"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი
ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ასეთი აუტით, რომ, თამაშს აზრი საერთოდ არ აქვს ეს მაისაშვილმა არ იცის თუ არ აღელვევბს? საკუთარი ათი აუტიდან საშუალოდ ცხრას რომ წააგებ - ამას გუნდის მწვრთელობა და მომზადება ჰქვია? როგორ უნდა შეუტიო თუ აუტს ვერ იგებ - ამას მაისაშვილი დავიკერო ვერ იგებს? წლებია ლაპარაკია აუტზე და უფრო ურესი შედეგებო გვაქვს.

ასეთი აუტებით "შავი ლომი" კი არა ნებისმიერი გუნდი და თვითონ "კლერმონიც" წააგებდა.ახლა ამას შერკინების და პასების პრობლემაც დაუმატეთ და იალაააა!

დიახ. წასასვეელი იყო...
ლევანი
20 იანვარი 2024 22:37
4
100%
გიორგი
20 იანვარი 2024 23:46
3
რა თქმა უნდა,ძალიან გულდასაწყვეტია წაგება,მაგრამ,რას იზამ,ძალა აღმართს ხნავს.ფრანგთა უკან უმაღლესი დონის შიდა ჩემპიონატია,მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი საუკეთესო რაგბისტები,უმაღლესი დონის შეთამაშება,დისციპლინა,ტრენინგის უმაღლესი დონე...
ჩვენ სამარცხვინო არაფერი გვჭირს,უდავო ფაქტია,რომ უზარმაზარი პროგრესის გზა გვაქვს გავლული,ავედით ისეთ ლიგაში სადაც გვექნება მუდმივი ზრდისა და სწავლის საშუალება.ეს ყოველივე, გამრავლებული ჩვენი ახალგაზრდების ნიჭსა და მონდომებაზე,მაქსიმალურად მოკლე დროში,დიდი იმედია, უმაღლეს დონეზე აგვიყვანს.
თავი მაღლა ბიჭებო,გააგრძელეთ თავდაუზოგავი შრომა,რაიც აუცილებლად მოგიტანთ სტაბილურ და დიდ გამარჯვებებს.
წინ,საქართველო!
ბრაზი
20 იანვარი 2024 20:04
3
და ნაცნობობა მეგობრობით არ უნდა ხვდებოდეს შემადგენლობაში არავინ. მაისაშვილზე ასეთ რამე აქამდე არავისგან მსმენია, მაგრამ ამ ბავშვის შემადგენლობაში შეყვანა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებშიც ყველაზე სუსტი რგოლი იყო, ეჭვებს აჩენს.
ქორ-პარიკმახერი
20 იანვარი 2024 21:12
2
გუშინ,თითქმის ანალოგიური შინაარსის პოსტი დავწერე,მაგრამ ჩემდა გასაკვირად,ვერაფრით მოვახერხე,გამოგზავნა.რა თქმა უნდა გეთანხმებით!აქ შემომსვლელებიდან,ბევრი ეტყობა,მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაინტერესდა რაგბით და აღარ ახსოვს,რატომ შეიქმნა,"შავი ლომი".მისი შექმნის მიზანი კი,ის იყო,რომ საქართველოში მოთამაშე ნიჭიერი მორაგბეებისათვის,საქართველოში მოთამაშე ნაკრების წევრებთან ერთად,ეთამაშათ უფრო ძლიერ გუნდებთან,ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია,მიეღოთ საერთაშორისო მატჩების გამოცდილება,ევარჯიშათ ნაკრების მოსამზადებელი სისტემით,ამით,გაეადვილებინათ ნაკრებთან შერწყმა და ამავე დროს,უფრო უკეთ მომზადებულიყვნენ,სანაკრებო დატვირთვებისათვის.შავ ლომში უნდა მომხდარიყო,საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწინაურებული ტალანტების მიყვანაც,სანაკრებო დონემდე.ეს რა თქმა უნდა შეეხებოდათ იმ ახალგაზრდებს,რომლებიც ვერ მოახერხებდნენ,რაგბის ტოპ ქვეყნებში სათამაშოდ წასვლას,რადგან ძალიან რეალური იყო და არის საფრთხე,რომ უცხოეთში ვერ წასული ქართველი ტალანტები,იძულებული ხდებოდნენ.თავი გაენებებინათ ვარჯიშისათვის და საარსებო წყარო,სხვა სფეროში მოეძებნათ.შავი ლომი,თავისი ყურადღების ქვეშ ამყოფებდა ყველა ნაკრებისათვის მეტ ნაკლებად საინტერესო მორაგბეს და აძლევდა შანსს,ეგრძნოთ სანაკრებო გარემო,მოესინჯათ თავები და შესაძლებლობები,ნაკრებთან მიახლოებულ დონეზე და მოთხოვნებზე.შავი ლომი მხოლოდ ქართველებით კომპლექტდება,სხვა ფრანჩაიზებისაგან განსხვავებით და მისი რესურსები,ამითაცაა შეზღუდული,მაგრამ ზუსტად შეესაბამება,ქართული რაგბის ინტერესებს.ის ფაქტობრივად საქართველოს განვითარებადი ნაკრებია და ამ სეზონამდე,სადაც თამაშობდა,იქ წარმატყებითაც გამოდიოდა.ამ წარმატებებმა,ევროპული რაგბის ფედერაცია აიძულა,ეს წარმატებული გუნდი,გაცილებით უფრო ძლიერ.,ჩელენთასზე გაეშვა და როცა ამას მივაღწიეთ,არავის ჰქონდა იმედი,რომ საფრანგეთის,ინგლისაის,შოტლანდიის,უელსის თუ იტალიის,ან ირლანდიის ფრანჩაიზებთან ბრძოლაში,პირველივე წელს,ქულებს ავიღებდით.ლომებმა კი,უამრავი ტრავმის მიუხედავად,ორ თამაშში შესძლეს ქულების აღება და აქედან ერთში,გამარჯვების მოპოვებაც კი.გახსოვთ ის ტურნე აფრიკაში,ლევან მაისაშვილი,კოვიდით რომ დაავადმყოფდა და ძლივს გადაარჩინეს?იმ ტურნეს წინ,საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იყო,იქ და მათ შორის ლუკა მატკავაც იმყოფებოდა.აფრიკელები,იმ ასაკშიც ფიზიკურად ძალიან მძლავრები არიან და ჯერ კიდევ ფიზიკურად ძალიან სუსტი და პატარა ლუკა,მათთან,უსუსური კნუტივით გამოიყურებოდა.ყველა აფრიკელი,თავის მოვალეობად თვლიდა,დასჯახებოდა და ფეხქვეშ გაეთელა პატარა ბიჭი.გამოსდიოდათ კიდეც,მაგრამ ორი წლის შემდეგ,ლუკა,უკვე დიდ ნაკრებში გამოჩნდა და კი ხედავთ,როგორც თამაშობს.მაშინ მეც ვფიქრობდი,ამ ბიჭში,ნეტავი რა ნახესო,მაგრამ დაინახეს და აღმოჩნდა,რომ ნაცნობ მეგობრობა კი არა,ტალანტის დანახვის ნიჭი ჰქონიათ. ქორ პარიკმახერს ვპასუხობ:რაგბს,სუსტი ნებისყოფის ადამიანი ვერ ითამაშებს და რაკი ვიღაცა,თუნდაც ამჟამად ძალიან სუსტი ახალგაზრდა დააწინაურეს,ესე იგი,მასში რაღაცა დაინახეს და მისგან ალმასის გამოკრისტლებას შეეცდებიან.შავი ლომის ამოცანა,საქართველოს ნაკრებისათვის გამოსადეგი მორაგბეების ბაზის გაფართოებაა,მაგრამ არჩევანი,ძალიან შეზღუდულია და მაგალითად დერეფანში,მხტომელების ძალიან შეზღუდული კონტინგენტი გვყავს.ასევე ჰუკერებისაც.საქართველოში,მხოლოდ შალვა მამუკაშვილია,საკმაოდ გამოცდილი და შედარებით მაღალი კლასის ჰუკერი.ის ტრავმირებულია და სასწრაფო წესით მოხდა საქარველოს ჩემპიონატიდან მისი შეცვლა.მერე მეორე ჰუკერიც დაგვემტვრა და აუტის კომბინაციების დალაგება,მოკლე დროში ვერ ხერხდება.რამდენიმე წლის წინ,რაგბის ფედერაციამ,განცხადება გამოაქვეყნა,სადაც მაღალი ბიჭებს,ვისაც სურვილი ჰქონდათ რაგბის თამაშისა,დაჰკავშირებოდნენ ფედერაციას და დაიწყებოდა მათი მომზადება.ამ დონეზე გვქონდა გაჭირვება და არც დღეს მოგვხსნია,რადგან ჩვენი მხტომელები,შედარებით დაბლები არიან და საერთოდ,მაღალი ბიჭებიც შედარებით ცოტა გვყავს. ესეც გვირთულებს,სტაბილური დერეფნის მოწყობას.ორ მხტომელზე,მეტოქე ადვილად ამყარებს კონტროლს,წარუმატებლობების სერია კი,უკვე ჰუკერების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს,დამანგრევლად.ჩვენ ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბთან ვითამაშეთ,საქართველოს ჩემპიონატის მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდით და უკვე ეს არის წარმატება,რომ ვეთამაშეთ.