ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სასტარტო მატჩი შეაფასა.

31 მაისს ავჭალაში გამართულ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები არგენტინასთან 26:37 დამარცხდნენ.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

"მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ გამოცდილება არ გვეყო. ვფიქრობ, შანსი გვქონდა. თუმცა, სწორედ ასეთი დონის თამაშებში ვიზრდებით. არგენტინამ შეცდომები არ გვაპატია. ჩვენ კი, რაღაც ეპიზოდებში უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ.

ამ თამაშს დღესვე დავივიწყებთ, განვიხილავთ მოწინააღმდეგეების შესაძლებლობებს და დავიწყებთ მზადებას მომდევნო თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
argentinastan mogebac heidzleboda.tu ukurebt tamahs tavidan,rom ara ori hecdoma rasac lelo mokva.
S.P
04 ივნისი 2017 11:05
0
mteli gulit da sulit ukure am tamahs da ubalehike hvens bihebs.
sruli pasuxismgeblobit vambob ar cavagebdit am tamahs piriqit mogebac hesadzlebeli iko rom ara hveni 9 nomris ori upatiebeli hecdoma.
S.P
04 ივნისი 2017 09:11
0
ხალხო,მე თქვენი ვერ გამიგია,ხომ უყურებთ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს,ხომ უყურებთ რა ტემპში მიდის თამაშები,ხომ ნახეთ ეს თამაშიც,ხომ ნახეთ რამხელა სხვაობა იყო ამ თამაშის ტემპსა და ჩვენი ჩემპიონატის თამაშების ტემპს შორის,კლასითაც არგენტინის ეს ნაკრები აღემატება საქართველოს თუნდაც საუკეთესო კლუბის კლასს,ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა წევრი საქართველოში თამაშობს და რატომღა უნდა გვეჯობნა მათთვის?არგენტინა მსოფლიოს ოთხეულშიადა აქ,მე მგონი სამეულშიც შევლენ, ჩვენ კი მეორედ გავედით მსოფლიოს თორმეტეულში,თანაც მეათე შედეგით.ვერც იმაში დაგეთანხმებით,რომ 80 წუთი აკონტროლებდნენ თამაშს,მეორე ტაიმის ბოლოს არაქათი გასძვრათ,მაგრამ აღარც ჩვენ გვეყო გამოცდილება და ძალა,რომ გადამწყვეტ მომენტებში ბურთი აუტში ვერ გადავაგდეთ,ან აუტი წავაგეთ თორემ დარწმუნებული ვარ თუ იმ ლელოს დავდებდით და შვიდ ქულაში შევიდოდით,ჩვენები დაწოლას გააძლიერებდნენ,ისინი ანერვიულდებოდნენ და შეიძლება ყველაფერი მომხდარიყო.აფრასიძე გვაბრუნებდა თამაშშიო,თუნდაც ეგ ცოტა გგონიათ?არგენტინა ჩვენზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდია და საოცარი არაა,რომ ბევრ კომპონენტში გვაჯობეს,საოცარი ისაა,რომ ჩვენც ვაჯობეთ რაღაც კომპონენტებში და აშკარაა,რომ ჩვენი ჩამორჩენა ტოპ გუნდებთან მცირდება,ყოველი მომდევნო ფორმაციის ნაკრებისულ უფრო ტექნიკურ,თანამედროვე რაგბის თამაშობს და როცა ჩვენი უკანახაზელების თუნდაც ათამდე კაცი წავა ტოპ ლიგებში და იქ დაიმკვიდრებს თავს,მაშინ უკვე შეგვეძლებაიმაზე ფიქრიც,რომ ტოლ სწორად ვეთამაშოთ გრანდებს.იმასაც ნუ დაივიწყებთ,რომ ჩემპიონატის წინ,მოსამზადებელ თამაშებში დაგვემტვრა ორი ძირითადი უკანახაზელი და ჩვენს შეზღუდულ რესურსებს ეს მძიმედ დაეტყო.
ასე რომ მადლობა ჩვენ ბიჭებს თავდადებული ,სანახაობრივი თამაშისათვის,აფრასიძეს გასაოცარი დარტყმებისათვის და კიდევ უკეთესის მოლოდინში ვართ.ჰიმნიც მშვენიერი გვაქვს და ემოცია რომ არ ყოფილიყო ასე თავდადებით ნამდვილად ვერ ვითამაშებდით.
სოსო
03 ივნისი 2017 22:42
0
საქართველოს ჰიმნზე როგორ უნდა წამოგივიდეს ცრემლები?! ასეთი საშნელი ჰიმნი არცერთ ქვეყანას არ აქვს მგონი. ჰიმნს რომ მღერი უნდა გბურძგლავდეს და ეს რა ჰიმნია? .მერე მეორე არგენტინა ჩვენთან რომ ფავორიტი იყო არ იცოდი აქამდე?
giorgi
03 ივნისი 2017 14:00
0
ვერავინ დამწამებს რომ არგენტინას ვქომაგობდი მაგრამ წყნარ გონებაზე სიმართლე უნდა ითქვას საწყისი წუთებიდან 80 წუთამდე არგენტინა ბოლომდე აკონტროლებდა თამაშის სადავეებს ჩვენ ვწვალობდით ისინი თამაშობდნენ მხოლოდ თავდადება არაა საშველი ძალიან ცუდათ თამაშობდა ხაზი ვერცერთი კომბინაცია ვერ გაითამაშეს უტევდნენ ქაოტურად ვერცერთმა ხაზის მოთამაშემ ვერ გაჭრა ხაზი არგენტინამ კი აგვიკლო მხოლოდ აფრასიძის მაღალი დარტყმის ოსტატობა გვაბრუნებდა თამაშში წარმოიდგინეთ რომ ამ ბიჭს მიზანი არეოდა რაც ამ ასაკში არაა გამორიცხული ყველაზე ახლო დარტყმა 35 მეტრიდან იყო მერე რას ვიტყვოდით?
მოკლედ ვითამაშეთ ძალიან სუსტად ფანტაზიის გარეშე რაგბი მხოლოდ შერკინების 9-10 ნომრის თამაში არაა
თუ ასე გავაგრძელებთ შერკინების ხარჯზე ყველა მეტოქეს კარგად დავჩეჩქვავთ მაგრამ ყველა თამაშს წავაგებთ დაკიდებულ ბურთზე მინიმუმ უნდა ახტე თუ ვერ დაიჭერ უნდა ეცადო მაინც და არა ელოდო იქნებ თავისით აუტში გადაგორდეს
შეცდომები უამრავი და აშედეგი ლოგიკური სამწუხაროა მაგრამ ფაქტია
ფეხბურთს ხომ არ გაგონებთ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ თუ რაგბში მოსულა ? :)))))
ასე რომ ბიჭებო გადაახვიეთ არგენტინის ჰიმნზე და პასუხს იმწუთას მიიღებთ რატომაც წავაგეთ მე პირადად მათი ემოციის შემყურეს შემშურდა
ან საერთოდ რომელმა იდიოტმა მოიფიქრა უმუსიკოდ საქართველოს ჰიმნის გაჟღერება
LIVE
02 ივნისი 2017 04:09
0
გენაცვალეთ ბიჭებო, მიაწექით ბოლომდე, გაიხარეთ. მომავალი წარმატებები გარდაუვალია, ითამაშეთ რაგბი. გაიხარეთ.
kaxa
01 ივნისი 2017 22:54
0

სიახლეები პოპულარული