"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფრანგულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩიც მოიგეს

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფრანგულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩიც მოიგეს. ამჯერად დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს უკეთესი სხვაობით, 40:14 აჯობეს.

18-წლამდელები რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატისთვის (ყოფილი ელიტდივიზიონისთვის) ემზადებიან, რომელიც 6-16 აპრილს საფრანგეთში, ბრეტანში გაიმართება და მანამდე მონპელიეს ბაზაზე 12-დღიანი შეკრება გაიარეს.

17 მარტს "უმცროსი ბორჯღალოსნები" "მონპელიესა" და "ბეზიეს" თანატოლთა გაერთიანებულ გუნდს შეხვდნენ, 5 ლელო დაუდეს და 33:17 იმარჯვეს, 22 მარტს კი მათი მეტოქე "მონპელიესა" და "ნარბონის" ნაკრები იყო.

მწვრთნელებს საქმეში ყველა მორაგბის ხილვა სურდათ და სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 12 მოთამაშე შეცვალეს. პირველ ტაიმში
ლელოები დავით გობეჯიშვილმა, ბექა ყორიაულმა და ლაშა ლომიძემ დადეს, გობეჯიშვილმა 2 გარდასახა და 19-7 დავწინაურდით.

შესვენების შემდეგ კიდევ 3 ლელო დავდეთ. თავი ნიკა წივწივაძემ, გოჩა ჩანადირმა და გიორგი ახალაძემ გამოიჩინეს, რევაზ ხარაზიშვილმა კი სამივე გარდასახა - 40:14.

25 მარტს ჩვენი 18-წლამდელები სამშობლოში დაბრუნდებიან, რამდენიმე დღე დაისვენებენ და 2 აპრილს ბრეტანში გაემგზავრებიან, სადაც რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე კანადის ნაკრები იქნება.

ფრანგულ შეკრებაზე არიან:
შერკინება: გიორგი ახალაძე (აია), ლუკა ჭელიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), ვანო კარკაძე (აია), იროდიონ ქუცნიაშვილი (ხულიგანა), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ყოჩები), საბა ჯღარკავა (ლელო), ნიკა წივწივაძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), ბექა ყორიაული (ლელო), იოანე იაშაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), კობა კოლოტაური (ლელო);
ხაზი: საბა ხურცილავა (არმაზი), ანდრო ახვლედიანი (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), თედო აბჟანდაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (ბაგრატი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გოჩა ჩანადირი (არმაზი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო), გიორგი ჭედია (ხულიგანა).

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიდეოჩანაწერის ნახვა თუ შეიძლება სადმე?
giglia
19:53 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული