"მოთამაშეებს ამცირებდა, მთელ სტაფს ატერორებდა" - "მონპელიეს" პრეზიდენტმა "ბორჯღალოსნების" ახალ მწვრთნელზე ისაუბრა

AutoSharing Option
როგორც გასულ კვირას გაცნობეთ, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება. 53 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებთან 1+1+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

კოკერილის შესახებ ჟურნალისტებთან "მონპელიეს" პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, რიჩარდი ფრანგული კლუბიდან ნოემბერში გაათავისუფლეს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა TOP 14-ში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

ალტრადის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი კოკერილის მიერ მორაგბეებთან და მთელ სტაფთან ცუდი ურთიერთობა გახდა.

"კოკერილი ძალიან მკაცრი იყო, მოთამაშეებს ამცირებდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე. მორაგბეებს ვუთხარი, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, ჩემთვის აუცილებლად უნდა ეთქვათ,
თუმცა პასუხად მივიღე, რომ ჩემი შეწუხება არ სურდათ. რიჩარდი მთელ სტაფს ატერორებდა. ვგულისხმობ არა მარტო მოთამაშეებს, არამედ ექიმებს, ვიდეოასისტენტებსა და ფიზმომზადების სპეციალისტებსაც.

სხვათა შორის, კოკერილი "ედინბურგიდან" ამავე მიზეზების გამო გაათავისუფლეს", - განაცხადა ალტრადმა Midi Libre-სთან ინტერვიუში.

altგადაწყდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბიჭებს დაამცირებს და რომ წაკუზავენ,ვინ იქნება დამცირებული იმასაც ვნახავთ.
გურულო
23 დეკემბერი 2023 20:56
1
ჭორს ჰგავს ისე, ჩვენი შერკინების ბიჭების დამცირება ჯანმრთელობისთვის საზიანო აქტივობაა :) წარმატებები
გიორგი
22 დეკემბერი 2023 14:03
1
საჭიროა ჩვენთან დისციპლინა, ძალიან აუვარდათ გუნდში ყველას ქება ქებაში, არ ინდომებენ მეტს და შესაბამისად გარანტირებულად არიან ნაკრებში, ლობანოვსკისაც ქონდა ტერორი მაგრამ ნახეთ მისი გაწვრთნილი კალაძე, შევჩენკო, რომელ ქართველს ქონდა ფიზიკურობა მასე სტაბილური როგორც კალაძეს?
აჩი
22 დეკემბერი 2023 13:51
1
საქართველოში ზუსტად ეგეთი დისწიპლნის მქონე მწვრთვნელია საჭირო. ზედმეტს არავინ გაუტარებს, მაგრამ არც მოდუნების საშუალებას მისცემს ვინმეს. გვიჩვენებს ხვალინდელი დღე.
ქართველი
22 დეკემბერი 2023 10:54
2
მოდი გავიხსენოთ კოკერილმა ლესტერს 3-ჯერ მოაგებინა პრემიერშიპი, ედინბურგი ისტორიაში პირველად გაიყვანა პრო12-ის პლეიოფში და ტულონი ტოპის ფინალში. შეუძლებელია საკუთარი მოთამაშეებისა და გუნდის დამცირებებით მსგავსი შედეგების დადება. ასევე ნუ დავივიწყებთ რომ ჩვენი გორგოძილა რეკომენდაციას უწევს პირადი ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე. ასე რომ გადაჭარბებული ემოციებით ნუ ავყვებით ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ყველანაირ ჭორ-მართალს. გუნდი და მთლიანად ქართულ რაგბი ჩვენგან (თითოეული ჩვენგანიდან) მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და მჯერა (ყოველი შემთხვევისთვის მინდა დავიჯერო) ამ თანადგომას ლხინშიც და გაჭირვებაშიც მიიღებს.
რამაზ
22 დეკემბერი 2023 00:44
0
მოხვდება ყბაში მაშინ
Soso
21 დეკემბერი 2023 23:29
4
ბოლო ერთი წელია მსაჯები ჩვენს მორაგბეებს ნერვებს უშლიან,თამაშები ძალით წაგვაგებინეს მსოფლიო ჩემპიონატზე,ასევე ინგლისელებთან შავ ლომს ქულები მოპარეს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი ცნობილი ფსიქოპატი დივერსიის მოსაწყობად ჩვენივე ხელით საკუთარ სახლში შემოვიყვანეთ!!!
1964 ავთო
21 დეკემბერი 2023 22:52
6
თუ სტატიაში მითითებული ინფორმაცია მართალია დიდი ხნით საქართბელოს ნაკრებში ვერ გაძლებს. მთავარია მერე ისევ მაისაშვილი არ დაგვიბრუნონ.
123
21 დეკემბერი 2023 21:43
9
პიროვნების ქცევა, რომლის მიზანი ან შედეგია სხვა ადამიანების თვალში დამცირებული თვითშეფასების და მისი ღირსების დაქვეითება - ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი სახეობაა. ეს ქართველებთან ვერ გავა, მითუმეტეს ჩვენ ბიჭებთან, ხოლო სიმკაცრე და დისციპლინა ყველა სპორტში საჭიროა, მითუმეტეს რაგბში. შევხედოთ, დაველოდოთ. ქართველებს დიდი მოთმინების უნარი გაგვაჩნია.
TanoLife
21 დეკემბერი 2023 20:45
1
რაღა საჭირო იყო ისეთი მწვრთნელის მოყვანა, ვინც მორაგბეებთან კარგ ურთიერთობას არ დაამყარებს?მაგან აქაც თუ დაიწყო თავისი ხუშტურები გუნდი წინ ვერ წავა
aleksandre
21 დეკემბერი 2023 20:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული