ექვსი რამ, რაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა იცოდეთ

AutoSharing Option
თბილისსა და ქუთაისში 31 მაისს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყება. პლანეტის 12 უძლიერესს შორის "უმცროსი ბორჯღალოსნებიც" იასპარეზებენ.

1. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მასპინძელმა ქვეყანამ მხოლოდ ორჯერ მოიგო - სამხრეთ აფრიკამ (2012) და ინგლისმა (2016)

2. ფინალში ყველაზე მეტად ინგლისის ნაკრებს უთამაშია - 7. ახალი ზელანდია - 6, სამხრეთი აფრიკა - 2, უელსი - 1, ავსტრალია - 1, ირლანდია - 1

3. ფინალში გამარჯვების ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი ახალ ზელანდიას აქვს - 83,33. "ბები ბლექსმა" ექვსი ფინალიდან ხუთი მოიგო. ინგლისს კი შვიდიდან მხოლოდ
სამი აქვს მოგებული.

4. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება. იტალია კი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს ტურნირი ორჯერ ჩატარდა - 2011 და 2015 წლებში.

5. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი ლელო ახალზელანდიელმა მორაგბემ, ტევიტა ლიმ გაიტანა. მან ორ ტურნირზე იასპარეზა და ჯამში 13 ლელო მიითვალა.

6. ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი ლელოების მიხედვით რეკორდსმენი ავსტრალიელი ენდრიუ კოლვეია, რომელმაც 2014 წელს 10 ლელო გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი, ერთი სარეკლამო ბანერსაც ვერ ნახავ ქალაქში. ასე არ შეიძლება. ნუთუ ასე ძვირი ჯდება მისი განთავსება!!!
ako
30 მაისი 2017 18:30
0
სრულად ვეთანხმები "უნწას"
vaxo
30 მაისი 2017 10:22
0
აგერ ასეთი დიდი ტურნირი ტარდება ჩვენთან,რაგბში რანგით მეორეა, ვითომ რაღაც ერთი თამაში იყოს 20 წლამდელების, ისეთი დუმილია პრესაში, ტელევიზიაში. ერთი საცოდავი რეკლამაა, რომ უშვებენ სირცხვილია, ან რა გაფორმებაა ან რა კადრებია! სამაგიეროდ მჭედლიძის ემპოლი გავარდა და ახლა ერთი ვაიუშველებელი იქნება პრესაში. ასეთ ტურნირში თამაშობს ჩვენი ნაკრები და ქალაქში ერთი სარეკლამო ბანერი ვერ ვნახე. არადა არიქა ექვსი ერიო, როგორ არ გვატამაშებთ. ამას ყველაფერს მსოფლიო რაგბი თვალს ადევნებს და მერე ვერავის დაუმტკიცებ, რომ ჩვენთან რაგბის დიდი აუდიტორია ჰყავს. რუსეთთან თამაში არ არის საზომი. ამით ვერავის დაუმტკიცებ რომ სარაგბო ქვეყანა ხარ! ეს არა მარტო ჟურნალისტების და ტელევიზიის არამედ ჩვენი რაგბის მართველების ბრალიცაა. რომ გამოვიდა ორი თვის წინ რაგბის პრეზიდენტი და წაიწუწუნა მთავრობამ გადაგვაგდო და არ შეგვისრულა დანაპირებიო, მანამდე სად იყო?! რა ორ თვეში აშენდებოდა ინფრასტრუქტურა სავარჯიშო და სათამაშო? მისი ეს წუწუნიც ხელების დაბანას უფრო გავდა. იცის მან, რომ იქ ზევით, მსოფლიო რაგბის მამები კმაყოფილნი არ არიან და ამიტომაც, წაიწუწუნა და ყველაფერი მთავრობას გადააბრალა. არ შეიძლებოდა თბილისის ორი ჯგუფი ორ სტადიონზე რომ გადანაწილებულიყო და მხოლოდ ავჭალაში არ ყოფილიყო. არაფერს ვერჩი ავჭალას, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ქალაქიც ცენტრში ერთ, რომელიმე სტადიონზე ყოფილიყო, მაგ. ლოკომოტივზე?!
ynwa
29 მაისი 2017 16:31
0

სიახლეები პოპულარული