დღეს ნაშუადღევს კარდიფში 2024/2025 წლების სეზონის ინვესთიქ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველო ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირ ჩელენჯ თასში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. "შავი ლომი" შარშანდელის მსგავსად მესამე ჯგუფში მოხვდა. ასევე შარშანდელის მსგავსად, რიჩარდ კოკერილის შეგირდებთან ერთად ჯგუფში არიან ინგლისური "გლოსთერი", უელსური "სქარლეთსი" და შოტლანდიური "ედინბურგი".

ქართული რაგბისთვის ისტორიულ, პირველ ჩელენჯ თასზე, "შავმა ლომმა" პირველი ნუგეშ-ქულა სწორედ "გლოსთერთან" მიიღო (10:15), "სქარლეთსთან" პირველი გამარჯვება იზეიმა (23:7), "ედინბურგთან" კი არ უთამაშია. ახალ სეზონში ზემოთანხსენებ გუნდებთან ერთად მესამე ჯგუფში ითამაშებენ ფრანგული "ვანი" და "ბეიონი".

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4-4 თამაშს გამართავს – ორს შინ და ორსაც სტუმრად, ფლეი ოფში კი ოთხი საუკეთესო გავა. თამაშები 6-8 და 13-15 დეკემბერს, ასევე 10-12 და 17-19 იანვარს ჩაინიშნება. კონკრეტულად ვინ იქნებიან "შავი ლომის" მეტოქეები და სად გაიმართება თამაშები უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ჩელენჯ თასის ჯგუფებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

პირველი ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ქონახთი (ირლანდია), ჩითასი (სამხრეთ აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ძებრე (იტალია);

მეორე ჯგუფი: მონპელიე (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), ოსფრეიზი (უელსი);

მესამე ჯგუფი: ვანი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), ბეიონი (საფრანგეთი), სქარლეთსი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), გლოსთერი (ინგლისი).

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"