ჩელენჯ თასის მესამე ტურში „შავი ლომი“ საკუთარ მოედანზე ფრანგულ „ბაიონასთან“ 16:41 დამარცხდა.
შემდეგ მატჩს „შავი ლომი“ 19 იანვარს შოტლანდიაში „ედინბურგთან“ ჩაატარებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
შავი ლომი - ბაიონა
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა:
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის
ცოტა მეტ ინფორმაციის თუ მოგვაწვდის ხოლმე ან ფედერაცია ან შავი ლომი თვითონ ან რომელიმე საიტი წინასწარ, არ იქნებოდა ურიგო. რატომ არ იყო კაკოვინი მაგალითად? ეს არ არის გადამწყვეტი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ წამყვანი მოთამაშეები რატომ გვაკლია ხოლმე.
ტაბუცაძეს ზედმეტი კრიტიკა დაატყდა თავს და მეტწილად გაუმართლებელი. არაა არც ჰიულეტი და არც კამპეზე, მაგრამ თავის საქმეს ბრწყინვალეს აკეთებს. ყველაზე უკეთ საქართველოს ნაკრების ისტორიაში. მარტო ლელოების რაოდენობას არ ეხება, ხარისხსაც და მეტოქის დონეს, რომლებთანაც დადო. ფინიშერია და მორჩა. ბურთი უნდა მიაწოდო, რაც ვერ მოხერხდა.
ძირითადი მიზეზი, რატომაც წავაგეთ პირველი ტაიმი იყო კონკრეტული შეცდომები. პირველად რომ კაცი თამაშობს, გასაგებია, მაგრამ წლები რომ თამაშობ და ნაკრებშიც, არა!
დავიწყოთ. ჩამოვყვეთ რიგ-რიგობით. პირველი ხაზი ნორმალურია. უფრო სწორედ ბურჯები. მამუკაშვილი მობერდა. რას იზამ, ვილკინსონიც დაბერდა. კარგი ჰუკერი აშკარა პრობლემაა. ამ საქმის პროფესიონალია ქოქრილი და სქაუტინგშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა ალბათ. ჰუკერთან ბვაშია მოერე და მესამე ხაზის თამაშიც ჰაერში (აუტში). ბაბუნაშვილი გამორჩეულია. სხვა მხრივ ჯერ-ჯერობით მეორე ხაზი არ გვყავს. ( იმედია, მხოლოდ ასაკის ბრალია). ესამე ხაზი თითქოს ყველაზე ძლიერი გვყავს, მაგრამ ვნახეთ ცუცქირიძის არყოფნა როგორ დაგვეტყო. მისი ბოჭვები, მიწაზე თამაში. ივანიშვილი გავიდა და საერთოდ მოგვეშალა ყველაფერი. საერთოდ ბოჭვებში ძალიან გაგვიჭირდა. სხვა მესამეხაზელები ვერ პასუხობენ მოთხოვნებს.
9 ზე საერთოდ არ მინდა კომენტარის გაკეთება. და ამ კაცს ქოქრილიც და მაისაშვილიც ალანიას ამჯობინებენ ნაკრებში! დიდ 10 ში მასზე უკეთესი 9 ა არის?))) თანაც ახალგაზრდა
მატკავა მაგრალიტია, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს ავანტიურულად ითამაშოს. ამას ვერ და არ დაუშვლი. ამით ფასობს. უბრალოდ ისწავლის მომენტის ზუსტად შეფასებას გამოცდილებასთან ერთად. ახლა კი მწვრთნელმა ან კაპიტანმა უნდა მიუთითოს ხოლმე. ისე კი გუნდში საუკეთესოა ივანიშვილთან ერთად.
ხაზი სამწუხაროს ჯერ-ჯერობით საერთოდ ვერ ამართლებს იმედებს. პატარები ვინც მოვიდნენ, არაფრით არ გამოირჩევიან. კრეატივი არ გააჩნიათ და ისე საშუალო დონის მოთამაშეებად დახვეწა შეუძლიათ , რა თქმა უნდა და დისციპლინირებულად ნორმალურად თამაში. აქაც მეტი სიახლეა საჭირო. მეტს უნდა მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. ოღონდა გადავწყვეტ(ასეთ) თამაშებში სჯობს ისევ დაცვაში ( და არა მარტო) საუკეთესო, ნაცადი თოდუა დააყენო.
პ.ს. ხალხი რომ არ დაიდს, ესაა ყველაზე სამარცხვინო. თუ მიდის უარსიზე საუბარი მართლა და ამის გამო არ შეგვიშვეს, ჩვენი ბრალი ყოფილა მაშინ ყველაფერი.
ღმერთმა თუ ინება და იქ შეგვიშვეს, მერე კი გავაკეთებთ მაგარ გუნდს და გავიხარებთ კიდეც