად ვითარდებიან და ჩვენც რაღაცა თუ არ შევცვალეთ,უკუსვლა გარანტირებული გვექნება.ცვლილებები უკვე დაგვიანებულიც კი ჩანს და დაყოვნების უფლება აღარ გვაქვს.
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" სახლში "არარატ-არმენიას" ვერ მოუგო
[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა
როგორ მოვიდა მიქაუტაძე აქამდე და რა სარგებლის მოტანა შეუძლია "ბარსელონასთვის"?
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
პსჟ-სა და "რენის" მატჩი პარიზში არ ჩატარდება
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. იტალია საქართველოსთან ისევ უშანსოდაა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კვლავ ბონუს ქულით სძლიეს [VIDEO]
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | კიდევ ერთხელ იტალიასთან
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
U20. შესანიშნავია - საქართველოს ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით სძლია! [VIDEO]