"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს

AutoSharing Option
15 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ფინალურ მატჩში, ტურნირის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 18:36 დამარცხდა. პირველი ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 3:22 დათმეს.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, ერთი გარდასახეს და ორი ჯარიმა გაიტანეს. მეორე ტაიმში ლელოს დადება გიორგი ახალაძემ და ვანო კარკაძემ შეძლეს, თედო აბჟანდაძემ კი ორი საჯარიმო გაიტანა და ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ამ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ დ
ამარცხდნენ საფრანგეთის თანატოლთა გუნდთან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. ირაკლი სიმსივე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი. 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. დემურ თაფლაძე, 25. გოჩა ჩანადირი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მაინც მაგარი ბიჭები ხართ! გილოცავთ!
aburjga
15 აპრილი 2017 22:11
0
გილოცავთ მეგობრებო ვერცხლის მედლებს.მართალია წავაგეთ და კლასში სხვაობაც საგრძნობი იყო,მაგრამ დამეთანხმეთ,სხვაობა საკმაოდაა შემცირებული.ქართველები საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ და საფრანგეთში მოთამაშე მეტოქესთან სწრაფ თამაშში აყოლა ბუნებრივია გაუჭირდათ,მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს,გასატან ჯარიმაზე უარი თქვეს და მატჩის ბოლოს ორი ლელოს დადება მაინც შეძლეს.თუ მოხერხდა ამ ბიჭების ტოპ ლიგებში დელეგირება,უახლოეს მომავალში ჩვენ სრულიად სხვა სტილით მოთამაშე,უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება,ვიდრე ახლანდელია,მაგრამ დაცვაში თამაში,ბოჭვები და სამწუხაროდ შერკინებაც,რადიკალურადაა გასაძლიერებელი,შთაბეჭდილება ისეთია,რომ სისწრაფეს კონტაქტების სიმძლავრე და სიზუსტე გადავაყოლეთ.ერთი სიტყვით გასაკეთებელი გაცილებით მეტია ვიდრე გაკეთებული,მაგრამ ეს ჩემზე გაცილებით უკეთესად იციან გუნდის მწვრთნელებმა და როგორც უნდა გააკეთონ,ისიც.ასე რომ ვემშვიდობები ამ ნაკრებს და ველი მომდევნო ასაკში მათთან შეხვედრას.წარმატებულ კარიერას გისურვებთ ბიჭებო.
სოსო
15 აპრილი 2017 22:04
0
პირველი ტაიმი ძალიან მანდრაჟით ითამაშეს
pele
15 აპრილი 2017 22:02
0
მიუხედავად მარცხისა, ნაკრებს მივულოცავდი წარმატებულ გამოსვლას. საფრანგეთს, თუნდაც ამ ასაკში, რომ მოუგო ან მათზე მდიდარი სარაგბო ტრადიცია უნდა გქონდეს, ან ფული, ან სპორტული ინფრასტრუქტურა, ან მწვრთნელები. არცერთ მათგანანში ფრანგებთან ახლოსაც ვერ მივალთ. ასეთია, ობიექტური რეალობა. ამ გუნდში კარგი ბიჭები არიან. მათ მიხედვა ჭირდებათ. კარგი მომავალი ექნებათ.
gogig
15 აპრილი 2017 22:00
0
ორი ლელო დავდეთ მაინც წინ მივიწევთ 57-0-ს 36-18 ნამდვილად ჯობია
912
15 აპრილი 2017 21:49
0

სიახლეები პოპულარული