დრო მოვა,მათაც გავუმართავთ,ბრძოლას,მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს.დღეს მათ გაკვეთილი ჩაგვიტარეს და გვიჩვენეს,სად ვართ,რაზე უნდა ვიმუშაოთ.ბიჭები კი არ უნდა ვლანძღოთ,არამედ ხელი გავუწოდოთ და გავამხნევოთ.არც ერთ რაგბის სპეციალისტს არასდროს უთქვამს,ამათ დავამარცხებთო,მხოლოდ ბრძოლას გვპირდებოდნენ და იბრძოლეს კიდეც.დამარცხდენენ,მაგრამ დამარცხებაში არაფერია სამარცხვინო,აი ის კი სამარცხვინოა,რომ სტადიონი,სანახევროდაც არ იყო შევსებული და ასეთი დონის მატჩზე,ხალხი არ მოვიდა17000 კაცი ესწრებაო,მაგრამ სტადიონზე ნამდვილად არ იყო,ამდენი მაყურებელი.ვინც ამ ბიჭებს,ან მათ მწვრთნელებს აგინებს,ესე იგი გაგებაში არ არიან,რა რატომ კეთდება და სჯობია,სპეციალისტებს მაინც მოუსმინონ,თვითონაც კარგად დაფიქრდნენ,ვიდრე ვინმეს განაჩენს გამოუტანენ.ეს ბიჭები,მოედანზეც უამრავ დარტყმას იღებენ და ცოდვები არიან,ჩვენც ზურგიდან ვურტყათ.არ იმსახურებენ.
სოსო
21 იანვარი 2024 13:28
0
ყველა გამოხმაურება
ობიექტურად, მაისაშვილს ჰქონდა უზარმაზარი წარმატებიცა და უზარმაზარი ჩავარდნებიც. დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანმა რაც არ უნდა მოინდომოს, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს ვერ გადალახავს. მოკლედ, ამ კაცმა მაქსიმუმი დადო და მეტს ნუღარ მოვთხოვთ. ახლა მთავარია კოკერილს მისცენ საშუალება, რომ ახალი გუნდი ააშენოს. იმედი მაქვს, კოკერილი სანიოლივით არ გახდება ფედერაციის მორჩილი, უნიათო მწვრთნელი და არავის მისცემს უფლებას, რომ მის საქმეში ჩაერიოს. ეს ერთი წელი ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და კოკერილზე დადებული შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. რაგბი ევროპის მოგებასთან ერთად, საზაფხულო ტესტებზე ორი თამაშის მოგება უნდა გახდეს წარმატების საზომი. აგრეთვე, მომდევნო ჩელენჯ ქაფზე ჯგუფიდან უნდა გავიდეს შავი ლომი.
გიორგი
20 იანვარი 2024 20:04
2
ბოლო დერეფანი იყო სიმბოლური,
პირველი თამაშიდან დაწყებული გამოსწორების ნაცვლად უარესი და უარესი გახდა დერეფანი. გაგებაზე უარესი ამის ყურება იყო.
Bs
20 იანვარი 2024 19:47
2
დერეფრაგბი))); სარაგბო ინტელეკტს მოკლებული სამწვრთნელო შტაბი.... ყველა თამაშში, რომ ერთიდაიგივე კომპონენტს აუარესებ, გამოსწორების ნაცვლად - უვიცობა ქვია
rable
20 იანვარი 2024 20:00
4
ვინმეს შუძლია ახსნას თუ რატომ არის ასეთი პრობლემა აუტი? როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ? დღევანდელი აუტების შემდეგ ვინეს კიდევ სჯერა, რომ მაისაშვილი მწვრთნელია? რა აზრი ჰქონდა დღევანდელ თამაშს ასეთი აუტებით?

ხომ ვედავთ ჩვენც და მაისაშვილიც, ყველა წინა თამაშიდან მოყოლებული, რომ აუტს არაფერი ეშველა და ამის გამო ვაგებთ. რამე გეკეთდა? არაფერი!

ამას დაემატა შერკინების პრობლემაც., პასი არც არასდროს გვივარგოდა და კიდევ დროზე გაუშვეს.
რა მიშვნელობა აქვს აუტის პრობლემას ხედავს და არ შველის თუ ვერ შველის. უბრალობ მწვრთელი არ ვარგა და ეგ არის,


ლევანი
20 იანვარი 2024 20:13
5
ეგ არის. საბედნიეროდ, მიდის მაისაშვილი. იმედია, კოკერილს ხელს აღარ შეუშლის.
გიორგი
20 იანვარი 2024 21:32
3
მეტი ბავშვი რაგბიზე და კერძო ფული რაგბიში... (სამწუხაროდ ქართულ ბიზნესს ქვეყანა არ უყვარს)
Zviads
20 იანვარი 2024 23:52
1
მე რაგბის არ ვიცი არაფერი, წინასწარ ვამბობ, მაგრამ იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს დარქმეულ ,,დინამოს,, ვერ ვიტანთ ზოგადად და ეს ,,შავი ლომი,, რა არის? კავკასიონის ქედზე გვყავს და არ ვიცი?
100%
20 იანვარი 2024 22:27
7
ვისაც რამე გაეგება რაგბის ყველა გეტყოდა რო მინიმალური იყო მოგების შანსი. საიდან მოდის თქვენნაირ გულშემატკივარში ეს ამბიციები გაუგებარია, ვინ გისახავთ აი მაგას ვერ ვხვდები. შავი ლომი - კლერმონი ეს იგივეა ფეხბურთში ეროვნული ლიგის ნაკრები რო ბაიერნს ეთამაშოს და 4-0 წაგება გიკვირდეს. მსოფლიოს საუკეთესო ლიგის მოწინავე კლუბი და ევროთასების 6 გზის გამარჯვებულია (3-3 ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ ქაფი) კლერმონი, გრანდია ფაქტობრივად.
ehh
21 იანვარი 2024 03:42
5
შავი ლომი ფიროსმანის ნახატია შვილო. აქ გვყავს კი არა...:) მიტომ არის განათლება საჭირო.
simartle
21 იანვარი 2024 06:05
2
ყველა გამოხმაურება
მე წაგება კი არ მაკვირვებს, მაკვირვებს ის, რომ იმედს ჩაგვისხავთ,თქვენი ლაყბობით და მერე ფსიქოლოგიურად ვნადგურდებით. თქვენ, სპეციალისტები ვერ ხვდებით, რა უკანალიც გაქვთ?
xuta
20 იანვარი 2024 22:05
11
გაუქმდეს რაგბი (საქართველოში)
ფეხბურთის გულშემატკივარი
21 იანვარი 2024 00:17
29
დიდი ხანი ფიქრობდი მაგის დასაწერად?
ბოღმიანს
21 იანვარი 2024 03:43
3
არც ფეხბურთში გვაქვს,უკეთესი შედეგები და ორივე ხომ არ გაგვეუქმებინა?თანაც რატომ მხოლოდ საქართველოში,მთელ მსოფლიოში აიკრძალოს,რომ აღარავინ ინერვიულოს!კარგი რა,მართლა და მართლა!ყველა საუკეთესო ქართველი მორაგბე,საფრანგეთში თამაშობს,ასევე მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ქვეყნების ლიდერებიც და ასე,მთელი მსოფლიოდან აკრეფილი გუნდის წინააღმდეგ,საქართველოს ჩემპიონატიდან შეკრებილი,მხოლოდ ქართველი ბიჭებით დაკომპლექტებული და მხოლოდ სამი წლის წინ შექმნილი გუნდით,როგორ,რატომ უნდა დაგვემარცხებინა,ამაზე გიფიქრია?!როგორც იქნა,მარაქაში გაგვირიეს და ჩვენც ცხვირი შეგვაყოფინეს,დიდი გუნდების გაერთიანებაში,სამი წელი შეგხედავთ,რამეს თუ შესძლებთო და პირდაპირ უნდა მივყარ მოვყაროთ,ყველა?ასე არ ხდება!ქართული რაგბი რომ ვითარდება და წინ მიდის,ამიტომ მიგვიღეს და გავაუქმოთო?მწვრთნელია თუ მოთამაშე,უზარმაზარი შრომა გასწიეს,აქამდე მისაღწევად და დივანზე წამოგორებულმა ხალხმა მოვითხოვოთ,მათი გაუქმება?მესმის,რომ მარცხმა გული დაგწყვიტა და წყენამ გათქმევინა,მაგრამ ასეთი რამე,პირიდან როგორ ამოუშვი?!შენ რომ ასე გეწყინა,თვითონ ამ ბიჭების მდგომარეობაზე გიფიქრია?"პირველი მერცხალი"გაიხსენე,ქართველი ბიჭების სახეები,ინგლისელებთან დამარცხების შემდეგ და თუ მაშინ,მათი გალანძღვა ან დაცინვა მოგინდა,მაშინ კი ბატონო,ამ ბიჭებსაც ის უთხარი,რასაც მათ ეტყოდი.
სოსო
22 იანვარი 2024 10:30
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული