"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე "გლოსტერთან" გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა.
ქართულ ფრენჩაიზს EPCR-ის ტურნირში დებიუტი 9 დეკემბერს თბილისში, "მიხეილ მესხზე", 17 საათზე ექნება.
ღია ვარჯიში დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა. გახურებისა და კომბინაციების გადამეორების შემდეგ ორმხრივი თამაში გაიმართა. "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა "გლოსტერთან" შეხვედრის მოლოდინებზეც ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი): "ისტორიული დღე ახლოვდება და ყველა კარგ განწყობაზე ვართ. ჩელენჯ თასზე თამაში ქართული რაგბისთვის დიდი შესაძლებლობაა. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია უდიდესი ისტორიით. ვემზადებით სრული მონდომებით და
ვეცდებით, მაყურებელს კარგი რაგბი ვაჩვენოთ".
მერაბ შარიქაძე (კაპიტანი): "ქართული რაგბი დიდი ხანი ელოდა ამ შესაძლებლობას, შანსი მივიღეთ და მას სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით. მიუხედავად იმისა, რომ "გლოსტერი" უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოვიდა, მის რიგებში მრავლად არიან კარგი შემსრულებლები. ხშირ შემთხვევაში გადახალისებული შემადგენლობა მეტი მონდომებით თამაშობს, რადგან ახალგაზრდები მოტივირებულები არიან და წინ საინტერესო ბრძოლა გველოდება".

Rugby.ge