უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ საღამოს საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავენ.

20:30 საათზე ვიტო კოლელიშვილის შეგირდები „ავჭალაზე“ ურუგვაის მე-9 ადგილის ნახევარფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ამის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ქუთაისში გადაინაცვლებენ და დარჩენილ ორ თამაშს „აია არენაზე“ გამართავენ, რადგან მე-9-მე-16 ადგილების ფლეი ოფები სწორედ იქ გაიმართება.

შეგახსენებთ, თითოეული ჯგუფის მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალში (13 ივლისს), ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები მე-13-მე-16 ადგილების ნახევარფინალში (12 ივლისს) გადიან.

ორი ტურის შემდეგ საქართველო 2 ქულით ა ჯგუფში მესამე ადგილზეა, ურუგვაის კი ნული ქულა აქვს. სამხრეთ ამერიკელები პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან 7:104, მეორეში კი უელსთან 0:47 დამარცხდნენ. საქართველო პირველ მატჩში უელსს მხოლოდ ქულით ჩამორჩა - 24:25 და ორი ბონუს ქულა აიღო (მცირე სხვაობისთვის და 4 ლელოს გატანისთვის), ხოლო 2 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და ერთი ხანობა გატანილი ლელოთი ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მეტოქეს 5:33 ჩამორჩა.

„ჯუნიორ ბოკესთან“ მძიმე მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა - ორი ხაზში და ხუთი შერკინებაში.

განვლილი შეხვედრის შემდეგ, მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა ნარსიამ, ასევე მესამეხაზელმა მიხეილ შიოშვილმა და მეორეხაზელმა გიორგი მეფარიშვილმა. აფრიკელებთან მარქაფიდან ითამაშეს და ახლა დამწყებთა შორის არიან ბურჯი ნიკოლოზ ბალანჩივაძე, კვაჭი დავით არჩვაძე, მეორეხაზელი ანდრია ბილანიშვილი და მესამეხაზელიირაკლი ყოლბაია, ხოლო მარჯვენა ბურჯი გაბრიელ რაზმაძე, განაცხადში უელსთან მატჩის შემდეგ ბრუნდება.

ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი წლევანდელ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ. დამწყებთა შორის პირველად არიან ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, ანდრია ბილანიშვილი და ირაკლი ყოლბაია.

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მატჩს ატარებს ფრთა საბა ნატროშვილი, ხოლო ჰავბეკად თემურ ძოძუაშვილი ბრუნდება. მოედანზე ამჯერადაც პირველივე წუთებიდან გავლენ მგეზავი მათე მახარაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ტურნირის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ მათე მახარაძე, ლუკა ტაბატაძე, ნიკოლოზ ხალვაში და დავით ბარბაქაძე.

წინა თამაშის შემდეგ მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა და მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ. კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯი საბა ნოზაძე და ხაზის მოთამაშეები - დათა არობელიძე და დემეტრე დევდარიანი. განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი გიორგი ტურაშვილი, რომელიც უელსთან დამწყებთა შორის იყო და მესამეხაზელი გიორგი არძენაძე, ხოლო ჰავბექი გიორგი ხონელიძე ახალგაზრდული ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში პირველადაა.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. III ტური. 7 ივლისი

თბილისი (საქართველო). “ავჭალა”. 20:30 საათი

საქართველო - ურუგვაი

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

Rugby.ge

ნიკოს-ს
შენც და ის თოფიც ერთნაირად აბათქუნებთ!
ნიკო
აი ნახეთ, ამ თამაშს რომ მოვიგებთ ბონუსით, იგივე ხალხი ან არაფერს დაწერთ ან კრიტიკას დაიწყებთ. იგივე მოხდება იტალია ან ირლანდიასთან, ალბათ მაგათ შევხვდებით შემდეგ ორ თამაშში. ეროვნული სამოასთან თუ მოვიგებთ "გააპუსწიაკებთ", თუ წავაგეთ ხომ მიწიდან ამოიღებთ "დამნაშავეებს". გაიგეთ, რომ წარსული ვერ დაბრუნდება. ჯობია შეეგუოთ რეალობას და დაუბრუნდეთ სტადიონზე სიარულს. P.S. ფედერაციასთან კავშირში ვინც დამდებთ ბრალს, იცოდეთ, ძალიანაც მინდა იქ ვინმეს ვიცნობდე, (უამრავი კითხვა მაქვს ხოლმე, მაგათ კი სირაქლემასავით აქვთ თავი ჩარგული, ძალით მაშებით უნდა ამოუღო ინფორმაცია) მაგრამ სამწუხაროდ ერთ კაცსაც არ ვიცნობ:)
ნიკოს
"სტოროჟის" თოფიც ერთხელ გაისვრის

ასე იცის წინასწარ ტრაბახმა.ამ შემადგენლობით მართლაც შეიძლებოდა უკეთესი შედეგის ჩვენება,მაგრამ ეს უაზრო და წინასწარი ყოყოჩი წინ დაგვახვედრეს.ბიჭებს მადლობა თავდაუზოგავი ბრძოლისათვის.

ასე იცის
ნიკო
კი, ძალიან დაეცა, განსაკუთრებით ახალ ზელანდიას რომ მოვუგეთ ისტორიაში პირველად:)))
სი მაარე
მართლა დაეცა სიმაარე. იმედია დროებით....
ნინი
საინტერესოა ბარამია რატომ აღარაა მეორე თამაშია, ტრამვა აქვს, თუ მწვრთნელის გადაწყვეტილებაა? ვინმემ თუ იცის, დაწერეთ თუ შეიძლება.
ბორია
როგორ დაეცა ჩვენი რაგბი
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან