ევროპული რაგბის კარიბჭე შეღებულია

AutoSharing Option
"შავი ლომის" გამოცდილი მორაგბეები – მერაბ შარიქაძე და შალვა მამუკაშვილი ჩელენჯ თასში ჩართვის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მას ქართული რაგბის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ.

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ეს არის შესანიშნავი შანსი ქართველი გულშემატკივრისთვის, თბილისში იხილოს ევროპის და მსოფლიოს უძლიერესი კლუბები:

„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. წლების განმავლობაში რაღაცას რომ ითხოვ და მოგეცემა, მერე თავი უნდა გამოიჩინო. ჯერ წინ მსოფლიო თასი გველის და სრულად მასზე ვართ კონცენტრირებული, მერე კი ჩელენჯ თასისთვის მოვემზადებით და დარწმუნებული ვარ ღირსეულად წარვდგებით. ყველაზე
სასიხარული კი ისაა, რომ პრეცედენტი შედგა – ქართულმა რაგბმა ამაყად შეაბიჯა ევროპულ რაგბში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ტურნირზე მოტამაშე ყველა გუნდი სახელოვანია და "გლოსთერისა" და "კლერმონის" თბილისში სტუმრობა ქართული რაგბს ქომაგისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა“.

შალვა მამუკაშვილს EPCR-ის ტურნირებში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასში ინგლისური "სეილ შარქსის", შოტლანდიური "გლაზგოს", ფრანგული "მონპელიესა" და რუსული "ენისეის" რიგებში უთამაშია. ის ბედნიერია, რომ ახლა ამის შესაძლებლობა ქართული კლუბის სახელით ექნება:

„ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პირველი ქართული ფრენჩაიზი თამაშს ჩელენჯ თასზე გააგრძელებს და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული რაგბისთვის. პირადად ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, რადგან არ მეგონა კარიერის დასრულებამდე ქართული კლუბის შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი ასეთი მაღალი დონის ევროტურნირს, ახლა კი ეს რეალურია. ჩელენჯ თასი იგივე ტესტ-რაგბია, იგივე დონის თამაშებია სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შორის და ძალიან წაადგება ეროვნულ ნაკრებს, რომლის 50%-ს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები შეადგენენ“.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ითამაშებს და "გლოსთერს" (9 დეკემბერს) და "კლერმონს" (20 იანვარს) „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება, "სქარლეთსა" (15 დეკემბერს) და "კასტრს" (13 იანვარს) კი სტუმრად ეთამაშება.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდებულია, დიდი რაგბის კარიც იღება
suxumchanin
17 ივლისი 2023 01:47
1
შეღება არ არის საკმარისი შელეწვაა საჭირო.
w
17 ივლისი 2023 08:41
0
ძალიან მაგარი ამბავია
Რაგბის ფანი
17 ივლისი 2023 14:47
0
რამდენიმე წლის უკან ამ ტურნირში რუსეთის კლუბებიც მონაწილეობდა, ასე რომ ნუ ატეხავთ დიდ აჟიოტაჟს.
დიმა
17 ივლისი 2023 09:18
11
რუსები მონაწილეობას უიმბლდონზეც იღებენ და თუ ქართველიც მოხვდება იქ არ გაგვიხარდეს?
w
17 ივლისი 2023 14:17
1
მაგ რუსულ კლუბებს დიდი 10 ერთად რო აიღო იმაზე მეტი ფინანსი ქონდა და ისტორიაში დიდ 10-ში რამდენ ლეგიონერსაც უთამაშია იმდენი ლეგიონერი ყავდა მარტო ენისეის მაგ სეზონებში. დაამარცხეს კიდეც უელსური და ფრანგული კლუბები, ჩვენთვის ეს არის უდედის ნაბიჯი და მხოლოდ უნდა გვიხაროდეს.
კაი რა
17 ივლისი 2023 13:44
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული