მოგეხსენებათ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობითა და მასშტაბით მეორეა.
ამავდროულად, საქართველოს მსგავსი შეჯიბრისთვის აქამდე არასდროს უმასპინძლია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაგბის ამაგდარ ზაალ გიგინეიშვილს გაუჩნდა იდეა, რომ 20-წლამდელთა მე-10, საიუბილეო ჩემპიონატისთვის ქართულ მხარეს ორიგინალური მონეტები დაემზადებინა.
როგორც წესი, მატჩამდე 50 წუთით ადრე მსაჯი მეტოქე კაპიტნებს უხმობს ხოლმე და "ბურთის ან მოედნის" ასარჩევად იმ მონეტას აუგდებს, რომელიც ჯიბეში
ამიერიდან მათ სიურპრიზი ელით, რადგან იდეას ხორცი "აკადემიის" ვეტერანმა მორაგბემ, მხატვარმა პაატა ღონღაძემ შეასხა და ამ პროცედურისთვის საგანგებო მონეტა დაამზადა.
ესაა ვერცხლის "ფული", რომელიც 15 გრამს იწონის. მის ცალ მხარეს ბორჯღალი ამშვენებს, ხოლო მეორეზე "მსოფლიო რაგბის" ლოგოა გამოსახული.
კიდევ ერთი ამაგდარის, თემურ ჯაფარიძის ინიციატივით, ბორჯღალიან გვერდს ამკობს ქართული წარწერა - "საქართველო 2017 თბილისი".
მონეტის ლოგოიანი მხარე მოოქროვილია, რისი წყალობითაც მსაჯის თვალი წილისყრის შედეგს შორიდანვე დააფიქსირებს.
სიურპრიზით მოხიბლულ სტუმრებს მონეტები სრკ-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ლაშა ხურციძემ გადასცა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით