ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" სექტემბერსა და ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.

შარშანდელის მსგავსად, გუნდები სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, თუმცა 8-ის ნაცვლად, მასში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წელს სუპერთასზე ვერ ითამაშებს ისრაელის "თელავივ ჰითი", რის გამოც "ა" ჯგუფში სამი გუნდი იასპარეზებს და ტურნირი პლეი-ოფის გარეშე, ჯგუფურ ეტაპთან ერთად დასრულდება.

ამრიგად, "შავი ლომის" მეტოქეები ესპანური "იბერიანსი" და პორტუგალიური "ლუზიტანუში" იქნებიან. სუპერთასის 2024 წლის გათამაშება 7 სექტემბერს დაიწყება და ქართული გუნდი პირველ ტურში დაისვენებს.

სექტემბრის შუა რიცხვებში "შავი ლომი" ევროპაში გაემგზავრება და 15-ში "იბერიანსს" ბურგოსში, ხოლო 21-ში "ლუზიტანუშს" ლისაბონში ერკინება. 28 სექტემბერს ის "იბერიანსს", ხოლო 12 ოქტომბერს "ლუზიტანუშს" თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე უმასპინძლებს.

"ბ" ჯგუფში რუმინული "ვულვზი", ნიდერლანდური "დელტა", ბელგიური "დევილსი" და ჩეხური "ბოჰემია" ითამაშებენ. სუპერთასის 2024 წლის სეზონი 20 ოქტომბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, სუპერთასის მერე "შავი ლომი" დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულ "ვანსა" და "ბაიონა"’, უელსურ "სქარლეთს" და შოტლანდიურ "ედინბურგს" შეხვდება.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

15 სექტემბერი. ბურგოსი

იბერიანსი (ესპანეთი) – შავი ლომი (საქართველო)

21 სექტემბერი. ლისაბონი

ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო)

28 სექტემბერი. თბილისი

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)

12 ოქტომბერი. თბილისი

შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია)

Rugby.ge

თამაზ პეტრიაშვილი
რა გამოდის, ოთხი თამაში აქ და მერე კიდევ ოთხი ჩელენჯზე. თუ ჩელენჯზე ჯგუფიფან ვერ გავედით, მაშინ სულ ეს რვა თამაში აქვს შავ ლომს მთელი წლის განმავლობაში? არადა, აუცილებელია ასეთი ძლიერი კლუბი რომ გვყავდეს საქართველოში, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ რომ მეტი თამაში გვქონდეს. პირველ რიგში, სუპერთასის განვითარებაზე უნდა იზრუნოს რაგბის კავშირმა და შეეშვას უსაშველო კაკუნს UFს-სთან. იქ ჯერ მაინც ვერ მიგვიღებენ, რადგან ადგილი არ აქვთ და ვერ ჩაგვსვამენ. აქ უნდა განავითარონ, შემოიყვანონ ახალი გუნდები და ფორმატი უფრო გრძლელვადიანი გახადონ. თავისუფლად შეიძლება - გერმანული, პოლონური, შვეიცარიული გუნდების დამატება. ასევე, იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბიც არ იტყოდა უარს. ამავე დროს, საქართველოს ჩემპიონის დამატებაც შეიძლება, თუ სათამაშო გრაფიკში ხელს შეუწყობენ და ხარჯებს აუნაზღაურებენ. სხვა შემთხვევაში, შავი ლომი მალე დაკარგავს არსებობის აზრს და ეს კარგი წამოწყება წყალში გადაიყრება. იმედია, მომავალ წელს ამ ყველაფერს გამოასწორებენ და რაგბი ევროპის მართვაში მეტ მონაწილეობას მიიღებენ. აუცილებელია რაგბი ევროპის კავშირში ჩვენი მეტი ჩართულობა და წამყვან პოზიციებზე ქართველების მოსვლა, თუ რაგბის განვითარება გვინდა.
ბათუმელი ექსპერტი
კარგია ეგ ყველაფერი და სასურველია კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირებში ჩაერთოს შავი ლომი და როგორც პროფესიული კლუბი დიდი ათის წევრიც იყოს ან უკონკურსოდ ითამაშოს მაინც თუ დებულება არ მისცემს საშუალებას. ასე მუდმივად ფორმაში იქნებიან ბიჭები და საქართველოს ჩემპიონატსაც მეტი ხიბლი მიეცემა. წარმატებები საქართველოს ყველგან და ყველაფერში!
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"