U20. მ/ჩ: ორი ქართული ლელო - საქართველო არგენტინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩ გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები არგენტინას შეხვდა.

თბილისში "ავჭალაზე" გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით ანგარიშით 26:37 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

თუმცა ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ
შეძლო.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს.

მე-18 წუთზე კი გელა აფრასიძემ 58 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და საქართველოს კიდევ 3 ქულა მოუტანა - 6:10.

- გელა აფრასიძის საოცარი საჯარიმო დარტყმა 58 მეტრიდან [VIDEO]

25-ე წუთზე სანტიაგო რუის მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნოს გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა - 17:6.

35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა.

38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმა შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე არგენტინელებმა ორი ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიში 23:12 გახადეს.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ლელოს დადების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველების მცდელობები არ გამართლდა, თუმცა აღსანიშნავია არგენტინელების დაცვაც, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

62-ე წუთზე მატია სოსამ ლელო დადო არგენტინას 5 ქულა დაუმატა, გარდასახვა მეტოქემ ზუსტად გაიტანა და ანგარიში 12:30 გახდა.

66-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის პირველ შეხვედრაში პირველი ქართული ლელო დადეს. ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გელა აფრასაიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 19:30 გახდა.

თუმცა 68-ე წუთზე არგენტინამ ისევ გაგვიჭრა ხაზი და მორიგი ლელო დადო 19:37. ლელოს ავტორი ვაუტისტა სტავილე-ვრავინი გახდა.

72-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა არგენტინას მეორე ლელო დაუდო. ლელოს დამიწება უჩა ჭეიშვილმა შეძლო, ხოლო გიორგი გოგოლაძემ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 26:37 გახდა.

- U20. საქართველოს ნაკრების ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

ჯგუფში ამ დროისთვის შემდეგი მდგომარეობაა:

C ჯგუფში თ მ ფ წ +- ქ
არგენტინა 1 1 0 0 37:26 5
სამხრეთ აფრიკა 1 0 1 0 23:23 2
საფრანგეთი 1 0 1 0 23:23 2
საქართველო 1 0 0 1 26:37

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
კი, ძალიან გულიანად და "ჯიგრულად" ითამაშეს, მაგრამ ჯგუფში ისეტი ტრადიციისა და სიძლიერის მქონე გუნდებია, მათთან მოგება ამ გუნდით, მხოლოდ ფანტაზიის სფეროა. თუმცა კარგი ისაა, რომ ასეთ გუნდებთან შხვედრებში, მაგრად ვიზრდებით. არგენტინა კი, უპირველესი ფავორიტი მგონია.
ზაალი
12:58 01-06-2017
0
zangura, ძალიან კარგია, რომ სხვებისაგან განსხვავებით რაგბის "გარტყმაში" ხარ, მაგრამ შენი ზედმიწევნით რაგბის კარგ ცოდნას, შენ თვითონვე აკნინებ, სხვისი (ვინც გარტყმაში არ არის)აზრების შეურაცყოფის გამო. ანუ გამოდის, რომ საურთიერთო ენის ცოდნის "გარტყმაში" არ ხარ. ისე, თუ ასე ძალიან ჩახედული ხარ ამ საქმეში, ერთი რჩევა მაინც მიგეცა, ამ მართლაც მომავლის ბიჭებისათვის, დაცვას მიხედონ, დაცვას!!!!
mamu
12:47 01-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული