U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მაისს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 26:37 დამარცხდა.

არგენტინის ნაკრები შარშან მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელია. ცხადია, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რა დონის გუნდთან ჰქონდათ საქმე "უმცროს ბორჯღალოსნებს". სამრეთამერიკელებს, ცხადია, წლევანდელ ტურნირზეც სერიოზული მიზნები აქვთ.

მით უფრო სასიამოვნოა, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ტოლი თუნდაც ბრძოლის ჟინში არ დაუდეს. მეტიც, რამდენიმე მათი დერეფანიც მოიგეს. საკუთარ შერკინებაში კი მუდმივად უპირატესობა ჰქონდათ და არც არგენტინელების შერკინებისას აძლევდნენ
მოწინააღმდეგეს ბურთის იოლად გატანის საშუალებას.

"პუმიტასის" ძლიერი მხარეები ცნობილია. დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, რაკში შესანიშნავი თამაში, გადაწყვეტილებების სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად მიღება. ამ კომპონენტებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქეს ჩამორჩებოდნენ.

ძნელია ვინმეს გამოყოფა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სრულად გაამართლა მასზე ჩემპიონატის წინ გაცემული ავანსი. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის მიერ კარში დარტყმულმა ყველა ბურთმა მიზანს უწია. ერთი საჯარიმო გელამ სულაც 55 მეტრიდან გაიტანა, ერთიც ზედ ცენტრიდან (50 მეტრი).

არაფერი გაუფუჭებია და თამაშს შეძლებისდაგვარად გეზავდა 17 წლის თედო აბჟანდაძე. აშკარად ჩანს, რომ მას მეტი შეუძლია.

ცხადია, ახლა ადვილია თქმა, რომ არა ის ელემენტარული შეცდომები დაცვაში, ანგარიში სულ სხვა იქნებოდაო. ფაქტია, რომ შეცდომას მეტოქის კარგი თამაში თუ დაგაშვებინებს. არგენტინის ნაკრები კი კარგი რაგბის მოთამაშე გუნდია.

შესაქებია ჩვენი ბიჭების მონდომება. მეორე ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", უმეტესწილად, მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს. ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მაინც არგენტინას დარჩა, რომელმაც მატჩში ხუთი ლელო მიითვალა.

ჩვენი ბიჭებიდან თითო ლელო შეცვლაზე შესულების, გიორგი კვესელაძისა და უშანგი ჭეიშვილის ანგარიშზეა.

აფრასიძემ ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა. ერთი ლელო კი ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ გარდასახა.

წუთი წუთში
მე-2 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მე-3 წუთი: მოვიგეთ პირველი საკუთარი დერეფანი.
მე-6 წუთი: საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.
მე-8 წუთი: არგენტინელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მარჯვენა ფრთაზე მარკოს კრემერმა ლელო გაიტანა. გარდასახვა ვერ გაიტანეს - 5:3.
მე-11 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება.
მე-13 წუთი: არგენტინის ნაკრებმა დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი ააგორა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენეს - 10:3.
მე-19 წუთი: აფრასიძემ საჯარიმოს დარტყმა 55 მეტრიდან გადაწყვიტა და არც შემცდარა - 6:10.
26-ე წუთი: არგენტინელებმა საკუთარი შერკინება ისევ მოიგეს, სწრაფად შეუტიეს და რვა ნომერმა სანტიაგო რუისმა გაიტანა. მგეზავმა ტომას ალბორნოსმა ამჯერად გარდასახა - 17:6.
34-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმოდან გაიტანა - 9:17.
38-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ამჯერად 50 მეტრიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა - 12:17.
44-ე წუთი: ალბორნოსმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა არგენტინელები - 20:12.
47-ე წუთი: თავი ისევ ალბორნოსმა გამოიჩინა. მან მორიგი საჯარიმო დაარტყა ზუსტად - 23:12.
62-ე წუთი: არგენტინელებმა ისევ მოლით სცადეს შეტევა, მაგრამ შეფერხდნენ. თუმცა, ცხრა ნომერი მატიას საუსე მოლს მოწყდა და ლელო გაიტანა. ალბორნოსმა გარდასახა - 30:12.
67-ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და ლელო არგენტინელებს შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ გაუტანა. აფრასიძემ გარდასახა - 19:30.
69-ე წუთი: არგენტინელებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და ანგარიშში სხვაობა ისევ აღადგინეს - 37:19.
71-ე წუთი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო შეცვლაზე შესულმა უშანგი ჭეიშვილმა გაიტანა. გარდასახვა გიორგი გოგოლაძემ დაარტყა ზუსტად - 26:37.

მატჩის შემდეგ
- ილია მაისურაძე: არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება
- ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური
საქართველო-არგენტინა 26:37
საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გავაშელიშვილი, წიკლაური, მესხი, აბჟანდაძე (გოგოლაძე 60), აფრასიძე (დვალიშვილი 71). (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ზამთარაძე 69), ტაბიძე (გ.პაპიძე 50, ტაბიძე 67), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი (ჯაიანი 65), ნუცუბიძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე (ჯალაღონია 57).
2ლ: კვესელაძე, ჭეიშვილი. 2გ: აფრასიძე, გოგოლაძე. 4ს: აფრასიძე.
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი (ოლვედო 69), ალბორნოსი, საუსე (გარსია 74) (1-8) პულეჯა (მარტინესი 58), გონსალესი, ლუნა (ტარტერი 50), მოლინა, პაულოსი (მილანი 50), სტავილე, კრემერი, რუისი.
5ლ: კრემერი, ბრავინი, გონსალესი, რუისი, საუსე. 3გ: ალბორნოსი (2), დაირო. 2ს:ალბორნოსი (2)
მსაჯი: პიერ ბრუსე (საფრანგეთი)

საფრანგეთი-სამ. აფრიკა 23:23
საფრანგეთი: 3ლ - ბურსოი, დუფუ, კუიუ. 2ს,გ - ნტამაკი.
სამ.აფრიკა: 2ლ - ავგუსტუსი (2). 3ს,2გ - ბოსხი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. არგენტინა 1 1 0 0 +11 5 1
2. საფრანგეთი 1 0 1 0 0 2 0
3. სამ. აფრიკა 1 0 1 0 0 2 0
4. საქართველო 1 0 0 1 -11 0 0

II ტური
არგენტინა-საფრანგეთი
საქართველო-სამ. აფრიკა

A ჯგუფი
ინგლისი-სამოა 74:17
ინგლისი: 12ლ - მალინსი, სტრიტი, მიჩელი, კნაითი, მერსერი (2), მორისი (2), იბიტოი (2), კროსდელი. 7გ - მალინსი (4), უმაგა (3).
სამოა: 2ლ - ფილიპო (2). 2გ - პაისამი

ავსტრალია-უელსი 24:17
ავსტრალია: პერესი, ჰოლმსი, ჰატჩისონი. 3გ - გოდარდი, ნიკიფორა (2). ს - გოდარდი
უელსი: 2ლ - ბლეკერი, ლუისი. 2გ,ა - რობსონი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ
1. ინგლისი 1 1 0 0 +57 5 1
2. ავსტრალია 1 1 0 0 +7 4 0
3. უელსი 1 0 0 1 -7 1 1
4. სამოა 1 0 0 1 -57 0 0

II ტური
ავსტრალია-სამოა
ინგლისი-უელსი

B ჯგუფი
ირლანდია-იტალია 21:22
ირლანდია: 2ლ - ნეში (2) 3ს, - დინი (2), ფრევლი. გ - დინი
იტალი: 3ლ - ცლოფი, ფისკეტი, ბიანკი. 2გ - კლოფი, რიზი. ა - რიზი.

ახ. ზელანდია-შოტლანდია 42:20
ახ.ზელანდია: 6ლ - ფაინგაანუკუ (3), აუმუა, ლეგერი, პაპალიი. 3გ,2ს - ფალკონი.
შოტლანდია: 3ლ - გრეჰემი, ჰელვიკი, ჰენდერსონი. გ - ენდერსონი. ს - ისტგეითი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ახ. ზელანდია 1 1 0 0 +22 5 1
2. იტალია 1 1 0 0 +1 4 0
3. ირლანდია 1 0 0 1 -1 1 1
4. შოტლანდია 1 0 0 1 -22 0 0

II ტური
ირლანდია-შოტლანდია
ახ. ზელანდია-იტალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
რატო გევასებათ სირაქლემას პოზაში ყოფნა რა ვიბრძოლეთ? არგენტინამ ნახევარი ძალით მოგვიგო ჩვენ ჯერ აზრზე არ ვართ პ.ს. და კიდევ აქ მორაგბეების მამები რომ აკომენტარებთ ლომები ვართო მგლებიო და სხვა სისულეები ჯობია თამაშზე მიხვიდეთ 2 ათას კაციანი სტადიონი რომ ვერ შეავსეთ.
dato
01 ივნისი 2017 11:43
0
გელა გვჭირდება ნაკრებში, ამოგვაქაჩინებს

ეხლა დანარჩენ მოკვდავებს რაც შეგვეხება გელას ნებართვით!
წაგებაში სასიხარუო არაფერია თუმცა ჩვენების თამაშში მატებაა
ასე გაგრძელებას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი მომავლისთვის
ჯერ სავარჯიშო მოედნები მიეცით ამ ხალხს და მერე მოსთხოვეთ უმაღლესი შედეგები, ის ვინც უმაღლეს შედეგს აღწევს მერწმუნეთ ასფალტზე არ ვარჯიშობს
მადლობა სრკ-ს, ჩემპიონატი მართლაც რო ძალიან კარგ ატმოსფეროში ტარდება და წუნი ა აქვსო კი არადა ძალიან მოსაწონადაც აქვთ დაგეგმილი ყველაფერი
დიდი მადლობა ქართველ ქომაგს ასე რომ მრავლად ესწრება თამაშებს, ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი მართლა ძალიან გაზრდილია
ამგვარი საქმით წინსვლა მოვა
ragbirugbi
01 ივნისი 2017 11:29
0
სჰეცდომები დაცვაშიო, ამბობთ, დაცვაში კი არა მარტო , თავდასხმაში არ ჰქონდათ? 20 წლის კაცმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიჰყავთ, ბურთი აუტს როგორ უნდა ააცილოს მითხრას ვინმემ(?!), მსოფლიო სპორტის კურიოზთაგანი გახლავთ ერთერთი , ეს ამბავი. შეცდომაც არი და შეცდომაც. პეხმტკივანი ვარ, ამჟამად ყავარჯნებზე ვდგავარ და მეც არ ავაცილებდი აუტს, ან კი თვალდახუჭულმა უნდა ააცილოს?
gela
01 ივნისი 2017 10:53
0
შესანიშნავი თამაში იყო, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ დიდი რაგბის დიდი ოჯახის ღირსეული წევრები ვართ. პატარ პატარა შეცდომებმა დაგვაკლო ქულები მაგრამ ყველაფერი წინაა
ლომებს
01 ივნისი 2017 10:42
0

სიახლეები პოპულარული