"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 11 იანვარს "მიხეილ მესხზე" ტოპ 14-ის "ბაიონასთან" გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფლეი ოფს მიუახლოვდება.

4 კვირის წინ უელსში "სქარლეთსთან" სტუმრობის შემდეგ უცვლელი დარჩა უკანა ხაზი. ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე ამირან შვანგირაძესა და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ; ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.

რამდენიმე ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭისა და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი და დათო აბდუშელიშვილი ბრუნდებიან, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ გიორგი ჩხარტიშვილი იქნება; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად გურამ ღანიაშვილი შეუწყვილდება; მესამე ხაზში გამოჩნდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს შეუერთდება.

შერკინების მარქაფაში პირველ ხაზში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორეში ლადო ჩაჩანიძე’ ხოლო მესამეში გიორგი სინაურიძე.

23-კაციან განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც "შავი ლომის" შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე ჯერ არ უთამაშიათ, ახლა კი დამწყებთა შორის არიან - მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. მესამე რაუნდი

11 იანვარი. შაბათი. 19:15 საათი

თბილისი. მიხეილ მესხი

შავი ლომი (საქართველო) - ბაიონა (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

"მამა გიირგის"
საფრანფეთში ყოფილხარ? არა მგონია. ჰოდა, ჩადი იქ და უბნის ბიჭებს უთხარი ქათმები ხართ-თქო და სახეს რომ გაგილამაზებენ იმის ფოტო დადე ფბ-ზე, რომ ჩვენც ვიხალისოთ.
გიორგი
მამა გიორგი კი არა ტროლი ხარ შენ)
სოსო
სად ვუყუროთ რეპორტაჟს?სატელევიზიო პროგრამებში,არსად წერია! ადრე,რაგბის გვერდზე, რაგბის გულშემატკივრები შემოდიოდნენ ხოლმე,დღეს კი,უკვე აღარ ვიცი,რა დავარქვა.ენააქავლებულები? შალვა მამუკაშვილს რომ ეუბნებით,წადი დაისვენე,ახალგაზრდებს მიეციო შანსი,იმ შანსს რომ დამსახურება უნდა და სხვაზე ძლიერი უნდა იყო,მაგაზე გიფიქრიათ?!დაამტკიცე რომ მამუკაშვილზე ძლიერი ხარ და ვინ ოხერს ეწყინება,ახალგაზრდა ტალანტის გაბრწყინება?!ნდობას და შანსს,დამსახურება უნდა!თუ წინამორბედზე ძლიერი არა ხარ და მას ვერ სჯობნი,გუნდი ხომ რეალურად დასუსტდება?აქსიომაა და მაინც ყოველ ნაბიჯზე ხან ამ,ხან კი,იმ სპორტსმენზე გვესმის მსგავსი, სულში ჩამფურთხებელი მოწოდებები.მამა გიორგი,არც მამა გიორგი მგონიხარ და არც ბიძინას მხარდამჭერი,ტროლი ხარ შენ!ფრანგებს,მამლებს უძახიან,რადგან მათი სიმბოლო,გალური მამალია.აი შენ კი,მგონი მართლა პეტუხი ხარ.არც საზოგადოებას და არც ოცნებას,ევროპაზე უარი არ უთქვამთ,მათ ევროპის იმ გახრწნილ ნაწილზე თქვეს უარი,ევროპაშიც და საქართველოშიც გააფთრებულები რომ ებრძვიან,ჭეშმარიტ ევროპულ,ანუ ქრისტიანულ ფასეულობებს.
გიორგი-50
მოგესალმებით... შალვა მამუკაშვილს პატივისცემით მოვიხსენიებ, მარა წადი ძმაო დაისვენე და ახალგაზრდებს მიეცი რა შანსი... ჩვენს შერკინებას გაუჭირდება... იმედია, ვცდები... გამარჯვება ბიჭებს...
მამა გიორგი
ქართული ოცნება და საზოგადოება აღარ უჭერს მხარს ევროპას. ამიტომაც უნდა აიკრძალოს შავი ლომების თამაში ევროპაში და საერთოდ ყველაფერი ევროპული, სანამ ბატონ ბიძინას ფულს არ დაუბრუნდნენ. ვინც ბატონ ბიძინას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება სამების ტაძარს და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. პეტუხებს ეძახიან ფრანგებს რუსეთში საერთოდაც.
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც - "ვილიარეალმა" სტამბოლში "გალათასარაის" მოუგო
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
ჩელენჯ თასი | 120 წლის ფრანგული კლუბი თბილისში
"შავი ლომი" "ბაიონასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"