7 დეკემბერს "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მეორე სეზონს იწყებს. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები პირველ ტურში ტოპ 14-ის "ვანს" "მიხეილ მესხზე" 17 საათზე უმასპინძლებს.

რაგბის კლუბი "ვანი" 1950 წელს დაარსდა. ბრეტონული კლუბი დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის მესამე დივიზიონის, ფედერალ1-ის ბინადარი იყო. 2016 წელს მან ფლეი ოფში "მასი" დაამარცხა და ისტორიაში პირველად პრო დე2-ის საგზური მოიპოვა.

საფრანგეთის მეორე დივიზიონის გასულ სეზონში "ვანმა" რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, ფლეი ოფში ჯერ "ბეზიე", მერე კი "გრენობლი" დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ტოპ 14-ის საგზურიც მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.

ტოპ 14-ის მიმდინარე გათამაშებაში "ვანმა" 11-იდან სამი თამაში მოიგო (ლიონთან 30:20, კასტრთან 34:28 და ლა როშელთან ბოლო ტურში 23:14) და 15 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. ევროტურნირებზე და კერძოდ ჩელენჯ თასზე "ვანს" დებიუტი თბილისში, "შავ ლომთან" ექნება.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის გასულ სეზონში ორ ფრანგულ კლუბს ეთამაშა - "კასტრს" სტუმრად (6:28) და "კლერმონს" თბილისში (3:36).

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ვანში რაგბის სტადიონი გაიხსნა
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | საერთაშორისო პრესის გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე - მცირე შოკი და გმირი მატკავა
მაგარი თამაში - "შავმა ლომმა" ფრანგული "ვანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"