ბ ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა; ხოლო გ ჯგუფში გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი მოხვდნენ.
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა პირველ, დუბაის ეტაპზე 5-იდან ორი თამაში მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა.
ურუგვაიში კაცთა ტურნირი 20:55 საათზე იწყება. საქართველო პირველ თამაშს 21:39 საათზე ტონგას წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დუბაიში მე-6 ადგილი დაიკავა;
შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გადის, დანარჩენი 4 კი მე-9-მე-12 პოზიციებისთვის აგრძელებს ბრძოლას. მონტევიდეოს ეტაპი 10 მარტს დასრულდება, მესამე ეტაპს კი 18-19 მაისს გერმანია, მიუნხენი უმასპინძლებს.
თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდს საერთო ცხრილში ქულები ეწერება, რომელთა დაჯამების შედეგად 4 საუკეთესო, მსოფლიო სერიის ბოლო ოთხეულთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ესპანეთში, მადრიდში ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 მოწინავე 12-გუნდა ელიტის, მსოფლიო სერიის საგზურს მიიღებს.
7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge