U18. საქართველო VS იაპონია - ნახევარფინალშიც უცვლელი რაზმით

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, საფრანგეთში მიმდინარე "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ნეხევარფინალში იაპონიის გუნდს დაუპირისპირდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა იაპონიის წინააღმდეგ მატჩში საბრძოლო რაზმი უცვლელი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა კანადის ნაკრებს ექვსი ლელო გაუტანა და 43:3 დაამარცხა. ექვსიდან სამი ლელო ქუთაისის "აიას" აღზრდილმა ოთარ ძაგნიძემ მიითვალა.

- U18. საქართველო-კანადა 43:3 - სოლიდური "უმცროსი ბორჯღალოსნები" [VIDEO]

მეტოქემ, იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებმა კი, მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრებს სძლია - 36:10.

თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა RUGBYEUROPE.TV-ის
სთრიმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. თასის მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი პორტუგალიას ეთამაშება. მანამდე მე-5 ადგილის ნახევარფინალში კანადა ბელგიას, ხოლო ესპანეთი აშშ-ს შეხვდება.

საქართველო:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი, 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
საქართველო-იაპონია
საფრანგეთი-პორტუგალია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიმარჯვეს ჩვენებმა 43:17 (თუ არ ვცდები)
ზაალ
22:26 11-04-2017
0
ვულოცავ საქართველოს ფინალი მოგვეგოს
იოსები
22:36 11-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული