7-კაცა დუბაიში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა დღეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, დუბაიში გაემგზავრა, სადაც 12-14 იანვარს 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 12-14 იანვარს დუბაიში, 8-10 მარტს მონტევიდეოსა (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). სამი ეტაპის ჯამში 4 მოწინავე გუნდი, მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნებთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მადრიდში (ესპანეთი) ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 საუკეთესო 12 გუნდი ელიტის სერიის საგზურს მიიღებს.

პირველ, დუბაის ეტაპზე, საქართველო "ა"
ჯგუფში ურუგვაისთან, ჰონკონგთან და პაპუა-ახალ გვინეასთან ითამაშებს; "ბ" ჯგუფში იაპონია, ტონგა, ჩილე და პორტუგალია მოხვდნენ; "გ" ჯგუფში - კენია, გერმანია, უგანდა და მექსიკა.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე:

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებო.დიდი პროგრესი განგეცადოთ და მალე მოწინავეთა შორის გვენახეთ!
ვაჰმრ
17:21 09-01-2024
0
რა თქმა უნდა,წარმატებას ვუსურვებ.იმედია რეპორტაჟები იქნება!
სოსო
17:18 09-01-2024
0

სიახლეები პოპულარული