პოლიციელების გაფრთხილებაზე ბევრი იცინა - მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ნაკრების მორაგბე ბილი ვუნიპოლა მალიორკაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში დააკავეს.

ვიდეოში ჩანს, რომ ვუნიპოლა პოლიციის გაფრთხილებაზე სიცილს ვერ იკავებს, 31 წლის სპორტსმენი კი პოლიციელისკენ თავად გაემართა, რის გამოც სამართალდამცველებს ელექტროშოკის გამოყენება მოუხდათ.

Sky Sports-ის ცნობით, ვუნიპოლამ საპატიმრო მეორე დღესვე დატოვა და ჯარიმის სახით 240 ევროს გადახდა მოუწია.

ვუნიპოლა ამჟამად პრემიერშიპის გუნდ "სარასენსში" ასპარეზობს,  კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ზომებს გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ ცოტა ათი პოლიციელი დავთვალე. იმ დროს როდესაც რაგბისტი დგას, იცინის და არავითარ აგრესიას გამოხატავს, პოლიციის ათეული მის მიმართ ელექტროშოკერს იყენებს, ესხმიან თავს და ხელბორკილს ადებენ. ხომ არ არის ეს, სულ მცირე - ძალის არაპროპორციული გამოყენება პლოლიციის მიერ?
მგელი გერონტი
14:25 03-05-2024
0
ჩვენი ევროპელი ლეგიონერები,სულ ამას უსვამენ ხაზს,რომ ფიჯელები,მეტწილად თავისას ისწორებენ და დისციპლინას არად დაგიდევენ.შეუძლიათ,მთელი კვირით დაიკარგნენ და სადღაც კუნძულზე,თევზაობაში გაატარონ დრო ისე,რომ მათ გუნდში,წარმოდგენაც არავის ჰქონდეს,სად არიან და რატომ არ ბრუნდებიან,საჭირო დროს.თავისუფალი და კეთილი ხალხი,ჩარჩოებს რომ ვერ იტანენ.უნიჭიერესები,რომლებიც თუ რაიმე მიზნისათვის გაერთიანდნენ,ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეუძლიათ.
სოსო
17:46 30-04-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული