ინგლისურ ტურნეზე ეს ჩვენი გუნდის მეორე და ბოლო ამხანაგური თამაში იყო. შეხვედრა წვიმის ფონზე წარიმართა, რამაც მის მსვლელობას თავისი დაღი დაასვა. პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად მასპინძლები აკონტროლებდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ანგარიში მე-7 წუთზე "შავი ლომის" საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძემ ლელოთი გახსნა. რთული პოზიციიდან გარდასახვა
მეორე ტაიმის დასაწყისში მატკავამ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა. "შავი ლომი" ინიციატივას დაეუფლა და მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა, ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, მაგრამ მოლში მეტოქის დაცვა კარგად გაისარჯა. დასკვნით მეოთხედში მოლი უკვე მასპინძლებმა ააგორეს, რომლის შეჩერება პირველ ეტაპზე მოხერხდა, თუმცა მან ღერძი იცვალა და ინგლისელებმა უპირატესობა გაზარდეს. მახვილი კუთხიდან გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო.
დარჩენილმა დრომ სტუმრების იერიშში ჩაიარა. "ლესტერმა" სახიფათო შეტევის მოგერიება შეძლო, თუმცა "შავმა ლომმა" შერკინებაში ბურთი დაიბრუნა და თენგიზ პერანიძემ ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 21:13 ინგლისელთა სასარგებლოდ.
ამხანაგური მატჩი. ლესტერი. "მატიოლი ვუდს უელფორდ როუდი"
ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) – შავი ლომი (საქართველო) 21:13 (14:5)
შავი ლომი
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი;
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. ლუკა ცირეკიძე.
2 ლელო: ტაბუცაძე, პერანიძე
1 ჯარიმა: მატკავა
Rugby.ge