"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს

AutoSharing Option
15 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ფინალურ მატჩში, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 18:36 დამარცხდა. პირველი ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 3:22 დათმეს.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, ერთი გარდასახეს და ორი ჯარიმა გაიტანეს. მეორე ტაიმში ლელოს დადება გიორგი ახალაძემ და ვანო კარკაძემ შეძლეს, თედო აბჟანდაძემ კი ორი საჯარიმო გაიტანა და ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ამ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ დ
ამარცხდნენ საფრანგეთის თანატოლთა გუნდთან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. ირაკლი სიმსივე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი. 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. დემურ თაფლაძე, 25. გოჩა ჩანადირი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
სისწრაფე, სისწრაფე და კიდევ სისწრაფე. ჩვენს ყველა ნაკრებს აკლია სისწრაფე და ყველა პრობლემა იქმნება მაიდან, ხაზს სწრაფად ვერ ვხურავთ, ჩარეკვას ვერ ვაკეთებთ შერკინების მოთამაშეები ვეღარ ავსებენ შიგნიდან და ჩნდება ინტერვალები, მიყოლა არ გვაქვს ბურთიან კაცზე სათანადო როცა ხაზი იჭრება. მაგრამ პროგრესი მაინც აშკარაა და იმედია გაგრდზელდება ისევ. მადლობა ბიჭებს ბოლომდე თამაშისთვის და ჯიგრიანი თამაშისთვის. მწვრთნელებს გაწეული სამუშაოსთვის
ragbis gulshematkivari
16 აპრილი 2017 11:17
0
სად ერეკლე და სად შენ და გლუხანა!
გაზაფხულია ... , რაიმე ხომ არ გაწუხებს
P.S.-ს
16 აპრილი 2017 10:16
0
ბიჭებს ვულოცავ. შემდეგ თაობას მოგებას ვუსურვებ. მოვითხოვ უცხოელი მწვრთნელის მოწვევას ტაქტიკის ასამაღლებლად. ფრანგებს შეტევების უფრო ბევრი ვარიანტი ვარჯიშებზე ქონდათ დამუშავებული.
ჩემი აზრით გლახუნასნაირი და Р.S.- ნაირი ხალხი არის გუშინდელი 90-ან წლებში ჩარჩენილი აზროვნების ნაცქართველები რომლებიც ქვეყნის განვითარებას რუსული-ურაპატრიოტულის მსგავსი ფსევდო მოწოდებებით ქვეყანას უკან ექაჩებიან.
ქრისტე (ყველასთვის) აღდგა!!!!
haha
16 აპრილი 2017 10:01
0
ნამდვილად კარგი შედეგია.ყოჩაღ!
jumber
16 აპრილი 2017 09:47
0
აღდგომას გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს, მრავალს დავესწროთ!...ფინალს რაც შეეხება პირველ რიგში მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის...მაგრამ ძალიან ძნელი საყურებელი იყო ჩემთვის ის უპირატესობა რაც ფრანგებს ქონდათ, ისე იყო თითქოს 8 კლასელი ბავშვები ხვდებოდნენ 2 კლასელებს..ამ ასაკში ასეთი სხვაობა საგანგაშოა...მაგრამ მწვრთნელების აშკარა შეცდომაა ის რომ როდესაც 3-22-ია ანგარიში და ჯარიმა ინიშნება 10 მეტრასთან ჩათვლის მოედანის სიახლოვეს კარში ურტყავენ...თქვე დალოცვილებო რა დაუსახეთ მიზნათ ბიჭებს რო რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წააგეთო? თუ ეგრეა საღოლ თქვენ! წინასწარ ფსიქოლოგიურად წაგება რა უბედურებაა ვერ გავიგე...სირცხვილი მწვრთნელებს და მადლობა ბიჭებს!
ქართველი
16 აპრილი 2017 09:35
0
კიდევ ერთხელ ვწერ,წასაკითხად,გამოსასწორებლად.მაგარი ხართ გე-ცა, გლახუნა!!!თქვენნაირი ქართველები გვიმრავლოს ქვეყანაში--- და არა ისნი ვისაც "ძეგლებს უდგამენ"-ერთმანეთს, გაქსუებული "ქვეყნის ჭირ-ვარამის გამზიარებელი მთავრობები ,მათი მლოქვნელებითურთ".ფოფულარიზაცია,ინფრასტრუქტურა,მმართველთა რეალური"თანადგომა აკლიათ" ნიჭიერ,მონდომებულ მომავალ ქართველებს,საერთოდ ხალხს.კარგი თაობა "მოდის" -რაგბი საჩვენებელი მაგალითია ჩვენი წინსვლისათვის "ყველაფერში",ხოლო ვისაც ესაქმებათ და ეწაფებათ ქართველთა "აღმასვლა" სათანადო რესურსით,მათი "უმოქმედობა" კი - ანტიმაგალითია "ყბადეაღებული", წინსვლისგამოუსწოუსწორებლად,წლების დაკარგვით-ჩვენი ოქროს ხანის" დასაჩქარებლად,დასაბრუნებლად მაინც,"ბოლო-ბოლო"---ქართულად,საღი აზრით,ჭკვიანურად,ეროვნულად! შეგტკივათ გული გლახუნასნაირ ვაჟკაცებს, "ჩვენს,ქართველთა საფიქრალზე" და თანაც ონლაინ-დ რ ო უ ლ ა დ, სანამ შეიძლება "დაშვებული"შეცდომების სწორება, და არა მარტო რაგბიში... ,"ეს..." ქვეყნის უჭკუო, და თანაც ძუნწი "მესვეურნი" კი , თანაც ქართველი ხალხის სახელმწიფოსადმი წამდააუწუმ ზრდადი გადასახადების ხარჯზე "მომჭირნენი",მარტო ლაქლაქებენ, და საცოდავად გამოიყურებიან!ამგვარი მნიშვნელობის მატჩის უფასო ონალაინ ტრანსლიაციას რომ ვერ შესძლებ,შენივე ხალხისთვის-ნუთუ ვინმე ჭკუადმყოფელი ადამიანი დაიჯერებს რომ მათ სამშობლოსადმი სიყვარულის ნატამალი მაინც გააჩნიათ,ან "რჩევებსაც,მუშტების ქნევით" მხოლოდ,რეალური "ჩხუბის" თუ თამაშის შემდგომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ,რომ იძლევიან უვარგისად დაგვიანებულად,რა ვუთხარი მაგათ "მმართველობას" ქვეყნისა!ფრანგებს ცენტრალურ სფორტულ არხებზე მიჰყავთ ამ გეიმის ტრანსლაცია -უ ფ ა ს ო დ -მაგალითი თავისი ხალხის "სიყვარულსა" სწორედაც ამგვარი უნდა იყოს!
Р.S.
16 აპრილი 2017 07:55
0
ნამდვილად მისალოცი შედეგია. თავად ფაქტი, რომ გაქვს ამბიცია ფრანგებს საფრანგეთში მოუგო, რად ღირს! ბევრს შეუძლია ეს? თუნდაც სხვა ასაკებში? გილოცავთ, ბიჭებო, ნამდვილად გაახარეთ საქართველო! მომავალ დიდ წარმატებებს ველოდებით თქვენგან!
16 აპრილი 2017 07:33
0
მაინც აღარ ივარგებს, დროა მოვუგოთ დიდებსაც და იქ დავიმკვიდროთ ადგილი. გვეყოფა მარტო სუსტი გუნდების დამარცხება. დროა ბიჭებო დრო, თორემ წავა უკან ნელნელა ამდენი შრომით მიღწეული.
19
16 აპრილი 2017 04:29
0
ფრანგების ჯერიც მოვა.ჯიგრები ხართ ქართველებო
malxazi
16 აპრილი 2017 00:18
0
მეორე ტაიმი მოვუგეთ სხვათაშორის.
ციბა
15 აპრილი 2017 23:34
0

სიახლეები პოპულარული