"შავი ლომის" მიერ ჩელენჯ თასის პირველ ტურში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას საერთაშორისო პრესა ეხმაურება.

"ეს იყო მცირე შოკი, რადგან ქართულმა "შავმა ლომმა" პირველად მოახერხა ტოპ 14-ის გუნდის, კერძოდ კი "ვანის" დამარცხება (22:19). მატჩის გმირი ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც გუნდს კარში დარტყმებით 17 ქულა შესძინა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ეს იყო ქართველების მეორე გამარჯვება ჩელენჯ თასზე. ისინი ტურნირში შარშან ჩაერთვნენ, პირველივე სეზონში "სქარლეთსი" დაამარცხეს და ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყეს", - წერს rugbypass-ი.

"მატჩის გმირმა, "შავი ლომის" კაპიტანმა ლუკა მატკავამ 17 ქულა მოაგროვა და საკუთარ გუნდს ჩელენჯ ქაფის პირველ მატჩში ფრანგულ "ვანთან" 22:19 მოაგებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ "შავი ლომი" მესამე ჯგუფს "გლოსთერთან" და "ბაიონასთან" ერთად 4 ქულით ლიდერობს", - აღნიშნავს rugby365.

ფრანგული Le Telegramme აქცენტს სტუმარი გუნდის კარგ თამაშზე აკეთებს:

"დამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, "ვანი" ჩელენჯ თასის სადებიუტო მატჩში თბილისში "შავ ლომთან" 3 ქულის სხვაობით დამარცხდა. სტუმრებს სერიოზული შეცდომა არ დაუშვიათ, მაგრამ სულ რამდენჯერმე შეძლეს სახიფათო გარღვევის განხორციელება და მეტოქე მისსავე 22-ში თითქმის არ შეუწუხებიათ, თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში გატანილ ლელოს. "ვანმა" ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრა მცირე სხვაობით დათმო და შესაძლოა, ბრეტონული კლუბისთვის ეს ტურნირი პრიორიტეტი არ არის, თუმცა მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს გული ძალიან დაწყდათ, რადგან ისინი თბილისში ტურისტებად არ ჩასულან".

Breizh-info-ს კორესპონდენტი თავად იმყოფებოდა "მიხეილ მესხზე" და მკითხველს საკუთარი ემოციები გაუზიარა:

"ბრეტონულ კლუბს ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრა მრისხანე ქართული გუნდის, "შავი ლომის" წინააღმდეგ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჰქონდა. დასავლურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, "ვანის" ვიზიტი დაძაბულ ვითარებაში ჩაივლიდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ასეთი პროგნოზის ფონზე გუნდს შორეულ მოგზაურობაში მცირე რაოდენიბით ქომაგი მაინც გაჰყვა და მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან თვითმფრინავში გუნდის წევრებთან ერთად აღმოჩნდნენ. "ვანმა" თამაში კარგად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა და ლელოც გაიტანა, მაგრამ ქართველები პოზიციებს ინარჩუნებდნენ და გასახდელში 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (13:7).

მეორე ტაიმში "ვანი" ვაჟკაცურად, თუმცა ფაქტობრივად უშედეგოდ უტევდა, რადგან ქართველთა რკინისებურ დაცვას წააწყდა, პერიოდულად უდისციპლინოდ (რასაც 4 გატანილი ჯარიმა მოჰყვა). სტუმრები დაცვაში თავადაც უდისციპლინოდ ირჯებოდნენ და 3 ჯარიმა მიიღეს, მათგან ბოლო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, რამაც გამარჯვება "შავ ლომს" არგუნა".

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მეორე შეხვედრას 15 დეკემბერს უელსში, "სქარლეთსთან" გამართავს, რომელიც პირველ ტურში "ბაიონასთან" დამარცხდა (15:16). თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

Rugby.ge

Rezo
მცირე შოკი თუ იყო, 1.4 რატო გვქონდა კუში? როგორი დარწმუნებული ვიყავი რო მოვიგებდით და ბარემ ფულსაც მოვიგებდი. თუ ტოპ 14 ს გუნდთან 1.4 ს გვუწერ, მაშინ საერთოდ რატოა სალაპარაკკ იუარსი ში შეშვება?
კობა
კვლავაც შეუჩერებლად გევლოთ ჩვენო სანაქებო ვაჟკაცებო!!!...
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
ჩელენჯ თასი | პრო დე2-ის ჩემპიონი თბილისში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ვანში რაგბის სტადიონი გაიხსნა
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება
მაგარი თამაში - "შავმა ლომმა" ფრანგული "ვანი" დაამარცხა
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე