ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ

AutoSharing Option
"შავი ლომის" კაპიტანი ლუკა მატკავა იმედოვნებს, რომ "ბაიონას" დამარცხებას და ისტორიაში პირველად, ჩელენჯ თასის ფლეი ოფში გასვლას მოახერხებს.

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "შავი ლომი" ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერს 11 იანვარს, 19:15 საათზე "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს.

"ბაიონა დიდი ისტორიის მატარებელი გუნდია. მას 3-ჯერ აქვს მოგებული ტოპ 14 და ორჯერ პრო დე2. ის გამოცდილი, ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ჰყავს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მგეზავი და ინგლისის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე სხვადასხვა პოზიციაზე.

რთული და მძიმე თამაში იქნება. ფრანგებს უყვართ კონტაქტში შემოსვლა. ვფიქრობ, სწორედ
ამას დაგვიპირისპირებენ და ეს მთავარი გამოწვევა იქნება. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება, რადგან ჩელენჯ თასის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს, სადაც კიდევ უფრო რთული მეტოქეები გვეყოლება.

ჩვენი გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. განვლილმა ორმა შეხვედრამ გამოცდილება შეგვძინა და ვეცდებით "ბაიონასთან" ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, რათა ფლეი ოფში გასვლის შანსი გამოვიiყენოთ", - აღნიშნავს ლუკა მატკავა, რომელიც ჩელენჯ თასის ორი ტურის შემდეგ, საუკეთესო მექულეთა (23 ქულა) შორის მეორე ადგილზეა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
დავით ლორია - აუუუუუუუუ აუუუუუუუუ! ოეეეეეეეეეე!
kiki
10 იანვარი 2025 17:59
0
ლუკა, მჯერა შენი გულწრფელობის, მაგრამ მოგების მეეჭვება თუ პირველ გუნდს ჩამოიყვანენ. აი მეორე (ან პირველ-მეორეს შერეულ) გუნდთან კი შანსები ნაღდად გვექნება. მოკლედ, ისე კი გამომივიდა "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს"-ო, თუმცა თქვენ თავი არ დაზოგოთ და ეგება გამოვიდეს რამე :)
სიმართლე
09 იანვარი 2025 15:48
1
ევროპული ტურნირები იმავე ხალხის მოგონილია, ვინც ორსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს და ჩვენ აღარ უნდა ვმონაწილეობდეთ.

აქციის ხალხიც მაგ ევროპას ითხოვს და მორაგბეები უნდა გაემიჯნონ ამ ევროპას. ბატონი ბიძინას მეშვეობით სტადიონები აშენდა და არის სასიამოვნო მაგ ქვეყნების მანდ ჩამოყვანა. ვინც ევროპაში თამაშობს ნაკრებშიც არ უნდა გამოიძახონ, მაგათ ჩამოაქვთ გარყვნილება.

ჯერ ინგლისელი მწვრთვნელი რატომ გვყავს, გინახავთ მაგათთან რა ხდება საერთოდ?
დავით ლორია
09 იანვარი 2025 15:41
5
ბატონო თამარ,
თუ შვილებს ზოგავთ და მათ არ აკარებთ, მაშით თქვენ, უფროსი თაობა "მიეკარეთ", თქვენ შეეტენეთ და ქათმებთან თქვენ "დაიპეპლეთ" თავი :)
"ლგპტ" კა არ ჰქვიან, არამენ ჰქვიან - "ლგბტ"
09 იანვარი 2025 14:48
0
ნუ ვეტენებით რა ამ ქათმების ტურნირს, ლგპტ პროპაგანდის ქვეყანაა საფრანგეთი, კაცი კაცს არ გავს და ქალი ქალს მანდ. ჩვენი ბიჭები არც უნდა მივაკაროთ მაგათ.
თამარი
08 იანვარი 2025 21:39
15
იმდენი შენ შეგირცხვეს ულვაში, რამდენიც შენ თამარი იყო... ქალის სახელს ამოფარებული ტროლი მამრი
ვითომ თამარს
09 იანვარი 2025 15:45
1
ჯერ ერთი,ეგ ტურნირი,ფრანგული არ არის,უბრალოდ ფრანგული კლუბებიც მონაწილეობენ და მეორეც,რაგბი არის ერთერთი ყველაზე მამაკაცური სპორტი,სადაც ნაზი ნუზა,უკანალქნევია ლგბტ ეებს არაფერი ესაქმებათ.იმ ქათმებს რა უყვართ და მოსწონთ,კი გეცოდინებათ.მიდით სტადიონზე,ნახეთ რა არის რაგბი და თვითონ დარწმუნდებით,რომ ეს მართლაც ვაჟკაცების თამაშია!
პ.ს.ლგპტ-ები,მეტნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობენ და მათი გულისათვის,დანარჩენები დედამიწიდან გადავსახლდეთ?!
სოსო
09 იანვარი 2025 12:46
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული