"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომმა“, რომლის რიგებში ხუთი დებიუტანტი იყო, უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა და ტურნირზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები დებიუტში ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. „შავი ლომი“ შეცდომებს უშვებდა, რამდენიმეჯერ დაჯარიმდა და მსაჯმა მამამთავრიშვილი გაასანბინა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ჩვენმა გუნდმა ბურთი დერეფნიდან ექვსჯერ დაკარგა, ერთადერთი მეტოქეს, რომელიც უნაკლო სულაც არ იყო, შერკინებაში სჯაბნიდა და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. უპირატესობას და ბურთს უმეტესწილად უელსელები ფლობდნენ, მაგრამ მაისაშვილის შეგირდები კარგი
დაცვით პასუხობდნენ. 34-ე წუთზე ქართველების პირველივე სახიფათო იერიში პერანიძის ლელოთი და მატკავას ზუსტი გარდასახვით, პირველი ტაიმი კი 7:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი მატკავას ზუსტი საჯარიმოთი დაიწყო. ისევ მოგვეძალა „სქარლეთსი“, ისევ წავაგეთ დერეფანი, ისევ მაგრად დავუხვდით დაცვაში, იქით შევუტიეთ, აგორებული მოლიდან მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მატკავამ ზუსტად გარდასახა. „შავმა ლომმა“ თანდათან დერეფანში თამაში გამოასწორა, შერკინებაში ბრწყინავდა, ინიციატივასაც ფლობდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მატკავამ საჯარიმოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართული ფრენჩაიზი 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ჩელენჯ თასზე 13 იანვარს საფრანგეთში „კასტრთან“ გამართავს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი
ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23
შავი ლომი


ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
წინა თამაშის შემდეგ,კი დავწერე,რომ იმედი მქონდა,უკვე ამ გათამაშებაში მოვიპოვებდით,პირველ გამარჯვებას,მაგრასმ ოცნებაშიც ვერ ვიფიქრებდი,უკვე მომდევნო თამაშში თუ ასე დამაჯერებლად გავუსწორდებოდით,უელსელ მეტოქეს.არ ვიცი,შესაძლოა არც ისინი თამაშობდნენ,უძლიერესი შემადგენლობით,შესაძლოა არც დაგვაფასეს,მაგრამ ჩვენი გუნდიც ძალიან შორს იყო,უძლიერესი შემადგენლობისაგან.გამოდის,რომ ახალ მოსულის ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახეთ და გამოცდილ მეტოქეებს,ქვემოდან ზევით აღარ შევცქერით.მატჩის დასაწყისში,ეს შებორკილობა აშკარად იგრძნობოდა და ამას მსაჯიც აქტიურად უწყობდა ხელს,მაგრამ პირველ რიგში,ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალე მოქმედებებით,გუნდმა დაიბრუნა ფსიქოლოგიური წონასწორობა და რაც შემდეგ ვნახეთ,ამას ვერც წარმოვიდგენდი.ვიდეოებში გადაღებული მიწისძვრის კადრებში მინახია,მიწის ნაბზარის ორი მხარე ერთმანეთს რომ ეჯახება,შუაში მოქცეული კლდის ნაწილი,როგორ ამოიპრესება,მაღლა,ყინულების სვლისასაც მინახია,მსგავსი სურათი,მაგრამ სარაგბო შერკინებაში,ასეთი რამე,პირველად ვნახე.ჩვენმა მორკინალებმა,მეტოქის შერკინება,თითქოს რქებზე შეიგდეს და ჰაერში აათამაშეს.კარგ მინდორზე,არც ფიზიკურად გაგვჭირვებია და რომ არა სრულიად დაულაგებელი დერეფანი,მეტოქეს,გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებდით.დერეფანი,ისედაც ჩვენი სუსტი წერტილია,მაგრამ ძირითადი ჰუკერების ტრავმებმა,კიდევ უფრო გაგვირთულა,სიტუაცია.ახლა ბიჭებს,რაღაცა დრო მაინც აქვთ,რომ რამდენიმე კომბინაცია დაალაგონ და მომდევნო თამაშებში,ასე სუსტად აღარ გამოჩნდნენ.ლევან მაისაშვილმა,ჯერ სანაკრებო,ახლა კი საკლუბო დონეზე უელსელების ძლევით დაამტკიცა,რომ კარგი მწვრთნელია და იმ ერთი სანაკრებო წარუმატებლობის მიუხედავად,მასზე ხაზის გადასმა,ძალიან დიდი შეცდომა იქნება.მან ხუთი თითივით იცის,ქართული რაგბის ყველა კუთხე კუნჭული და სამომავლოდაც უნდა გვქონდეს,მისი იმედი.აიჩემეს,უცხოელი მწვრთნელი გვჭირდებაო!კი ბატონო,მაგრამ ამ შემთხვევაში,ისეთი უნდა მოიყვანონ,ვისზეც,გაცილებით უფრო დიდი ხელფასის გადახდა,კიდევ უფრო დიდ ხარისხობრივ ნახტომსაც მოგვცემს,ნაკრებისათვის,შავი ლომისათვის და მთლიანად ქართული რაგბისათვის.დღეს კი,ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას,ვინც ქართული რაგბის გულშემატკივარია,მთელ სარაგბო კორპუსს და რა თქმა უნდა თვითონ შავ ლომს.ეს ერთი და სხვა ათასი,ბიჭებო!
სოსო
16 დეკემბერი 2023 09:17
3
გიორგის.ლევან მაისაშვილი,არ არის მსოფლიოს ტოპ დონის მწვრთნელი,მაგრამ ის,ქართულ რაგბში ძირის ძირობამდე ჩახედული და მასზე გადამკვდარი ადამიანია.არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ გაიღებს იმხელა მსხვერპლს,ქართული რაგბისათვის,რამდენსაც ის,ან რომელიმე სხვა ქართველი მწვრთნელი.ვერც მის ხელფასზე მოიყვანს ვინმე,თუნდაც მისი ნახევარი დონის,უცხოელ მწვრთნელს.დღეისათვის,ჩვენი ნაკრები მზად არ არის,მსოფლიოს თასზე,თუნდაც ოთხეულში მოსახვედრად და ამიტომ,ელიტარული მწვრთნელისათვის,მაისაშვილისაზე სავარაუდოდ,სულ ცოტა 5-ჯერ მეტი ხელფასის გადახდას,აჯობებს ეს ფული,ისევ რაგბის განვითარებაზე დაიხარჯოს.მსოფლიოს თასზე ერთი-ორი ადგილით უფრო მაღლა გასვლას და მერე კვლავ უკან დახევას,სჯობია,რაგბის საერთო დონე ავწიოთ მაღლა და ფული ამაზე დავხარჯოთ,რადგან ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივ ვადიანი და სტაბილური აღმასვლის გარანტია გახდება.საერთოდაც,რაგბში,მსოფლიოს არც ერთი ნაკრები,ჩემპიონი არ გამხდარა,უცხოელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.ლევან მაისაშვილმა პირველი ნაბიჯებიდან,პირადად გამოზარდა,მამუკა გორგოძე და თუნდაც მხოლოდ ამას,სუსტი მწვრთნელი ვერ გააკეთებდა.მას კი,სხვაც ბევრი აქვს დამსახურება,ქართული რაგბის წინაშე.თემურ ქეცბაიასი არ იყოს,შინაურ მღვდელს,შენდობა არა აქვს და გვიანღა ვიგებთ მის ფასს.თუნდაც ამ თამაშში ასაეთ გუნდთან ასეთ გამარჯვებას,ფაქტობრივად ექსპერიმენტული შემადგენლობით,მხოლოდ მოთამაშეების დამსახურებად თვლით?მის ხელში ნაკრებმა ისეთი გამარჯვებები მოიპოვა,როგორზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით და მხოლოდ მსოფლიოს თასზე წარუმატებლობამ,ყველაფერზე ხაზი არ უნდა გადაგვასმევინოს.უმადურობა,ყველაზე დიდი ცოდვაა.
სოსო
16 დეკემბერი 2023 21:00
1
კარგად დაიწყე, მაგრამ მაისაშვილზე ცდები. სუსტი მწვრთნელია.
გიორგი
16 დეკემბერი 2023 14:50
12
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ გამარჯვება და მადლობა ყველას..
ცოტა ფათაფუთა მსაჯი იყო და ერთი-ორჯერ უაზროდ ჩასტვინა ჯარიმებზე. ერთი ჩვენი კლასიანი ხისტი ბოჭვა ჯარიმად ჩაგვითვალა(არასამართლიანად).
ყოჩაღ მატკავას, ორი ჯარიმის ვერგადატანა აუტზე ეპატიება(მანძილს გამოეკიდა).
ნიაზ მამრიკიშვილი შეუჩერებლად ყვირის კომენტატორობისას და ხელისუფების საიმედო არხზეც ვუყურებდი სანახევროდ ოჯახობა რომ არ გამეღვიძებინა)) ხოდა ერთ-ერთი წამყვანი დერეფანზე კალიდორს ამბობდა)))) ხოდა ეს კალიდორები აქილევსის ქუსლად ვიქციეთ და ამის გამო ბიჭებს შრომა წყალში ეყრებოდათ რამის, რვა თუ ცხრა დერეფნის წაგება რა უბედურებაა, მეორე და მესამე დონის სამოყვარულო გუნდები არ აფუჭებენ ამდენს..
წარმატება ყველა ქართულ გუნდს
rable
16 დეკემბერი 2023 07:46
3
თქვენ გენაცვალეთ გულში ლომებო!
Bs
16 დეკემბერი 2023 06:09
0
გაიხარეეთ ლომებოოო. რაგბი ჩვენი თამაშია ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია
Qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
16 დეკემბერი 2023 03:42
36
კარგი რა. ორივეთი უნდა ვამაყობდეთ მოგებაშიც, წაგებაშიც და თუნდაც განადგურებაშიც. ეგ არის ქვეყნის სიყვარული. ჩვენი სირცხვილი ის მენტალიტეტია რომელიც ამ ორ სპორტს ყოფს და შუღლს აჩენს ქართველ გულშემატკივარში, შეიძლება რომელიმე სპორტისკებ გაცილებით უფრო დიდი სიმპატია გქონდეს, მაგრამ როცა შენი ქვეყანა გამოდის ასპარეზზე ეგ მეათასე ხარისხიანი უნდა იყოს.
ეჰ
16 დეკემბერი 2023 05:32
1
აუტი გამოსასწორებელია, ამ თამაშის შემდეგ გლოსტერთან წაგება უფრო დასანანია ვერ გამიგია ის ლელო რატომ
გააუქმეს. ყოჩაღ ბიჭებო!
123
16 დეკემბერი 2023 02:59
0
ვერც ვერავის, გვერდითი მსაჯის გარდა. ნაღდი მოგება წაგვართვეს, როგორც ფიჯისთაბ! საღოლ ბიჭებს! სასწაულია! იატორია დაიწერა! ასე რომ თუ ლევანს ვცვლით, მგონია კოკერილი არ არის საკმარისი
რეზო
16 დეკემბერი 2023 04:07
0
პირველად ვნახე პროფესიონალურ დონეზე შერკინებაში ბურჯი ასე დაჩაგრულიყო. ჰაერში რო აგწევენ კარეირეა უნდა დაასრულო :D ყოჩაღ ჩვენ პირველ ხაზს
._.
16 დეკემბერი 2023 02:33
0
გილოცაავთ!!! მართლა ლომები არიან და ნაღდი - მებრძოლი სულის მქონე ქართველები!!!
ანდრო
16 დეკემბერი 2023 02:07
0
გიოოცავთ.
13 დეკემბერსაა მომდევნო შეხვედრა?
დიდება
16 დეკემბერი 2023 02:05
23
არა გასულ წელს არის . რა რიცხვში წერ კომენტარს მაგას მაინც დაუკვირდი.
Geo
16 დეკემბერი 2023 02:19
2

სიახლეები პოპულარული