"ჩვენი დროშა ადის პატარა ბავშვის კუ...სავით, სირცხვილია" - ქუთაისელი პოლიტიკოსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქუთაისში რაგბის მოედანთან, "აია არენასთან" გააპროტესტეს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, ქუთაისი ღირსეულად წარმოეჩინა რაგბის ჩემპიონატის დროს, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

მათი თქმით, ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობას, რომელიც ზარ-ზეიმით დააანონსეს არჩევნების წინ სპორტის მინისტრმა და გუბერნატორმა.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დღესვე "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა გოგი წულაიამაც გააპროტესტა.

მისი თქმით, ის, რაც რაგბის ჩემპიონატის დროს ქუთაისში, ახლად აშენებულ სტადიონთან ხდება, სამარცხვინოა.

ავტორი: ირაკლი აკობია
წყარო: Palitravideo.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
რა საცოდავი ხარ. პარტიზანი მებაღეები თავის საქმეს აკეთებენ ყველაფერზე ხმას იღებენ სადაც უსამართლობას ხედავენ და თქვენ ქუთაისში რას აკეთებეთ ? არაფერს ბირჯებს ამაგრებთ ნარდის თამაშით და ქურდულს აწვებით დღემდე. ადმინ გამოაქვეყნე კომენტარები საბჭოთა კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ
ქუთაისელი
23:17 02-06-2017
0
სირცხვილია რა,ამბიციები გვაქვს და უცებ ასეთი ელემენტარული არ გვარდება.
გულსემატკივარი
08:21 02-06-2017
0

სიახლეები პოპულარული