ხვალ ღამით "შავი ლომი" ჩელენჯ თასზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს და ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში დებიუტი კიდევ ხუთ ქართველ მოთამაშეს ექნება.

არა მხოლოდ ჩელენჯ თასზე, არამედ ზოგადად "შავი ლომის" კვართით თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს კვაჭი გელა მახარაშვილი, რომელიც "სქარლეთსთან" მატჩს მაქრაფიდან იწყებს. მარქაფაშია მესამეხაზელი საბა კურტანიძე, რომელმაც "შავი ლომის" რიგებში ერთხელ, გაზაფხულზე, სამხრეთამერიკული ტურნეს დროს ითამაშა და ახლა გუნდს უფრო მაღალი დონის შეხვედრაში უბრუნდება.

"შავი ლომის" შემადგენლობაში დებიუტი 2 დეკემბერს, რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში, ესპანურ "იბერიანსთან" ჰქონდა და ახლა მეორე თამაშს ატარებს გიორგი ჯობავა. ჩელენჯ თასზე ასევე დებიუტი ექნებათ ბორჯღალოსნებს - ოთარ ლაშხსა და გრიგორ ქერდიყოშვილს.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" უკვე უელსშია და ხვალ ღამით (15 დეკემბერი), ჩვენი დროით 23:55 საათზე, "სქარლეთს" ჰლანეჰლიში, Parc Y Scarlets-ზე ერკინება.

ექვსი ცვლილებით

"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასის სადებიუტო მატჩში ინგლისის 1,5-საუკუნოვანი ისტორიის მქონე კლუბ "გლოსთერს" „მიხეილ მესხზე“ წვიმიან, ინგლისურ ამინდში დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ახალ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. სტუმრებმა 5 ჯარიმით 15 ქულა მოაგროვეს, ლუკა მატკავამ ლელო-გარდასახვა-ჯარიმით - 10 და "შავი ლომი" მცირედი მარცხისთვის ნუგეშს დასჯერდა – 10:15.

თავის მხრივ, "სქარლეთსი" საფრანგეთში "კასტრს" ეწვია და 16:34 დამარცხდა.

9 დეკემბრის მატჩის შემდეგ "შავი ლომის" სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა. მათი ნაწილი ტრავმებითაა განპირობებული. წინა მატჩში მარქაფაში იყო, ამჯერად კი სასტარტოშია ფულბეკი მირიან მოდებაძე. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება, ფრთაზე კი თამაშს სანდრო თოდუას ნაცვლად ოთარ ლაშხი იწყებს.

უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე კვლავ ლუკა მატკავას შეუწყვილდება, რომელმაც უელსს 2022 წელს ისტორიული ჯარიმა გაუტანა (ბორჯღალოსნებმა უელსი კარდიფში 13:12 დაამარცხეს). მეორე ფრთაზეა "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე.

ხაზის მარქაფაში არიან გიორგი მარგალიტაძე, გიორგი ჯობავა და ლუკა ცირეკიძე.

შერკინების თითო ხაზში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე მარქაფიდან დაწინაურდა ბექა მამრიკიშვილი, ბურჯებმა კი ადგილი შეინარჩუნეს – დათო აბდუშელიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი.

მეორე ხაზში ტრავმირებული მიხეილ ბაბუნაშვილის ნაცვლად, ნოდარ ჭეიშვილს გრიგორ ქერდიყოშვილი შეუწყვილდება. წელს პირველად შეიცვალა მესამე ხაზი, რაც ილია სპანდერაშვილის ტრავმითაა განპირობებული. ლუკა ივანიშვილმა შემკვრელად გადაინაცვლა, ფლანკერად გიორგი კერვალიშვილი დაწინაურდა, ხოლო მეორე ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილია.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან გელა მახარაშვილი, ალიკო შამილიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში - დემურ ეფრემიძე, მესამეში კი საბა კურტანიძე შევა.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი

ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets. 15 დეკემბერი. 23:55 (საქ. დრო)

სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

David
livetv741.me აქ შეგიძლიათ უყუროთ
სოსო
ბევრი ცვლილებებია და ტრავმები,რა თქმა უნდა არ გვაძლიერებს,მაგრამ პირველი გამოცდილება უკვე მივიღეთ,დავრწმუნდით,რომ მათთან წარმატებით თამაში შეგვიძლია.ვერც წაგების შემთხვევაში დაგვძრახავს ვინმე და სტრესი ნაკლებად გვექნება.კარგ და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ ლომებს.ჩვენი დებიუტანტები და ახალგაზრდები,ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ,ამ თამაშებში.
სოსო
რაგბი ტვ და იმედი უჩვენებს ხოლმე.
Dato
გამარჯობა, ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რომელიმე არხი გააშუქებს თამაშს?
გიორგი
წარმატება ბიჭებო!
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
ვინისიუსმა "ბარსელონას" ჩემპიონობა გადაუდო
"ინტერმა" "პარმა" დაამარცხა და სკუდეტო მოიპოვა
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
შერმადინის შედეგიანობამ "ტენერიფეს" ანდორასთან" ვერ უშველა
22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი დაიწყო: სერიებში რუსთავი და ვსა დაწინაურდნენ
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ქამბექი 1:3-დან - "ფილადელფიამ" გადამწყვეტ მატჩში "ბოსტონ სელტიქსი" დაამარცხა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 გაგრა. გამარჯვება ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-2 დინამო (თბ). მოგება ადვილად არ მოდის...
კვარაცხელიას გარეშე - პსჟ "ლორიენთან" ფრეს დასჯერდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 იბერია 1999. ბედოშვილის ბენეფისი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
ჩელენჯ თასი | სამი ცვლილება "სქარლეთსისთვის"
"შავი ლომი" სტუმრად "სქარლეთსთან" დამარცხდა [VIDEO]
ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება
ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე - "სქარლეთსი"
"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!
ჩელენჯ თასი | "შავი ლომი" უელსში დანაკლისით ჩავიდა
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"