"შავმა ლომმა" წლევანდელი რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში ესპანური "იბერიანსი" რეკორდული სხვაობით, 54:3 დაამარცხა.

ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება. აქამდე ოთხივე შეხვედრა თბილისში, "ავჭალაზე" გაიმართა და ბოლო თამაში 41:0 დასრულდა, ესპანეთში, კერძოდ ბურგოსში გამართულ პირველ მატჩში კი ახალი რეკორდი დამყარდა.

აღსანიშნავია, რომ "სან ამარო სთედიუმის" ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ქართველი გულშემატკივრები და მათ მოლოდინი არც "შავმა ლომმა" გაუცრუა – 8 გატანილი ლელო და არცერთი მიღებული ის შედეგია, რასაც ნებისმიერი ქომაგი ინატრებდა. მონაგარს 7 ზუსტი გარდასახვით 14 ქულა შემატა ლუკა მატკავამ, რომელსაც მხოლოდ ერთი დარტყმა გაუცუდდა.

დებიუტანტები

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონს "შავი ლომი" მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური "იბერიანსთან" ოფიციალური დებიუტი ჰქონდა რიჩარდ კოკერილს. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სანახაობრივი რაგბი ითამაშა და რამდენიმე ლამაზი ლელო გაიტანა.

გარდა ამისა შემადგენლობაში იყო 9 დებიუტანტი. ამირან შვანგირაძემ, გიორგი ცუცქირიძემ (2 ლელო) და დავით ხუროშვილმა დებიუტი ლელოებით აღნიშნეს. მართალია ქულები არ აუღიათ, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარეს სხვა დებიუტანტებმაც. ტრავმიდან დაბრუნება ლელოთი აღნიშნა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმაც. აღებული ქულებით თავი გამოიჩინეს დავით აბდუშელიშვილმა, თორნიკე კახოიძემ და დემე თაფლაძემ.

სრული დომინაციით

ბურგოსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "შავი ლომი" თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და ის მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. ქართველები მასპინძლებს ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ და რომ არა ტექნიკური წუნი, რაც სეზონის სადებიუტო თამაშით იყო გამოწვეული, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებიდა.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მეტოქის 22-ში ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ხაზზე გავიდა, ის მარჯვენა ფრთაზე ამირან შვანგირაძემდე ჩათამაშდა, რომელმაც მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და სადებიუტო ლელო გაიტანა. "იბერიანსმა" 3 ქულა მე-8 წუთზე, 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით აიღო, რის შემდეგაც მონაგარის გაზრდის შანსი პრაქტიკულად აღარ ჰქონია.

სტუმრებმა თამაში ეტაპობრივად დაალაგეს, მე-16 წუთზე მოლი ააგორეს, რომელიც ზედ ლელოს ხაზთან შეგვიჩერეს, თუმცა საქმეში დავით აბდუშელიშვილი ჩაერთო და მისი ძალისმიერი ლელო მატკავამ გარდასახა. 31-ე წუთზე გიორგი სინაურიძემ შეუტია კარგად, იერიში ლუკა ცირეკიძემ გააგრძელა, მეტოქის 22-ში ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც მას გიორგი ცუცქირიძე დაეუფლა და "შავი ლომის" კვართით თავისი პირველი ლელო გაიტანა. მატკავა რთული პოზიციიდან ზუსტი იყო.

ტაიმის ბოლოს კარგი ხელდახელ შეტევა წამოვიწყეთ და "იბერიანსმა" ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა, მაგრამ ლელოს ვერ გადაურჩა – დერეფნიდან აგორებული მოლი შალვა მამუკაშვილის 5 ქულით დასრულდა. მატკავას ეს გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი 26:3 დასრულდა.

4 ლელო მეორე ტაიმშიც

თამაშის განახლების შემდეგ "შავ ლომს" თამაშის დასალაგებლად გარკვეული დრო დასჭირდა. შეცვლაზე შესული მორაგბეები მალე შეთამაშდნენ და დასკვნით 22 წუთში კიდევ 4 ლელო გაიტანეს.

განსაკუთრებით სანახაობრივი აღმოჩნდა ჩვენი გუნდის მე-5 ლელო. "იბერიანსმა" მოლით სცადა ლელოს გატანა, სტუმრები ამას მომზადებული დაუხვდნენ, ირაკლი ქვათაძემ ბურთი წესების დაცვით მოიპარა და კონტრშეტევა წამოიწყო, ხელდახელ ბურთაობით გუნდმა თავისი 22-იდან მეტოქის 22-მდე იარა, იქ კი მატკავამ ფეხით მოზომილად გადაკიდა და მას ლელოში თორნიკე კახოიძე შეჰყვა. ეს იყო 100-მეტრიანი ლელო, რომელიც ნებისმიერ თამაშს დაამშვენებდა.

შეხვედრა თითქოს დაწყნარდა, მაგრამ დასკვნით წუთებში "შავმა ლომმა" ისევ იფეთქა. 74-ე წუთზე დავით ხუროშვილმა კონტრშეტევა წამოიწყო, მარცხენა ფრთაზე ბურთი დემე თაფლაძესთან გაითამაშა და სადებიუტო ლელო გაიტანა. ბოლოსწინა წუთზე ლელო თავად თაფლაძემაც გაიტანა, გაწითლებულ დროზე კი ცუცქირიძემ რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა და ლელომდე 55 მეტრი ირბინა. მატკავამ მეორე ტაიმში ყველა პოზიციიდან უშეცდომოდ ურტყა – 54:3.

"შავი ლომი" სუპერთასის ზედიზედ მეოთხე ტიტულის დაცვას ერთი კვირის თავზე პორტუგალიაში გააგრძელებს. 21 სექტემბერს ის ლისაბონში "ლუზიტანუშს" ერკინება, რომელმაც პირველ ტურში "იბერიანსს" 36:18 სძლია.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

A ჯგუფი. II ტური

15 სექტემბერი. კვირა.

ბურგოსი. სან ამარო სთედიუმი

იბერიანსი (ესპანეთი) – შავი ლომი (საქართველო) 3:54 (3:26)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. ამირან შვანგირაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

8 ლელო: შვანგირაძე, აბდუშელიშვილი, ცუცქირიძე (3, 8), მამუკაშვილი, კახოიძე, ხუროშვილი, თაფლაძე

7 გარდასახვა: მატკავა

Rugby.ge

პაატა
იბერიანსი ამოიცვეს ფეხებზე ჩექმებივით და იშლიგინეს მოედანზე როგორც უნდოდათ და რამდენიც უნდოდათ... აბა რაა! მაგრები ხართ ბიჭებო! რაგბი ყველაზე ვაჟკაცური სპორტის სახეობაა და ის ჩვენი თამაშია❤️
ფეოლა
მომეწონა მოლის აგორება, აუტების მოწოდებაა საგრნობლად გაუმჯობესებული, შერკინებაც დიდებული იყო. ყველაფერში ვაჯობეთ, დისციპლინაშიც და გუნდურ თამაშშიც. ყველგან ასწრებდნენ ჩვენი ბიჭები გადაადგილებას. ამიტომაც დაუდეს 8 ლელო! ყველას მადლობა და კვლავაც წარმატებები! არ მოდუნდეთ!
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
[VIDEO] კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
თუ ბარკოლა წავა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
[VIDEO] ბალოგუნის შოუ - აშშ-მა პარაგვაი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] ლამაზი მატჩი ტორონტოში - კანადამ და ბოსნიამ ქულები გაიყვეს
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
რატომ გაათავისუფლა "ლივერპულმა" მოულოდნელად სლოტი - ოუენმა მიზეზი განმარტა
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 დილა. ბათუმური სენი და სამწვრთნელო ქაოსის მსხვერპლი
სამწვრთნელო გადაადგილები - ტოპმიოლერი საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონში, საჟი კი "კრისტალ პალასის" დამრიგებლად ინიშნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 სპაერი. დრო ცოტა რჩება...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
დასცინის თუ ხუმრობს - ინფანტინოს თქმით, იტალიას 208-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს
ლონდონურმა კლუბმა პსჟ-ს ორი ფეხბურთელი 130 მილიონად დაუფასა
20 წ. | ცვლილებები გაფართოებულ რაზმში
"ბაიერნი" ოლისეს 500 მილიონადაც არ გაყიდის
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | 9 დებიუტანტით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
"შავი ლომი" | „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეირჩა
"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ექვსი ცვლილება და ერთი დებიუტანტი "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