"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანსს" სარეკორდო სხვაობით, 41:0 სძლია და ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ნამატჩევს Rugby.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: "მოწინააღმდეგეს უდავოდ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. მე მომწონს "იბერიანსის" ფორმატი, ისინი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებში უფრო სახიფათო მოწინააღმდეგე იქნება. მესამედ გავედით ფინალში, თუმცა ჯერ ამ თამაშზე არ ვფიქრობთ. 22 დეკემბრამდე ჩელენჯ თასის თამაშები გველის და ახლა აქცენტი ამ ტურნირზე კეთდება.

ეს თამაში გარკვეულწილად "გლოსთერთან" მატჩის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა. ყველამ იცის, რომ წინ სულ სხვა დონის და ინტენსივობის თამაში გველის. ამ დონის გუნდი საქართველოში იშვიათად ჩამოდის და ვეცდებით ღირსეულად წარვსდგეთ მის წინააღმდეგ. დაგვაკლდებიან ის მოთამაშეები, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. შეიძლება მირიან მოდებაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი დაგვიბრუნდნენ.

EPCR-ის ტურნირები იგივეა, რაც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ამაზე მაღალი დონის ფორმატი საკლუბო რაგბიში არ არსებობს. ის, რომ ამ დონის თამაშს საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გავმართავთ, ჩვენთვის ამაღელვებელია. გულშემატკივარმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული რაგბისთვის გულშემატკივარი. ვიმედოვნებ, უმაღლესი დონის თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე გვექნება".

მერაბ შარიქაძე: "ნამდვილი გამოწვევები ახლა იწყება. ერთ კვირაში "გლოსთერთან’ გვიწევს შეხვედრა და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ბოლომდე ვიბრძოლოთ. თავისთავად მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით გულშემატკივრის თვალები და გულები გავახაროთ. იმდენი ხანია ჩელენჯ თასზე მოხვედრას ვითხოვთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია მეტოქეს სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ. ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ.

სუპერთასის ფინალში ობიექტურად ფავორიტები ვართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ჩელენჯ თასში მონაწილეობა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ მსოფლიოზე განცდილი კრახის შემდეგ, არანაირი ილუზია აღარ მაქვს. სანამ ეს ნეპოტიზმით "გაბერილი" ხელმძღვანელობა იქნება, ჩემი (და კიდევ მრავალი ქომაგის) ფეხი არ იქნება სტადიონებზე რაგბის საგულშემატკივროდ. სირაქლემას პოზაში არიან და ჯიუტად სურთ დაგვაჯერონ რომ ქართულ რაგბს ელიტაში შეიყვანენ. არადა, მაგათი გაკეთებული წელს უკვე ვნახეთ - მსოფლიო რაგბის მამებმაც შესაბამისი ადგილი მიგვიჩინეს და რატომ უნდა შევიქმნათ ტყუილი ილუზია?! ჯერ რაგბის კავშირი გაიწმინდოს მშენებლებისა თუ პარტიული ლიდერების მამებისგან (ბიჭებს არაფერს ვერჩი, მათ გვერდში ვარ და წარმატებებს ვუსურვებ), ნორმალური ხალხი მოვიდეს და მერე სტადიონიც გაივსება!!!
სიმართლე
04 დეკემბერი 2023 20:14
4
ფედერაცია მკიდია და ბიჭებს და საქართველოს თუ გულშემატკივრობ სტადიონი უნდა გაივსოს( ნეტა მანდ ვიყო) ვინც არ უნდა მოგწონდეს გულშემატკივრობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და თუ თავსდ არ მიბრძანდები( სრული აბსურდი) სხვებს ტვინს ნუ ურევ! რაღაცეები რომ არ მობოდო გეუბნები ფედერაცია და ჩინოვნიკები მკიდია
კახა
08 დეკემბერი 2023 00:24
0
tkt.ge ზე ნახეთ, ბილეთები თითქმის არაა გაყიდული, თუ სტადიონი არ გაივსო ნუ გვექნება იმის ამბიცია, რომ კარგი გულშემატკივარი ვართ და გვიყვარს რაგბი, ასეთი მხარდაჭერით რა გვინდა 6 ერში!!! რაგბის სიყვარული გულშემატკივრებმაც უნდა დავანახოთ!!! 6 ერში სრულიად ერი უნდა მიგვიღონ და არა მხოლოდ მორაგბეები!!!
გულშემატკივარი
04 დეკემბერი 2023 13:12
1
ნაკრებსაც, შავ ლომსაც და ზიგადად ქართულ რაგბს სჭირდება ახალი მძლავრი იმპულსი და ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგები!!! ფედერაცია მორჩით ამ სადღეგრძელოებს და თუ მართლა რამე პოზიტიურის გაკეთების სურვილი და შნო გაქვთ გადადგით სწორი ნაბიჯები!!! ნაკრებსაც და შავ ლომსაც სასწრაფოდ სჭირდება ძლიერი მწვრთნელი, რას გაგყავთ ეს დრო ჩემთვის გაუგებარია! დაღმავლობას განვიცდით და ყოველ ჯერზე გვიმტკიცებენ რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს და არ გაგვიმართლა… დროს ნუ კარგავთ!!!
პაატა
03 დეკემბერი 2023 13:39
5
100%, მაგრამ ფულს ვერ იმეტებენ. მაისაშვილი იქნება 'დროებითი'მწვრთნელი კიდევ 4 წელი...
გიორგი
03 დეკემბერი 2023 19:04
2
შავი ლომი იმისთვის შეიქმნა,რომ ძლიერ ევროპულ კლუბებში ვერ მოხვედრილ ნაკრების წევრებს,საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშის,საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება მიეღო,პერსპექტიული ახალგაზრდა მორაგბეები,ნაკრების სათა მაშო სისტემისათთვის ეზიარებინა და ერთად შეეთამაშებინა.ამ ამოცანებს,გუნდმა წარმატებით გაართვა თავი,მაგრამ აშკარად გამოჩნდა,რომ იმ ტურნირისათვის,სადაც შავი ლომი მონაწილეობდა,ის მეტისმეტად ძლიერი იყო.მისმა ბოლო გამარჯვებამაც დაადასტურა,რომ ევროპის თასიდან,ჩვენი განვითარების პერსპექტივა,ძალიან შეზღუდულია.როგორც გამოჩნდა,არც აფრიკის და ამერიკის ტურნირებში უკონკურსოდ გამოსვლამ გაამართლა,მაინცდა მაინც..ჩელენჯ ქაფში მონაწილეობა,სწორედ ის კაკალია,ლომების წარმატებული თამაშით კუთხეში მიყენებულ რაგბის მამებს რომ გავაგდებინეთ.ეს უკვე ნამდვილი ტურნირია და აქაც თუ საკმაო წარმატებით ვითამაშებთ,შესაძლოა საფრანგეთის,ან ბრიტანეთის რომელიმე ლიგაში თანაშის უფლებაც მოგვცენ.ესეც რომ არ იყოს,აქ გაცილებით ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და ძლიერ ნაკრებებთან ჩვენი ნაკრების თამაშების ნაკლებობას,აქ ჩატარებული თამაშებით,ნაწილობრივ აღმოვფხვრით.ბევრი თამაშები არ გროვდება,მაგრამ დასაწყისისათვის,ესეც საქმეა.კი,სანაკრებო დონეზე,რაგბის მამებმა,ახალი ტურნირის ჩვენ გარეშე შექმნით,ახალი დაბრკოლება გადმოგვიგდეს,მაგრამ რაგბში იოლად არაფერი მოდის და ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ.რა თქმა უნდა გაგვიჭირდება,წაგებებიც გვექნება,მაგრამ ჩვენი ადგილი,ბრძოლით უნდა მოვიპივოთ,გავიზარდოთ,გავძლიერდეთ და ვაიძულოთ,მარაქაში გაგვრიონ.უკვე დიდი ხანია,ამ ამოცანის გადასაწყვეტათ ვიბრძვით,მაგრამ ეს ტურნირი,გაცილებით მაღალი დონეა და ლომებსაც ისეთივე მხარდაჭერა სჭირდებათ,როგორიც ნაკრებს.ასე რომ ყველას,ვისაც შეუძლია,მოვუწოდებ,ამ მატჩებზე დასწრებას.იმის პირობას ვერ მოგვცემენ ბიჭები,რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ,მაგრამ ყველაფერს რომ გაიღებენ საამისოდ,მაგაში კი,დარწმუნებული ვარ.ეს მატჩები,გულშემატკივრის გამოცდაცაა და აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ.ასე რომ ყველაბნი სტადიონზე!
სოსო
03 დეკემბერი 2023 09:29
0
ამ თამაშზე არ მისვლა სირცხვილია!
darwin
03 დეკემბერი 2023 02:05
1

სიახლეები პოპულარული